Connect with us

საკითხავი

მხოლოდ 2 ინგრედიენტით სარეცხი ფხვნილის გამაძლიერებელს ვაკეთებ. ნებისმიერ ლაქას უმკლავდება

როცა საქმე სარეცხი ფხვნილის არჩევას ეხება, დიასახლისები ორ კატეგორიად იყოფიან. პირველი კატეგორიის ადამიანები ძვირადღირებულ და ბრენდულ სარეცხ ფხვნილს ყიდულობენ, რადგან თვლიან, რომ უფრო ხარისხიანია და ლაქებს უკეთ უმკლავდება. მეორე კატეგორიის დიასახლისები იაფფასიან სარეცხ ფხვნილს ირჩევენ, რადგან თვლიან, რომ სარეცხ ფხვნილებს შორის დიდი განსხვავება არაა.

მეც პირველ კატეგორიას მივეკუთვნებოდი, სანამ არ გავიგე, რომ ძვირადღირებულ და იაფფასიან სარეცხ ფხვნილებს შორის განსხვავება ნამდვილად არაა. მათ ერთი და იგივე ფორმულა აქვთ, მხოლოდ სახელები განსხვავდება. მეგობარმა მირჩია, სარეცხ ფხვნილთან ერთად სახლში მომზადებული გამაძლიერებელი ნარევი გამოვიყენო, რომ თეთრეულზე ლაქები არ დარჩეს. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ლაქების ამომყვანი და სარეცხი ფხვნილის გამაძლიერებელი ნარევი სახლის პირობებში.

როგორ მოვამზადოთ სარეცხი ფხვნილის გამაძლიერებელი

წყალბადის ზეჟანგი და მარილი

გამაძლიერებელი ნარევისთვის მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ. 60 მლ წყალბადის ზეჟანგი და 2 ჭიქა სოდა აურიეთ. ფხვნილთან ერთად სარეცხ მანქანას დაუმატეთ და ჩვეულ რეჟიმზე გარეცხეთ. სითხე შეიძლება ბევრი იყოს, ამიტომ ნაწილი გამოიყენეთ და ნაწილი შეინახეთ. ნარევი ნივთებს ათეთრებს, ამიტომ ღია ფერის ნივთებზე გამოიყენეთ.

თუ თქვენს ნივთებზე განსაკუთრებით რთული ლაქებია, გარეცხვამდე დროებით ჩაალბეთ. 2–3 ს/კ სარეცხი ფხვნილი და 2–3 ს/კ გამაძლიერებელი ნარევი წყალში გახსენით და ნივთები ჩაალბეთ. დრო ლაქაზეა დამოკიდებული. თუ მსუბუქი ლაქაა, 20 წუთი საკმარისია, თუ ჩამჯდარი ლაქაა, მთელი ღამე გააჩერეთ.

წყალბადის ზეჟანგი და სოდა მათეთრებლის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. 2 ჭიქა სოდა და 180 მლ წყალბადის ზეჟანგი აურიეთ და მაღაზიაში მათეთრებლის ყიდვა არ მოგიწევთ.

მარილი

მარილი სარეცხი ფხვნილის ეფექტის გასაძლიერებლად უმარტივესი მეთოდია. მარილი სამზარეულოში ყველას აქვს, ამიტომ ყოველთვის ხელმისაწვდომია. მარილი ლაქებს აშორებს და ქსოვილს არბილებს.

თუ სუფთა და რბილი ტანსაცმლის მიღება გსურთ, ზემოთ მოცემული ხრიკებიდან ერთ–ერთი გამოიყენეთ. ასე ნივთები ნაადრევად არ გაუფერულდება და გახუნდება. რეცხვის ციკლის ხელმეორედ ჩართვა არ მოგიწევთ, რადგან გამაძლიერებელი თავის საქმეს ეფექტურად ასრულებს.

Advertisement