Connect with us

ჰოროსკოპი

მხოლოდ 1 კოვზი მარილი მთელი ცხოვრება წარმატებით უზრუნველგყოფთ. ძლიერი შელოცვა

შეუცნობლის შიში ეჭვებს და შფოთვას ბადებს. ჩვენს გულში დიდხანს რჩება, წინსვლასა და განვითარებაში ხელს გვიშლის. ადამიანი რობოტივით ცხოვრობს და არ იცის, რომ შეუძლია ბედნიერი იყოს. ოცნებას, დაგეგმვას და მოქმედებას წყვეტს.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიზიდოთ წარმატება და ფული ცხოვრებაში. მარტივი რიტუალი დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, ცხოვრების ხარისხის შეცვლასა და ჩაკეტილი წრიდან გამოსვლაში. მარტივი პრაქტიკით შეიგრძნობთ შინაგან ძალას და შესაძლებლობას სანუკვარი ოცნებების და სურვილების რეალიზებისთვის.

წარმატების და ფულის მოზიდვა

თითოეულ ჩვენგანს კომფორტის საკუთარი ზონა გვაქვს. მას წლები ვაშენებთ, საზღვრებს ვამაგრებთ. საკუთარ სამყაროს ვქმნით, რომელიც მხოლოდ ჩვენთვის ნაცნობი და გასაგებია. ყოველთვის შეესაბამება ეს სამყარო ჩვენს სურვილებს?

ყველაზე ხშირად მატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საძულველ საქმეს ვაკეთებთ, დისკომფორტში ვცხოვრობთ. ცხოვრებაში რაღაც რომ შეცვალოთ, შიში და თავდაუჯერებლობა უნდა მოიშოროთ.

ძალიან ხშირად ადამიანს სამსახურის ან საცხოვრებლის შეცვლის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ შინაგანი შიში ეჭვებით ტანჯავს. ყველაზე საშიში ოცნებისკენ პირველი ნაბიჯის  გადადგმაა, საკუთარი ცხოვრების გაკონტროლება, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და სიცოცხლის მთელი გულით შეგრძნება.

როგორ დავემშვიდობოთ საკუთარ შიშებს ერთხელ და სამუდამოდ

განსაკუთრებული რიტუალით შიშებს სამუდამოდ დაემშვიდობებით. ის დღის მონაკვეთთან ან მთვარის ფაზებთან მიბმული არაა. ეს იმ მომენტში გააკეთეთ, როცა თქვენთვის მოსახერხებელია და ამის საჭიროებას გრძნობთ.

ერთი სუფრის კოვზი სუფრის მარილი მარცხენა ხელზე დაიყარეთ და მუშტი შეკარით. წარმოიდგინეთ, რომ მარილის ნაცვლად ხელში თქვენს შიშს და ორჭოფობას უჭერთ. იგრძენით, როგორი ეკლიანი და მერყევია. როგორ მცირდება ხელის ზეწოლის ქვეშ. ასე საკუთარ შეგრძნებებთან 5-7 წუთი გაჩერდით.

შემდეგ ქუჩაში გადით. იპოვეთ ადგილი, სადაც ხალხი არაა და არავინ ხელს არ შეგიშლით. კიდევ ერთხელ თქვენი შიში ნათლად წარმოიდგინეთ. თქვენში და თქვენს გულში გაატარეთ. წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი 1 მუჭა მარილში კონცენტრირებულია.

შემდეგ თქვით: „ეს მარილი ჩემი შიშია, ჩემი ტკივილი. ქარს ვატან, ჩემგან ვუშვებ“. მარილი ქარის მიმართულებით გადაყარეთ. ნახეთ, როგორ გაიფანტება მარილი ქარზე და თქვენი ცხოვრებიდან გაქრება. მასთან ერთად თქვენი შიში და დაურწმუნებლობა გაქრება.

ამ რიტუალის შემდეგ ახალ სამსახურზე წინადადება თამამად მიიღეთ. ძალის და თავდაჯერებულობის მატებას იგრძნობთ. ცხოვრებას მარტივად შეცვლით. მოვლენები ისე დალაგდება, როგორც გსურთ. ახლა ახალი ცხოვრებისკენ თამამად მიაბიჯებთ, რომელიც შესანიშნავი პერსპექტივებით და მოვლენებით სავსეა.

გისურვებთ, რომ ყოველთვის თავდაჯერებული და გაბედული იყოთ. სირთულეებს არ შეუშინდეთ. თქვენი კომფორტის ზონა გააფართოვეთ და ცხოვრება გააუმჯობესეთ. ოცნებისა და გეგმისკენ იარეთ. ნებისმიერი სირთულე ხომ გვაძლიერებს და ყოველი ახალი გამარჯვება გვაბედნიერებს.

Advertisement