Connect with us

ჯანმრთელობა

მხედველობის აღდგენა ნორბეკოვის მეთოდით. მისი წყალობით ათასობით ადამიანმა სათვალე სამუდამოდ დაივიწყა

მირზაკარიმ ნორბეკოვი – ადამიანი, რომლის წყალობით მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრმა ადამიანმა მხედველობის აღდგენა და სათვალის სამუდამოდ დავიწყება შეძლო. მისი მეთოდის მთავარი პრინციპი ფსიქოლოგიური გათავისუფლებაა, რომ ადამიანმა თავი სუსტად, ავადმყოფად, დაუცველად და თავდაუჯერებლად აღარ იგრძნოს.

ვერ ვიტყვით, რომ მხედველობის აღდგენის ეს მეთოდი მხოლოდ თვითჰიპნოზს ეფუძნება. ნორბეკოვმა შეიმუშავა რიგი ვარჯიშები, რომლებიც ახლომხედველობის, შორსმხედველობის და ასტიგმატიზმის მკურნალობისას შესანიშნავ შედეგებს იძლევა.

აი, ისეთი დაავადებების განკურნებას, როგორიცაა კატარაქტი და გლაუკომა, მხედველობის ნერვის ატროფია და მაკულოდისტროფია, არ უნდა ელოდოთ, თუმცა ავტორი მხედველობის ორგანოს ასეთი დაზიანების დროსაც თავისი სისტემის ეფექტურობის დამტკიცებას ცდილობს.

ნორბეკოვის მეთოდით თვალის ვარჯიშების შესრულებისას კუნთების კორსეტის შენარჩუნება აუცილებელია: გასწორებული მხრები, სწორი ზურგი. ყველაფერი ღიმილით და დადებითი ემოციებით გააკეთეთ.

თვალის ვარჯიში ნორბეკოვის მეთოდით

ვარჯიში № 1

თავი სწორად, უკან არ გადახაროთ. თვალები ზემოთ, ჭერისკენ ასწიეთ, ფიქრებით მოძრაობა უფრო შორს, შუბლს ზემოთ, ვერტიკალურად ზემოთ გააგრძელეთ.

ვარჯიში № 2

თავი სწორად, ქვემოთ დაიხედეთ, ფიქრებით ხედვა საკუთარ ყელში გააგრძელეთ.

ვარჯიში № 3

ხედვა მარცხნივ, თითქოსდა მარცხენა ყურის გასწვრივ გადაიტანეთ.

ხედვა მარჯვნივ, თითქოსდა მარჯვენა ყურის გასწვრივ გადაიტანეთ.

ვარჯიში № 4 „პეპელა“

ამ ვარჯიშის შესრულებისას თავის უმოძრაობას ყურადღება მიაქციეთ, მხოლოდ თვალები ატრიალეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ თვალის კუნთები ზედმეტად არ დაიძაბოს და სახის წინ უფრო დიდი გამოსახულების მიღება სცადეთ.

თვალების მოძრაობის თანმიმდევრობა: მარცხენა ქვედა კუთხე – მარჯვენა ზედა კუთხე – მარჯვენა ქვედა კუთხე – მარცხენა ზედა კუთხე.

შემდეგ ვარჯიში საპირისპირო მიმართულებით გააგრძელეთ: მარჯვენა ქვედა კუთხე – მარცხენა ზედა კუთხე – მარცხენა ქვედა კუთხე – მარჯვენა ზედა კუთხე.

ამის შემდეგ თვალები და ქუთუთოები მოადუნეთ და სწრაფად დაახამხამეთ.

ვარჯიში № 5 „რვიანი“

ამ ვარჯიშის შესრულებისას რეკომენდაციები ისეთია, როგორც „პეპლის“ დროს. თვალები ისე ამოძრავეთ, რომ ჰაერში ციფრი 8 ან უსასრულობის ნიშანი მოხაზოთ. ეცადეთ გამოსახულება რაც შეიძლება დიდი იყოს. მოძრაობა მონაცვლეობითი უნდა იყოს, ჯერ ერთი, შემდეგ მეორე მიმართულებით. ვარჯიშის ბოლოს თვალები მსუბუქად დაახამხამეთ.

ვარჯიში № 6

ეს არის ვარჯიში თვალის გარსის ირიბი კუნთისთვის, რომელიც გვერდითი მხედველობის განვითარებას ხელს უწყობს და ახლომხედველობის დროს რეკომენდებულია.

ვარჯიში მშვიდ გარემოში შეასრულეთ ისე, რომ ხელი არაფერმა შეგიშალოთ და არ შეგაშინოთ.

ხედვა ცხვირის წვერზე. შეგიძლიათ თქვენს წინ ხელის თითი ასწიოთ და მას დაჟინებით უყუროთ, თითი ნელ–ნელა ცხვირის წვერს მიუახლოვეთ. ამის შემდეგ მშვიდად იყურეთ, გვერდითა ნივთები დააფიქსირეთ, მაგრამ თვალები არ ამოძრაოთ!

შემდეგ მონაცვლეობით:

ხედვა ცხვირის წვერზე, შემდეგ თქვენს წინ და გვერდებზე, მზერის გადატანის გარეშე. ხედვა ძგიდეზე, შემდეგ წინ და გვერდებზე. ხედვა წარბების შორის წერტილზე, შემდეგ კვლავ წინ და გვერდებზე. ასეთი ვარჯიში თითოეული მიმართულებით 7-8-ჯერ შეასრულეთ.

ერთი წერტილიდან მეორეზე ნაზად გადასვლას დააკვირდით, ვარჯიში და თვალების ხამხამი მონაცვლეობით გააკეთეთ. პოზიტიურ შინაგან განწყობას ყურადღება მიაქციეთ.

ვარჯიში № 7

საჩვენებელი თითები ცხვირის წვერთან მიიტანეთ და მზერა დააფიქსირეთ. შემდეგ ნელ–ნელა ჰორიზონტალურად გვერდებზე გადაიტანეთ: მარჯვენა თვალი მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე დააფიქსირეთ, მარცხენა კი მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე.

თვალების გვერდზე გაწევა არ სცადოთ – მხოლოდ პერიფერიული ხედვა გამოიყენეთ! ეს ვარჯიში რამდენჯერმე გაიმეორეთ. თვალების დასვენება არ დაგავიწყდეთ.

ვარჯიში № 8 „დიდი წრე“

თავი უმოძრაოდ გქონდეთ, თვალებით წრიული მოძრაობა შეასრულეთ: თქვენს წინ უზარმაზარი საათი წარმოიდგინეთ (სჯობს ოქროსფერი), შემდეგ თვალები საათის ისრის მიმართულებით ატრიალეთ, ამის შემდეგ ისრის საწინააღმდეგოდ. ხედვა თითოეულ ციფრზე დააფიქსირეთ.

ეცადეთ კუთხეები არ მოჭრათ – წრე თანაბარი უნდა იყოს. თანდათანობით წრის ზომა გაზარდეთ. სახე ცისკენ მიმართეთ და ვარჯიში გაიმეორეთ. ამის შემდეგ ორი წინა ვარჯიში გაიმეორეთ, მაგრამ დახუჭული თვალებით. ასეთი ვარიანტი თვალის ბროლის მასაჟს ხელს შეუწყობს.

ამ ვიდეოში ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ვარჯიშს უფრო დეტალურად გაეცნობით.

ყურადღება კარგი ხედვის მოლოდინზე გაამახვილეთ და თვალების გახელისას პოზიტიური შედეგის იმედი გქონდეთ!

ნორბეკოვი გირჩევთ ეს ვარჯიშები სამ ეტაპად შეასრულოთ: 1–ლი ეტაპი – ვარჯიშები გახელილი თვალებით შეასრულეთ, შემდეგ დახუჭული თვალებით და ბოლოს გონებრივი გამეორებით.

ეს მეთოდი საკუთარ თავზე გამოცადეთ, რომ სათვალეები სამუდამოდ მოიშოროთ. წარმატების გჯეროდეთ და სასურველ შედეგს ძალიან მალე მიაღწევთ!