Connect with us

ჯანმრთელობა

მწვანილი აფთიაქებსა და ექიმებს ჩაანაცვლებს: 5 მცენარე აბების სანაცვლოდ

მწვანილი მედიკამენტების ნაცვლად:

1. კამა

ითვლება, რომ კამა აფართოვებს სისხლძარღვებს და ამცირებს წნევას. კამის ფოთლები შეიცავს В1, В2, С, РР, Р ვიტამინებს, კაროტინს, ფოლიუმის მჟავას, რკინის, ფოსფორის, კალციუმისა და კალიუმის მარილებს. კამა მდიდარია ეთერზეთებით.

2. ოხრახუში

ეს მწვანილი ყველა არომატულ მწვანილს შორის დედოფლად ითვლება. ოხრახუში ყველაზე პოპულარული და სასარგებლო სანელებელია მსოფლიოში. ნაზი, სასიამოვნო არომატი და ვიტამინების, კალციუმის, რკინისა და ფოსფორის მთელი კომპლექსი მას შეუცვლელ სანელებლად აქცევს მაგიდის  მოსართავად და საუკეთესო კერძების შესაზავებლად.

კალციუმის შემცველობის წყალობით, ოხრახუში უბრალოდ აუცილებელი სანელებელია მათთვის, ვისაც გულისა და საშარდე გზების დაავადებები აქვთ, რამდენადაც კალიუმი ორგანიზმიდან დევნის ჭარბ სითხესა და ნატრიუმს. ოხრახუში სასარგებლოა პაროდონტოზის დროსაც, რადგან ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა.

მწვანილის ფოთლები შეიცავს С, Е, В ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს. მინერალებიდან ოხრახუში კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს, ფტორსა და სელენს შეიცავს. გარდა ამისა, ოხრახუშის შემადგენლობაშია ეთერზეთები, ფლავანოიდები და ინულინი. ოხრახუშს შესანიშნავი კოსმეტოლოგიური გამოყენებაც აქვს – იგი ათეთრებს კანს და აგლუვებს ნაოჭებს, ასევემ გვეხმარება პირიდან უსიამოვნო სუნის გაქრობაში.

3. მწვანე ხახვი

მწვანე ხახვიც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მწვანილია. იგი დიდი რაოდენობით თუთიას შეიცავს, რომლის უკმარისობაც გამელოტებასა და ფრჩხილების მტვრევადობას იწვევს.

მწვანილი აძლიერებს იმუნიტეტს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემებს. მწვანე ხახვი მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით, ამიტომ სასარგებლოა ძვლების გასაძლიერებლად.

4. სალათის ფოთლები

დღეს სალათის ფოთლები ნებისმიერ სუპერმარკეტში იყიდება და სულ უფრო პოპულარულია იმ ადამიანებში, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და კარგი გემოვნება აქვთ. სალათის ფოთლები მდიდარია ცელულოზათი და ალკალოიდებით, რომლებიც სალათის ფოთლებს მომწარო გემოს აძლევს.

სალათი აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, ააქტიურებს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს სისხლის წნევას და გამოაქვს ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინი. სალათი გასახდომი დიეტების შეუცვლელი ნაწილია.

5. ნიახური

ჯანმრთელობისთვის ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლო მწვანილი მთელ დედამიწაზე – ნიახურია. იგი გავლენას ახდენს დაბერების პროცესზე, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და გაშორებთ ჭარბ წონას. საკვებად ნიახურის ყველა ნაწილი ვარგისია. მისი ფესვი მდიდარია მაგნიუმით, კალციუმით, კალიუმით, მარგანეცით, რკინითა და თუთიით. ხოლო მისი ფოთლები მდიდარია კაროტინით, C ვიტამინით, კალციუმისა და ფოსფორის მარილებით. იგი უხდება სადღესასწაულო მაგიდასაც.