ჯანმრთელობა
მწვანე ჩაი, შეიძლება ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობის შემცირების გასაღებად იქცეს!
სურეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელსაც მწვანე ჩაი შეიცავს – დაგვეხმარება იმ ბაქტერიების განადგურებაში რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადები არიან.
მიკრობიოლოგიის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეპიგალოკატეხინს (EGCG) შეუძლია აზტრეონამის გააქტიურება, აზტრეონამი არის ანტიბიოტიკი რომელსაც ისეთი ინფექციების მკურნალობისას იყენებენ, რომელიც Pseudomonas aeruginosa მიერ არის გამოწვეული. ეს უკანასკნელი სერიოზული ინფექციაა, რომელიც ბოლო წლებში ბევრი ძირითადი კლასის ანტიბიოტიკის მიმართ გამძლე გახდა და ახალა მხოლოდ წამლების კომბინაციით იკურნება.
ამ ინფექციების განკურნება თანდათან უფრო რთული ხდება. იმისთვის, რომ EGCG-სა და ეზტრეონამას სინერგიზმი შეეფასებინათ და გაენალიზებინათ თუ როგორ ურიერთქმედებენ ისინი P. aeruginosa-სთან როგორც ინდივიდუალურად ასევე კომბინაციაში მეცნიერებმა ექსტრაკორპორალური ტესტი ჩაატარეს. სურრეის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მათი კომბინაცია გაცილებით ეფექტური იყო P. aeruginosa-ს რაოდენობის შემცირებაში ვიდრე ერთ-ერთი ამ პრეპარატთაგანი.
ეს სინერგიული აქტივობა, ფიზიოლოგიურად Galleria mellonella-ზე (Greater Wax Moth-ის ჭუპრი) დაიტესტა, EGCG-სა და ეზტრეონამას კომბინაციის მიმღებთა სიცოცხლისუნარიანობა გაცილებით მაღალი იყო მათზე ვინც ეს ორი ნივთირება ცალ-ცალკე მიიღო. გარდა ამისა მინიმალური ტოქსიკურობაც არ შეიმჩნეოდა როგორც ადამიანის კანზე ასევე Galleria mellonella-ს ჭუპრებზეც.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ EGCG-მ შეიძლება განაპირობოს აზტრეონამას შთანთქმის გაზრდა P. aeruginosa-ში და ამის ხარჯზე გაზარდოს ბაქტერიების მიმართ გამტარიანობა.
სურრეის უნივერსიტეტის, ვეტერინარული მედიცინის სკოლის უფროსმა მეცნიერ მუშაკმა, წამყვანმა ავტორმა, დოქტორმა ჯონათან ბეთსმა განაცხადა:
“მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მდგრადობა შეაძლოა სერიოზულ საფრთხედ იქცეს მთელი მსოფლიოსთვის. ეფექტური ანტიბიოტიკების გარეშე, სამედიცინო მკურნალობის წარმატება და ეფქტურობა საფრთხის ქვეშ დგება. აუცილებელია სასწრაფოდ შევიმუშავოთ ახალი ანტიბიოტიკები. თუ ნატურალურ პროდუქტებს, ისეთს როგორიცაა EGCG, ლიცენზირებულ ანტიბიოტიკებთან შეთავსებით გამოვიყენებთ, შეაძლოა გაიზარდოს მათი ეფექტურობა (ლიცენზირებულ ანტიბიოტიკების) და სასარგებლო გახდეს ცხოვრების ხანგრძლივობის შენარჩუნებისთვის.
სურრეის უნივერსიტეტის, ვეტერინარული მედიცინის სკოლის, პათოლოგიებისა და ინფექციური დაავადებების კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი რობერტო ლა რაჯონე ამბობს:
“ჯანდაცვის მფოფლიო ორგანიზაციამ Pseudomonas aeruginosa-ს ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხედ დაასახელა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია წარმატებით მოვიცილოთ მსგავსი საფრთხე ნატურალური პროდუქტების ანტიბიოტიკებთან შეთავსებით. ალტერნატიული ანტიბიოტიკების შემდგომმა შემუშავებამ, შესაძლოა მათი კლინიკურ პირობებში გამოყენების საშუალება მოგვცეს. ”
ეს კვლევები ჩატარებულ იქნა ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, გერმანიის ინფექციების კვლევის ცენტრისა და კიოლნის უინივერსიტეტთან თანამშრომლობით.