Connect with us

ჯანმრთელობა

მწვანე ჩაი კარგი აღნაგობისთვის!

აღმოსავლეთში მწვანე ჩაი ყოველთვის მის მუქ სახეობებზე უფრო პოპულარული გახსლდათ. მისი დადებითი თვისებების შესახებ მოყოლა დაუსრულებლად შეიძლება. ეს მცენარე მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით და ყველგან გამოიყენებნ: კულინარიაში, მედიცინაში და კოსმეტოლოგიაში. თუმცა ყველაზე ხშირად მას, ტრადიციულად – სასმელების დასამზადებლად იყენებენ. ცხელ ქვეყნებში ამ მცენარისგან ცხელ სასმელებს ამზადებენ წყურვილის მოკვლისა და ძალების აღსადგენად. ბევრი მეცინიერი აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენელთა ხანგრძლივ სიცოცხლეს სწორედ მწვანე ჩაის აწერს.

როგორ დაგეხმარებათ მწავენ ჩაის ფოთლები გახდომაში

მწვანე ჩაის ეფექტურობა მის მეტაბოლიზმის აჩქარების უნარში იმალება, ეს კი კოფეინის მაღალი შემცველობის წყალობით ხდება. თუ დღეში თუნდაც 1 ჭიქა მწვანე ჩაის დალევთ, თქვენი ნივთიერებათა ცვლა 4%-თ აჩქარდება. ამასთანავე, ცაი ორგანიზმიდან ჭარბ სითხესაც გამოდევნის. საშუალო სიძლიერის ნაყენის რეგულარული მოხმარება აქრობ შეშუპებას.

თუ მწვანე ჩაის ნაყენს გაყინავთ, ამ ყინულის ნატეხების კოსმეტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც შეგეძლებათ. ის არაჩვეულებრივად ატონიზირებს სახის, კისრისა და დეკოლტეს მიდამოებში არსებულ კანს.

იმისთვის, რომ ჩაისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, მსხვილ ფოთლოვანი სახეობა შეიძინეთ და ყველა წესის დაცვით დააყენეთ. აუცილებლად იცოდეთ, რომ გახდომის მიზნით მწვანე ჩაი ახალადუღებულ წყალში არ უნდა დააყენოთ. დასაწყისისთვის მდუღარე წყალი ფაიფურის ჭურჭელს მოავლეთ. ჩაყარეთ მშრალი ფოთლები – 1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა სითხეზე და დაასხით დარცენილი ცხელი წყალი.

დიეტა მწვანე ჩაის საფუძველზე

მწვანე ჩაი გაცილებით ეფექტურია მცენარეულ საკვებთან ერთად. მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და გადაუმუშავებელი მარცვლეული.

შეამცირეთ ცომეულის და ტკბილეულის მირება, აჯობებს საერთოდ გამორიცხოთ ისინი რაციონიდან. ნახშირწყლები ფაფებისა და ბრინჯის სახით უნდა მიიღოთ. ცხოველური წარმომავლობის ცილოვანი საკვები მოხარშული ან მოთუშული სახით უნდა მიიღოთ.
შეამცირეთ მარილისა და რაფინირებული საქრის კიღება.
მწვანე ჩაი შეგიძლიათ შეუზღუდავი რაოდენობით მიიღოთ.

ამ არც ისე რთული რეკომენდაციების შესრულებით, ორგანიზმს გაწმენდთ, მიაჩვევთ მას სწორ საკვებს და ჭარბი წონისგანაც გათავისუფლდებით.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.