Connect with us

სხვა

მცენარე კისტისა და მიომებისთვის! თვისებები რომლის შესახებაც უნდა ვიცოდეთ

მცენარე კლდისვაშლა სუკულენტი და მავალწლოვანი მცენარეა. ხშირ შემთხვევაში მას დეკორატიულ მცენარედ ზრდიან. ის ყველაზე რთულ პირობებშიც კი იზრდება, როგორშიც ვერცერთი სხვა მცენარე ვერ ძლებს, სწორედ ამ თვისებიდან მომდინარეობს მისი ბოტანიკური სახელი Sempervivum რომელიც “უკვდავს” ნიშნავს. მისი გაზრდა სახლშიც იოლად შეიძლება. მას არ ჭირდება მიწის და წყლის დიდი რაოდენობა და არც განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება.

ეს არაჩვეულებრივი, ბუნებრიი სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც ალოეს მსგავსი სამკურნალო თვისებები გააჩნია. შეიცავს ვაშლისა და ფუმარის მჟავებს, მცენარეულ ლორწოს, ცხიმიან ზეთს და კალციუმს.

ხალხურ მედიცინაში ის თავისი ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელი და შარდმდენი თვისებებით არის განთქმული. მას წვენის, ნაყენისა და ჩაის სახით იყენებენ. განსაკუთრებით ხშირად მას რამდენიმე დაავადების დროს იყენებენ, მათ შორის მიომისა და კისტის დროს.

კლდისვაშლა და თაფლი – მიომისა და კისტის დროს

ინგრედიენტები

  • 300 გრამი მთლიანი, მსხვილი და მსუქანი კლდისვაშლას ფოთლები
  • 500 გრამი მაღალი ხარისხის სამყურას თაფლი

მომზადება:

გარცხეთ ფოთლები, მოაშორეთ ზედმეტი წყალი რაიმე რბილი ნაჭრის მეშვეობით და დააქუცმაცეთ ბლენდერში.
ხის ან პლასტმასის კოვზით ურიეთ ნარევსა თაფლს სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
მორევის შემდეგ ის შუშის ქილაში გადაიტანეთ, დაახურეთ თავსახური, გაახვიეთ ფოლგაში ან მუქ ქაღალდში, რათა შუქი არ მოხვდეს და მაცივარში 7 დღით დადგით.
ამ დროის განმავლობაში რეკომენდებულია 2-3-ჯერ მოურიოთ მას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ზედა ნაწილი გასქელდება.
ინგრედიენტების ამ რაოდენობით 1 ლიტრი ნარევი გამოგიათ, რომელიც 20 დრე გეყოფათ.

დოზა:

მიიღეთ სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში:

  • 1 ჩაის კოვზი დილით უზმოზე,მიღებიდან ნახევარი საათი ნურაფერს შეჭამთ.
  • ერთი სუფრის კოვზი სადილსა და ვახშამს შორის. მაგრამ სადილიდან მინიმუმ 2 საათი უნდა იყოს გასული და ვახშმამდე – მინიმუმ ნახევარი საათი იყოს დარჩენილი.
  • 1 სუფრის კოვზი ძილის წინ

მკურნალობის დრო:

მკურნალობის დრო მიომისა და კისტის ზომაზეა დამოკიდებული. მცირე ზომის კისტებისთვის საკმარისი დაახლოებით 20 დღეა, უფრო დიდი მიომების მკურნალობას უფრო დიდი დრო ჭირდება.

საშუალო და დიდი მიომების მკურნალობის დრო 3 თვეა. განსაკუთრებით თუ შენიშნავთ, რომ მიომა შემცირდა – 2 კვირიანი შესვენება გააკეთეთ და მკურნალობა 3 თვემდე ვადით განაგრძეთ.

უკეტესი სამკურნალო ეფექტისთვის, ჭინჭრის ჩაი მიირთვით ყოველდღე. ეს სისხლის გაწმენდას უწყობს ხელს.

უკუჩვენებები ამ წამალს ძალიან იშვიათად აქვს. უკუჩვენებას ძირითადად ხშირი შარდვა და დიარეა წარმოადგენენ. უფრო იშვიათია ღებინება და გულის რევის შეგრძნება. ეს წამალი რეკომენდებული არ არის თაფლის ალერგიის მქონეთათვის, ორსულებისა და ძუძუთი მკვებავებისთვის, დიაბეტიანებისთვის.

ეს ხალხური საშუალება დეტოქსიკაციისა და ორგანიზმის გაწმენდვისთვის გამოიყენება – მიიღეთ დილა-საღამოს თითო სუფრის კოვზი.

ეს რეცეფტი მეტაბოლიზმის მატებისთვისაც გამოგადგებათ, გაგიმაგრებთ იმუნურ სისტემას, არეგულირებს წნევას და ხსნის ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებით გამოწვეულ სიმპტომებს.

ფოთოლს რაც უფრო მეტი წვენი აქვს მით უფრო სასარგებლოა. მისი ქიმიური თვისებები გაყინვის შემდეგაც არ იცვლება, ამიტომ მისი შენახვა საყინულეშიც შეგიძლიათ.