ჰოროსკოპი
მშვილდოსანს – თავგადასავლების მოყვარული, კუროს – საიმედო ზურგი: რა ვეძებოთ პარტნიორში
აღიარეთ: გაცნობის საიტებზე მის ზოდიაქოს ნიშანს აკვირდებით? „არა, ვერძი ზედმეტად ჯიუტია, ვერ შევეწყობი“. მოკლედ, დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რა უნდა ეძებოთ პარტნიორში მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელი თვისებები გჭირდებათ.
ვერძს მასავით ენერგიული ადამიანი სჭირდება
ვერძს დაუოკებელი ენერგია აქვს, რაც ზოგჯერ ძალიან ბევრია. ეს თავადაც იციან, ზოგჯერ მათთვისაც ბევრია. ვერძი სხვა ცეცხლოვან ნიშანს კარგად ეგუება. მაგალითად, ლომი საკმაოდ ცეცხლოვანია, რომ ცეცხლოვან მეგობარს არ ჩამორჩეს. ალბათ, ერთადერთი ნიშანია, რომელსაც ვერძთან კონკურენცია შეუძლია.
მშვილდოსანიც კარგი წყვილია – მას თავგადასავლები უყვარს და ვერძს უფსკრულში არ ჩააგდებს.
კუროს საიმედო ზურგი სჭირდება
კუროს უბრალოდ ფუფუნებაში ბანაობა სურს თავის უზარმაზარ, საიმედო სახლში ბუხრით და ბეღლით. მისთვის იდეალურია სახლში ყოფნის მოყვარული პარტნიორი კარგი გემოვნებით. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა დელიკატური და კარგად აღზრდილი კირჩხიბი. კირჩხიბი და კურო, ორივე ჩაკეტილები არიან, მაგრამ ეს ჰარმონიული კავშირის შექმნაში ხელს არ შეუშლით.
კურო თავისი შრომისმოყვარეობით ცნობილია, ამიტომ იგივე თხის რქა, ორგანიზებული პიროვნება, რომელსაც 12 საათიანი სამუშაო დღის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მისთვის შესაფერისია.
ტყუპებს სოციალური ინტელექტუალი სჭირდება
ტყუპებს უსაქმური და მოლაყბე ადამიანი არ გამოადგება. მას სჭირდება ჭკვიანი პარტნიორი, რომელიც მზად იქნება ერთ ღამეში ჭიქა ღვინოსთან ასობით თემა განიხილოს. თანამოსაუბრედ გამოადგება სასწორი, რომელიც ინტენსიურ დებატებში იფურჩქნება და საკმაოდ სოციალურია. ტყუპები და სასწორი ერთად ივლიან მოდის გალერეებსა და მიწისქვეშა როკ კონცერტებზე.
მეორე მხრივ, ტყუპების საპირისპირო, მარტივ და მშვიდ მშვილდოსანსაც მისთვის ბრძოლა შეუძლია.
კირჩხიბს მეორე ნახევარი სჭირდება
კირჩხიბს ვინმეზე მინდობა უჭირს. ეს წყლის ნიშანი ძალიან მგრძნობიარეა და უბრალოდ თავის მყარ გარსში იმალება, საიდანაც რთულია ამოიყვანოთ. კირჩხიბს სჭირდება არა უბრალოდ ერთგული პარტნიორი, არამედ პარტნიორი, რომელიც თავისი ერთგულების დამტკიცებით არ დაიღლება. მორიელი ან თევზები მისთვის კარგი პარტნიორია – ისინი არავერბალურ სიგნალებს ადვილად კითხულობენ.
ყველასთვის მოულოდნელად, კიდევ ერთი შესაფერისი წყვილი თხის რქაა – მას უსაფრთხო და კომფორტული ატმოსფეროს შექმნა შეუძლია, მისი პირდაპირობა კი პატიოსნებაში არ დაგაეჭვებთ.
ლომს ენერგიული დამხმარე სჭირდება
ლომი ბუნებით მსახიობია და იფურჩქნება მაშინ, როცა სხვებს ხიბლავს. ლომს ვინმე ნათელი, ენერგიული, მაგრამ ამასთან ისეთი ადამიანი სჭირდება, ვინც მზადაა მეორეხარისხოვან როლში დარჩეს და ლომის დიდების სხივში დაიმალოს. მერწყული კარგი არჩევანია, რადგან ვინმესთვის სცენის დათმობის პრობლემა არ აქვს. ამასთან წვეულების სული საშუალებას მისცემს, რომ ლომს არ ჩამორჩეს. მოკლედ, ამ წყვილს დილამდე გართობა შეუძლია.
მძიმე დროს ლომს სჭირდება ვინმე, ვინც მის მყიფე ეგოს გამოკვებავს და ამ სიტუაციაში ვერძი იდეალური გულშემატკივარია.
ქალწულს საიმედო, ჭკვიანი პარტნიორი სჭირდება
ქალწული ერთ–ერთი ყველაზე ჭკვიანი ნიშანია და მას სჭირდება პარტნიორი, ვისთანაც არ მოიწყენს. მოწყენილობა ქალწულს კლავს, ხოლო ქალწული კლავს მათ, ვისთანაც მოწყენილია. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს ღრმა ანალიტიკური აზროვნება აქვს, მაგრამ ამავდროულად მიწიერი და ოჯახში ყოფნის მოყვარულია. სწორედ ამიტომ, წყლის ნიშნებთან, როგორიცაა კირჩხიბი, ურთიერთობა უჭირს.
აი, მიწის ნიშნებთან, როგორიცაა თხის რქა კარგ დუეტს ადვილად შექმნის. თხის რქა ჭკვიანია და ლოგიკურად აზროვნებს.
სასწორს სჭირდება ის, ვინც მის სიყვარულს გამოისყიდის
არც მეტი, არც ნაკლები. სასწორი წყვილში, ჰარმონიასა და ბალანში იშლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იყოყმანებს და იორჭეფებს. საკმაოდ მომთმენია, მაგრამ მუდმივად თავზე ხელი უნდა გადაუსვათ.
საერთოდ ბევრ ზოდიაქოს ნიშანს ადვილად ეწყობა, მაგრამ ტყუპებთან ყველაზე ჰარმონიულ კავშირს ქმნის. მასთან ერთად მუზეუმებში სიარული და ჭკვიანური საუბრების გამართვა მაგარია.
მორიელს ერთგული თანამგრძნობი სჭირდება
მორიელი შინაგან სიმშვიდეს იცავს, ამიტომ სჭირდება პარტნიორი, ვისთანაც თავდაჯერებულობას იგრძნობს – ის, ვისაც მისი აზრების და ემოციების დაღეჭვა არ სჭირდება.
მორიელი პირად ცხოვრებას აფასებს და განმარტოებისკენ მიდრეკილება აქვს. კუროსთან კარგ დუეტს შექმნის, რომელსაც ასევე უყვარს განმარტოება, მაგრამ უფრო კომფორტული.
მშვილდოსანს თავგადასავლების მოყვარული სჭირდება
მშვილდოსანი ავანტიურისტია, ამიტომ ვიღაც მისი მსგავსი სჭირდება. ცეცხლოვანი ნიშნები გამოადგება: ისინი ტყის ხანძარივით იწვიან. ლომი და ვერძი – მშვილდოსნითვის საუკეთესო პარტნიორები არიან.
სიტყვაზე, მერწყულიც კარგი ვარიანტი შეიძლება იყოს – ორივე ნიშანი თავისუფლებას და დამოუკიდებლობას აფასებს.
თხის რქას მშვიდი ინტელექტუალი სჭირდება
თხის რქა შრომისმოყვარე და კარიერისტია. ასეთი კომბინაცია პარტნიორს საშუალებას არ აძლევს, რომ თხის რქის ყურადღება მიიპყროს. ამ ნიშანს ისეთი პარტნიორი სჭირდება, რომელიც მის ამბიციებს ხელს შეუწყობს და მისწრაფებებს გაუმკლავდება. კურომ იცის, როგორ უზრუნველყოფს მყუდროება და კომფორტი. თხის რქა ამას აფასებს და თავად საიმედო ზურგს აჩუქებს.
მერწყულს კეთილი მეამბოხე სჭირდება
მერწყული ალტრუისტია. მას ერთი დღის გატარებაც არ შეუძლია ისე, რომ სხვებს არ დაეხმაროს. ამასთან თავისუფლებას აფასებს, ამიტომ ნებისმიერ წესს ეჭვქვეშ აყენებს. ეს მოხეტიალე და გიჟი, შეშლილი მეცნიერი და სამყაროს მხსნელია.
მას სჭირდება ვინმე მსუბუქი და უზრუნველი, მაგალითად, სასწორი, რომელიც მის ენერგიას დააბალანსებს.
თევზებს სჭირდება ის, ვინც გამოაფხიზლებს
ამ მეოცნებე ნიშნის პრობლემა ისაა, რომ ისეთი პარტნიორი სჭირდება, ვინც ზეციდან მიწაზე დააბრუნებს. იდეალური „თევზის“ ნახევარი ქალწულია. მკაცრი ანალიტიკოსი, რომელიც ყოველ ჯერზე თევზებს ქამრის მოჭერას, მაღაზიებში წასვლას და დროულად დაძინებას შეახსენებს.
თევზები გენიალურ იდეებს მოიგონებენ, ხოლო ქალწული კი ფარულ რისკებს მოძებნის. თევზებთან ცხოვრებას კირჩხიბი და მორიელიც თავს გაართმევს.