თავის მოვლა
მშვენიერი კლეოპატრას სილამაზის საიდუმლო. გაახალგაზრდავდით და დაიკელით წონა უკვე პირველი პროცედურის შემდეგ
ეგვიპტელი დედოფალი ნამდვილ ლეგენდად სიცოცხლეშივე იქცა. მისი საოცარი ქარიზმისა და სილამაზის შესახებ ჩანაწერებმა ჩვენს დრომდე მოაღწია. გადმოცემების თანახმად, ყველა ადამიანი, რომელსაც დედოფლის პირადად ნახვის საშუალება ეძლეოდა, იმდენად იხიბლებოდა კლეოპატრას სილამაზით, რომ მისი ნებისმიერი სურვილისა და ბრძანების შესრულებაზე თანახმა იყო. მართალია, საოცარი ქარიზმა დედოფალს დაბადებიდანვე მოსდევდა, თუმცა ის თავის სიალამაზეს საკუთარ გამაახალგაზრდავებელ საშუალებებს უმადლოვდა.
კლეოპატრას სპეციალური აბაზანა, რომელსაც ის რეგულარულად იყენებდა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. რძე, რომელიც ასეთი აბაზანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში, ამარაგებს ჩვენს უჯრედებს მკვებავი ნივთიერებებითა და მინერალებით, სტიმულირებს მეტაბოლიზმს და ხელს გვიწყობს წელის გარშემოწერილობის შემცირებაშიც კი. განსაკუთებით სასარგებლოა ეს აბაზანა მშრალი კანის მქონე ადამიანებისთვის.
კლეოპატრას სპეციალური აბაზანა
თქვენ დაგჭირდებათ:
- ნახევარი ჩაის ჭიქა სიმინდის სახამებელი
- 2 ჭიქა მშრალი რძე
- ნახევარი ჭიქა საჭმელი სოდა
- 10 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
კლეოპატრას აბაზანის მოსამზადებლად, მინის ქილაში შეურიეთ ერთმანეთში მშრალი რძე, სახამებელი და სოდა. კარგად გადაურიეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაამატეთ მასაში ლავანდის ეთერზეთი. მინის ქილა დააყოვნეთ ბნელ და გრილ ადგილას 24 საათით.
აბაზანის ავსების დროს ცხელ წყალში ჩაამატეთ 1 ჭიქა მშრალი ნარევი. მოდუნდით და მაქსიმალურად ისიამოვნეთ რძის აბაზანით. თუ გსურთ, რომ კანი კიდევ უფრო რბილი, გლუვი და ნაზი გახდეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ კლეოპატრას სკრაბი. კანის შესაბამის მონაკვეთზე წაისვით 200 მლ ცხიმიანი კარაქისა და 200 გრამი წვრილად დაფქული ზღვის მარილის ნაზავი. თითის ბალიშებით იკეთეთ მსუბუქი მასაჟი სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში, დაიტოვეთ სამოქმედოდ რამდენიმე წუთით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ რძის ეს საოცარი აბაზანა.
რაც შეეხება სახის კანის მოვლას, ამ მიზნისთვის დედოფალი კლეოპატრა მარტივი ნიღბით სარგებლობდა. მის მოსამზადებლად საკმარისია, შეურიოთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით თხევადი ნატურალური თაფლი და თბილი რძე. მზა მასა თხელ ფენად გაინაწილეთ სახის კანზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კლეოპატრა – ლამაზი და წარმატებული ქალბატონის ნათელი მაგალითი, რომლისთვისაც ყველაზე ძლიერი და უფლებამოსილი მამაკაცების გულის დაპყრობაც კი არ წარმოადგენდა პრობლემას. გახსოვდეთ, სილამაზე საკმაოდ ძლიერი იარაღია, რომელიც არაერთი მიზნის მისაღწევად წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. აუცილებლად იხელმძღვანელეთ ამ ინფორმაციით და გაუზიარეთ სტატია დაქალებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!