Connect with us

სხვა

მფრინავი ლიმონი: ქილაში დაკიდეთ და 5 დღე შეინახეთ

ციტრუსი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მისი წვენი შეიცავს ეთერზეთს, რომელიც სასმელებს და დესერტებს გემოს უკეთესობისკენ უცვლის. მისი წვენი ვიტამინებით მდიდარია.

თუ წვენის დაწურვა და უბრალოდ ნაჭრების გამოყენება მოგბეზრდათ, Alltime.ge–ს რედაქცია საინტერესო რეცეპტებს გთავაზობთ, თუ როგორ გამოიყენოთ ლიმონი და სხვა ციტრუსი კულინარიასა და საოჯახო საქმეებში.

კულინარიული ხრიკები

ლიმონის ცედრა შესანიშნავი არომატული სანელებელია. თუ ლიმონის ცედრას დაუმატებთ მარილს, შავ წიწაკას, ხმელ ნიორს და კურკუმას მიიღებთ ნარევს, რომელიც თევზს და ხორცს ძალიან უხდება.

თუ შინაურული ცუკატების მომზადება გსურთ, ლიმონის ქერქი შაქრის სიროფში მოხარშეთ, შემდეგ გააშრეთ. ძალიან არ გაახმოთ, რადგან ცუკატების დაღეჭვა სასიამოვნოა.

ლიმონის ცედრა ზეითუნის ზეთის გემოს აუმჯობესებს. ზეთს ლიმონი დაუმატეთ და ბნელ, გრილ ადგილას 2 კვირით შეინახეთ. ყოველდღე ბოთლი შეანჟღრიეთ. ვადის გასვლის შემდეგ ზეთი გადაწურეთ, ლიმონის ნარჩენები გადაყარეთ. ზეთის გემო გამდიდრდება. სალათებისთვის იდეალურია.

ყინულში გაყინული ლიმონის ნაჭრები ცივ სასმელებს იდეალურად უხდება. ეს გემრიელიცააა და ლამაზიც, განსაკუთრებით ყინულის ლღობის დროს.

თუ გსურთ ლერწმის შაქარი ნესტისგან დაიცვათ, მის გვერდით ლიმონის ცედრა შეინახეთ. თუ ლიმონის წვენს გადაჭრილ ბანანს ან ვაშლს მოასხამთ, ხილი აღარ გაშავდება.

საოჯახო ხრიკები

ლიმონის წვენი ქრომირებულ ზედაპირს (ონკანი, ნიჟარა, საშხაპე) კარგად წმენდს.

თუ ფუნჯის გაუხეშებული ჯაგრისის გაწმენდა გსურთ, უბრალოდ ლიმონმჟავას ხსნარში აადუღეთ. ასე ძველ საღებავს წამებში მოაშორებთ. ახალი ფუნჯის ყიდვა არ მოგიწევთ.

ფანჯრის მინის გასაწმენდად 2 ს/კ ლიმონის წვენი 1 ჭიქა წყალში გააზავეთ. გამოყენების შემდეგ მინა იბრწყინებს!

ლიმონის სუნს ჭიანჭველები, ტარაკნები და რწყილები ვერ იტანენ. თუ მათი მოშორება გსურთ, ზედაპირები და კუთხეები ლიმონის წვენით გაწმინდეთ. ასე სასიამოვნო ბონუსად ჰაერი გაჯანსაღდება.

ლიმონის წვენი ბინძურ მაცივარში სასიამოვნო სუნს დააბრუნებს. ყველაფერი იმიტომ, რომ ყველაზე მძაფრ და უსიამოვნო სუნებს იწოვს. ეს ზაფხულში განსაკუთრებით მოსახერხებელია. ლიმონის წვენით საჭრელი დაფაც შეგიძლიათ გაწმინდოთ.

დანას ნადები რომ მოაშოროთ, ზედაპირი ლიმონის წვენით და ზღვის მარილით გაწმინდეთ. ასე კვლავ ახალივით იპრიალებს.

გაზქურას ცხიმები რომ მოაშოროთ, გადაჭრილი ლიმონი წაუსვით ისე, რომ ცოტა წვენი ზედაპირზე დარჩეს. ახლა სოდა დაუმატეთ და გააჩერეთ. ცხიმი დაიშლება და შეგიძლიათ ნარჩენები ჩვრით გადაწმინდოთ.

თანაბარი პროპორციით შერეული ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი ავეჯს აპრიალებს. რამდენიმე წუთით მაგიდა ან კარადა გადაწმინდეთ. ნაკაწრები არ იქნება!

სასარგებლო რეცეპტები

ლიმონის ცედრა ქილაში ჩაყარეთ და მაცივარში შეინახეთ. ასე შენახვას უფრო დიდი ხნით შეძლებთ. ლიმონი შეათბეთ და გაწურეთ. დამტკიცებულია, რომ თბილი ლიმონიდან 20–ჯერ უფრო მეტი წვენი გამოდის. წვენი შეგიძლიათ ყინულის კუბებში გაყინოთ და საჭიროების შემთხვევაში დესერტებში, სალათებსა და ცივ სასმელებში გამოიყენოთ. დარჩენილი ლიმონი ჭუჭყიან მიკროტალღურ ღუმელში შეათბეთ, რომ ორთქლი გამოვიდეს. ახლა მიკროტალღური ღუმელი შიგნიდან გაწმინდეთ და ახალივით გახდება.

ტკბილეულის მოსამზადებლად ლიმონი რგოლებად დაჭერით, ზემოდან შაქარი და ყავა მოაყარეთ. მჟავე, ტკბილი და მწარე გემოების შერევით საინტერესო ეფექტს მიიღებთ.

თუ გსურთ მოდუნდეთ და გრილი სასმელი მიირთვათ, ლიმონი ქილაში დაკიდეთ. ქილა ნახევრამდე ძლიერი ალკოჰოლური სასმელით გაავსეთ. 5 დღეში ლიმონი მთელ არომატს სასმელს გადასცემს. ასეთი მფრინავი ლიმონით გემრიელ ალკოჰოლურ სასმელს მიიღებთ.

ამ უბრალო ციტრუსიდან მრავალი საინტერესო და სასარგებლო რამ შეიძლება გაკეთდეს. თქვენ როგორ იყენებთ ლიმონს?

Advertisement