Connect with us

ჰოროსკოპი

მფარველ ანგელოზს სპეციალურ დროს მიმართეთ, რომ დახმარება მიიღოთ

ითვლება, რომ ყველა მშვენიერ ადამიანს ჰყავს არა ნაკლებ კარგი და ძლიერი მფარველი ანგელოზი, რომელიც სხვადასხვა უსიამოვნებისგან იცავს. უხილავი მცველი რთულ წუთებში საშველად თავად მოდის.

თუმცა სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ არის დროის გარკვეული მონაკვეთი, როცა ადამიანს შეუძლია მფარველ ანგელოზს თხოვნით მიმართოს. ის ეცდება დაგეხმაროთ, თუ თხოვნით გულში რწმენით და სწორ დროს მიმართავთ.

ძლიერი მფარველი ანგელოზი

როდის იქნება შესმენილი ლოცვა 2023 წლის მაისში? ყოველდღე შესაფერისი დრო იცვლება. მასთან ერთად მფარველ ანგელოზთან „გულითადი საუბრის“ თემაც იცვლება. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, რომ შესაბამისი მიმართვისთვის წინასწარ მოემზადოთ.

მაისის პირველი დეკადა

პირველ მაისს 8:12–დან 8:55 საათამდე ანგელოზს სთხოვეთ, რომ ბედნიერი ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები მოგაშოროთ. მეორე დღეს 9:15–დან 9:45–მდე ჯანმრთელობისა და ყველა უსიამოვნებისგან დაცვისთვის ილოცეთ. უკვე 3 მაისს 10:10–დან 10:48 საათამდე ითხოვეთ, რომ უმაღლესმა ძალებმა გაჩუქოთ ჰარმონია, რომელიც სულელურ განცდებს მოგაშორებთ.

4 მაისი შესაფერისია, რომ მფარველ ანგელოზს ფინანსური კეთილდღეობა სთხოვოთ. საუკეთესო დროა 10:25–დან 11:10 საათამდე. მეორე დღეს უნდა ილოცოს მათ, ვისაც მარტოობისგან გათავისუფლება და მეორე ნახევრის პოვნა სურს. თან ლოცვა საკმაოდ ადრე 7:45–დან 8:25 საათამდე უნდა წარმოთქვათ. უსიამოვნო ხალხისგან დაცვა 6 მაისს 11:13–დან 11:42 საათამდე სთხოვეთ.

თუ მავნე ჩვევები გაწუხებთ, მათგან თავის დაღწევაში დახმარება 7 მაისს 10:45–დან 11:32 საათამდე ითხოვეთ. რთულ საქმეში დახმარება 8 მაისს 8:15–დან 8:55 საათამდე ითხოვეთ.

აღსანიშნავია, რომ 9 მაისი შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ ცუდი საქციელისთვის ბოდიში მოიხადოთ. საუკეთესო დროა 6:45–დან 7:25 საათამდე. 10 მაისი შესაფერისია, რომ სევდა და ცუდი ფიქრები მოიშოროთ. მხარდაჭერა 10:16–დან 10:42 საათამდე პერიოდში ითხოვეთ.

მაისის მეორე დეკადა

11 მაისს მფარველი ანგელოზი საქმეში წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებათ, თუ 8:30–დან 8:55 საათამდე მიმართავთ. 12 მაისს 9:35–დან 10:15 საათამდე შესაფერისი დროა, რომ დაავადებებისგან დაცვა გულწრფელად ითხოვოთ. 13 მაისს 6:32–დან 7:11 საათამდე მფარველ ანგელოზს დამატებითი იღბლისთვის მიმართეთ. მეორე დღეს 11:07–დან 11:46 საათამდე მფარველ ანგელოზს მიმართეთ, თუ პრობლემებში ჩაიძირეთ და მათგან თავის დაღწევა გსურთ.

15 მაისს 10:25–დან 11:15 საათამდე ქალური ბედნიერება შეგიძლიათ შესთხოვოთ. მეორე დღეს 7:12–დან 7:42 საათამდე უნდა ილოცოს მან, ვისაც ახლობლებთან წვრილმანებზე კამათის შეწყვეტა სურს. 17 მაისს მფარველ ანგელოზს მადლობა გადაუხადეთ ყველა საოცარი საქმისთვის, რომელიც გააკეთა. ამისთვის შესაფერისი დროა 20:15–დან 20:55 საათამდე.

18 მაისს 7:50–დან 8:25 საათამდე მფარველ ანგელოზს სთხოვეთ ბავშვების დაცვა, რომ მათ უსიამოვნებებმა გვერდი აუაროს. 19 მაისს 10:12–დან 10:45 საათამდე მფარველ ანგელოზს დაუკავშირდით, თუ შორეულ გზაზე დახმარება გჭირდებათ. 20 მაისს 9:16–დან 10:05 საათამდე ილოცეთ, თუ ფინანსური კეთილდღეობის მიღება გსურთ.

მაისის მესამე დეკადა

21 მაისს 8:25–დან 9:15 საათამდე ანგელოზს მიმართეთ, თუ მხარდაჭერის მიღება, ცდუნებისა და ცოდვილი აზრებისგან დაცვა გსურთ. 22 მაისს 18:15–დან 18:57 საათამდე ილოცეთ, თუ სიყვარულის პოვნა გსურთ. 23 მაისს 7:12–დან 8:10 საათამდე თითქმის ერთი საათი გაქვთ, რომ მფარველ ანგელოზს მოშურნეებისა და არაკეთილმოსურნეების მოშორება სთხოვოთ.

24 მაისს 20:14–დან 21:01 საათამდე ღამის კოშმარებისგან გათავისუფლება შეგიძლიათ სთხოვოთ. მეორე დღეს 10:55–დან 11:38 საათამდე ყველა გამოცდის წარმატებით ჩაბარებაზე ილოცეთ. ასევე შეგიძლიათ ითხოვოთ სწავლასთან დაკავშირებული ყველა სხვა უსიამოვნების მოშორება. 26 მაისს დილით 6:45–დან 7:32 საათამდე სიღარიბისგან დაცვა სთხოვეთ.

27 მაისს ორსულებმა მფარველი ანგელოზისადმი 8:45–დან 9:38 საათამდე გულწრფელად უნდა ილოცონ. 28 მაისს 8:25–დან 9:15 საათამდე ბნელი ძალებისგან დაცვა შეგიძლიათ სთხოვოთ. მეორე დღეს მფარველ ანგელოზს გაუზიარეთ თქვენი სანუკვარი გეგმა და მის განხორციელებაში დახმარება სთხოვეთ. ამისთვის 18:45–დან 19:25 საათამდე შესაფერისი დროა.

თუ რაღაც მნიშვნელოვანი დაკარგეთ და ვერ პოულობთ, 30 მაისს 8:43–დან 9:35 საათამდე მფარველ ანგელოზს მის პოვნაში დახმარება სთხოვეთ. 31 მაისს 8:28–დან 9:12 საათამდე ილოცეთ, რომ თქვენი ცხოვრების მიზანი ადვილად იპოვოთ.

რა თქმა უნდა, გულწრფელ ლოცვას ნებისმიერ დროს დიდი ძალა აქვს, მაგრამ თუ ძლიერ სიტყვებს ძლიერ მომენტს შეურჩევთ, შთამბეჭდავ ეფექტს მიიღებთ. სწორედ ამიტომ, მაისის სია შეინახეთ, რომ არ დაკარგოთ, და სასიკეთოდ გამოიყენეთ.

Advertisement