თავის მოვლა
მუცლის არეში ცხიმის დასაწველად ეს მწვანე სმუზი მოამზადეთ!
ცდილობთ დაგეგმილ წონას მიაღწიოთ ან უბრალოდ დილის სასიამოვნოდ დაწყება გინდათ?! ამ სმუზიში ხუთი უბრალო, მაგრამ შესანიშნავი ინგრედიენტი შედის, რომლებიც მას იდეალურად აქცევენ დილის დაწყებისთვის! იმისთვის, რომ ცხიმი დაწვათ, დილა ამ სმუზის გამოყენებით დაიწყეთ და შედეგსაც მალე დაინახავთ!
ის დაგეხმარებათ თავი დანაყრებულად და კმაყოფილად იგრძნოთ.
ეს სმუზი სწრაფად მზადდება, შეიცავს ბოჭკოს, ცილებს და საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც შიმშილის მოკვლასა და მუცლის არეში არსებული ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ!
ინგრედიენტების მუცლის არეში ცხიმის წვისთვის
სელის თესლი მდიდარია ბოჭკოთი, რომელიც თავს დანაყრებულად გაგრძნობინებთ. თუ ბოჭკოს შემცველ საკვებს რეგულარულად გამოიყენებთ, მოიშორებთ ტოქსინებს და მავნე საჭმლის ჭამის სურვილიც გაგიქრებათ.
მოცვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით რომლებიც სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება ორგანიზმს, ის ასევე მდიდარია C ვიტამინითაც. შეიცავს ბოჭკოს.
ბანანი – კიდევ ერთი ხილი უამრავი უპირატესობით. ის შეიცავს კალიუმს, რომელიც სისხლის წნევას დაბლა წევს. ასევე დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაუმჯობესებაში და დიდ ხნით დაგანაყრებთ.
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბანანის სუნი ამცირებს ჭამის სურვილს. გასაოცარია, რომ ამ ხილის სუნიც კი გეხმარებათ ჭარბი კვებისგან თავი შეიკავოთ!
კოჭა, როგორც 2012 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, მნიშნელოვან გავლენას ახდენს დანაყრების შეგრძნებაზე, ასევე ამცირებს შიმშილის დონეს.
ითვლება, რომ კოჭაში არსებული აქტიური ნივთიერებები ზემოქმედებენ ჩვენს ნივთიერებათა ცვლაზე. ის ასევე აშორებს გულისრევის შეგრძნებასა და მჟავიანობას.
ისპანახი მდიდარია საკვები ნივთიერებებით, ისეთით როგორიცაა ვიტამინი A და C, ფოლიუმის მჟავა, მაგნიუმი და ვიტამინი K. მნიშვნელოვანია ეს საკვები ნივთიერებები რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მიიღოთ.
ეს ვიტამინები არამარტო გეხმარებიან ძვლების გამაგრებაში, არამედ აუმჯობესებენ მხედველობას.
რჩევა: შეგიძლიათ გაყინული ისპანახი მიირთვათ, თუ გსურთ მისი ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივება და საკვები ნივთიერებების შენარჩუნება.
ბანანისა და კოჭას სმუზი მუცლის არეში ცხიმის დასაწველად
- 2 სუფრის კოვზი დაფხვნილი სელის თესლი
- 1/2 ჭიქა გაყინული მოცვი
- მწიფე ბანანი
- ცოტა გახეხილი, კოჭას ახალი ფესვი (რაოდენობა თქვენი გემოვნებით, მაგრამ გახსოვდეთ: სასარგებლოა ყველაფერი რასაც ზომიერად გამოიყენებთ!)
- 1/2 ჭიქა ისპანახი
- ჭიქა წყალი
დამატებით: ცილის რაოდენობის გაზრდისთვის დაუმატეთ 1-2 ჩაის კოვზი სპირულინას ფხვნილი.
ჩადეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში.
აურიეთ სანამ სასურველ კონსისტენციას არ მიიღებთ!
ამ სმუზის ბოჭკოს მაღალი შემადგენლობა აქვს, შედეგად ის ამცირებს მადას და ეფექტურია საჭმლის მონელებისთვის.
საკვები ნივთიერებები ამ სმუზის მრავარიცხოვანი უპირატესობებით ამკობენ, მათ შორის არაჩვეულებრივი გემოთი!