კულინარია
მურაბა „ველური ხურტკმელი“ ციტრუსით ხარშვის გარეშე
ჩემს ოჯახის წევრებს ხურტკმელის მურაბა ფორთოხლით ძალიან უყვართ. ის ხომ ასეთი არომატული და გემრიელია!ფორთოხალი და ლიმონი მურაბას ფერს, ციტრუსის გემოს და არომატს მატებს. ზამთარში მურაბის გახსნისას ზაფხულის სუნი და ფერები პირდაპირ ქილიდან ხტება და სითბოსა და მზეზე სასიხარულო მოგონებებს გვახსენებს.
დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ „ცივი“ მურაბა ხურტკმელით და ციტრუსით. ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება!
ხურტკმელის მურაბა ფორთოხლით
ინგრედიენტები:
- 1 კგ ხურტკმელი
- 1 ფორთოხალი
- 1,5 კგ შაქარი
- 1 ლიმონი
მომზადება:
1. ლიმონი და ფორთოხალი გარეცხეთ, ჯერ შუაზე, შემდეგ ზოლებად დაჭერით. ციტრუსს კურკები მოაშორეთ.
2. ფორთოხალი და ლიმონი ხორცსაკეპში გაატარეთ.
3. ხურტკმელი გადაარჩიეთ, გარეცხეთ, ყუნწები მოაშორეთ, შემდეგ ხორცსაკეპში გაატარეთ.
4. ქვაბში დაქუცმაცებული ხურტკმელი, ფორთოხალი, ლიმონი ჩაყარეთ, შაქარი მოაყარეთ. შაქრის სრულად გახსნამდე აურიეთ.
5. მურაბა 4 საათით დააყენეთ. სუფთა და მშრალ ქილებში გადაანაწილეთ და სუფრაზე გაიტანეთ. ასეთი მურაბა მაცივარში საკმაოდ დიდხანს ინახება. სურვილის შემთხვევაში, მოხარშეთ და სტერილურ ქილებში ზამთრისთვის შეინახეთ.
6. ესეც ასე, არომატული მურაბა ხურტკმელით, ფორთოხლით და ლიმონით მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ხურტკმელის მურაბა ფორთოხლით და ლიმონით ვიტამინების ნამდვილი საწყობია. ის იმდენად გემრიელი და არომატულია, რომ სიტყვებით ვერ აღვწერთ. აუცილებლად უნდა გასინჯოთ!
დილით პურზე ხურტკმელის მურაბის წასმა და ჩაისთან ერთად მირთმევა ძალიან მიყვარს. კიდევ უკეთესია, თუ ცხელ ზაფხულში დილით ადრე ადგებით, ეზოში ან ვერანდაზე მურაბას, თერმოსით ჩაის გაიტანთ და ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე ისაუზმებთ!