Connect with us

საკითხავი

მტრედი ფანჯარაზე აკაკუნებს: ხალხური რწმენით, კარგი ნიშანია თუ არა

ხალხური რწმენით, ფრინველები უფრო კარგის მომტანია, ვიდრე ცუდის. ნეგატიური ნიშნებიც რიტუალით მარტივად შეგიძლიათ გაანულოთ. დღეს მტრედებთან დაკავშირებულ ცრურწმენებზე ვისაუბრებთ. ამ ჩიტს აივანზე ან ფანჯრის რაფაზე ერთხელ მაინც ყველა ხედავს.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რას ნიშნავს, როცა მტრედი ფანჯრის რაფაზე ზის. აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელმა ოჯახის წევრმა დაინახა მტრედი. უნდა გაითვალისწინოთ, თუ არა ჩიტების რაოდენობა, მისი ბუმბულის ფერი.

მტრედის მოფრენის ნიშნები

ამბობენ, რომ ჩიტის მოფრენა პირადში ცვლილებებს მოგიტანთ. მალე სამსახურში საინტერესო და მომგებიან წინადადებას მიიღებთ ან ოჯახში სტატუსს შეიცვლით. უფრო ზუსტი ახსნა მტრედის ქცევაზე, გაჩერების დროზე დამოკიდებულია.

მტრედი მოფრინდა და სწრაფად გაფრინდა

თუ მტრედი მოფრინდა, მაგრამ დიდხანს არ გაჩერდა, არაფერს ელოდოთ. ზოგი ამბობს, რომ მტრედის ნებისმიერი გამოჩენა ახალ ამბავს ნიშნავს. ბუმბულის ფერზეა დამოკიდებული, რამდენად სასიხარულო ამბავს გაიგებთ. რაც უფრო ღია ბუმბული აქვს, მით უკეთესია. თუ სახლს შემოუფრინა, მალე ამ სახლში ქორწილს გადაიხდიან.

მტრედი ფანჯარაში იყურება და გაფრენას არ აპირებს

თუ მტრედი ფანჯარაში დიდხანს იყურება, წარმატება თქვენს მხარეს იქნება. საქმეში წარმატებას მიაღწევთ ან კარგ ამბავს გაიგებთ. თუ ფანჯრის რაფაზე „საჩუქარი“ დაგიტოვათ, არ ეჩხუბოთ. ასე ხომ თავისი იღბალი გაგიზიარათ. თქვენი უკმაყოფილება აშკარად არ გამოხატოთ და წარმატება არ შეაშინოთ. თუ მტრედმა ნისკარტით რაღაც მოგიტანათ, ოჯახი მალე გაფართოვდება. ეს ეხება როგორც ოჯახის წევრებს, ასევე შორეულ სისხლით ნათესავებს.

მტრედი ფანჯარაზე აკაკუნებს

მტრედი ყოველთვის ცვლილების მომტანია. ეს შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი. თუ ფანჯარაზე ხმამაღლა და დაჟინებით აკაკუნებს, ადამიანის დანახვაც არ აშინებს, გარდამტეხ სიახლეს ელოდეთ. მაგალითად, საცხოვრებელი შეიძლება შეიცვალოთ, ახალ სამსახურში გადახვიდეთ ან მოგზაურობა დაგეგმოთ. მტრედის ქცევას დააკვირდით:

  • მტრედის ღუღუნი მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო შეხვედრას, ახალ რომანს ან ქორწილს მოგიტანთ.
  • თუ მტრედი ზის ან ცეკვავს, მონატრებული სტუმარი მოვა.
  • თუ მტრედი კარნიზზე დადის ან თავდაჯერებული ზის, ნათესავი ან ახლო მეგობარი მოულოდნელად გესტუმრებათ.

რამდენიმე მტრედის მოფრენა

ამ შემთხვევაში მტრედების ქცევას დააკვირდით. თუ მშვიდად არიან, მხიარულ ამბავს და დადებით ცვლილებებს მიიღებთ. თუ ერთმანეთს ეალერსებიან და კურკურებენ, ვინმეს გაცნობას, ნიშნობას ან ქორწილს ელოდეთ. განსაკუთრებით დასაოჯახებლებს ეხებათ. მტრედების ჩხუბი მეგობართან ან ნათესავთან უთანხმოებას მოგიტანთ.

ნიშნები ჩიტის ფერის მიხედვით

ხალხური ნიშნებით ჩიტის ფერსაც მნიშვნელობა აქვს. თეთრი მტრედი მშვიდობის და კეთილდღეობის სიმბოლოა. წითელი ან ყავისფერი მტრედი მალე დაწინაურებას ან ფულად მოგებას მოგიტანთ.

შავი მტრედი ავადმყოფობას და უბედურებას მოგიტანთ, მუქი ნაცრისფერი მტრედი უმნიშვნელო დანაკარგის, ურთიერთობაში უთანხმოების ნიშანია. უსიამოვნების ასაცილებლად ცვილის სანთელი ფანჯრის რაფაზე აანთეთ და ილოცეთ, როგორც ცოცხლების საჯანმრთელოდ, ასევე მიცვალებულთა სულებისთვის. ასე ზედიზედ 2 კვირა გააკეთეთ და უსიამოვნებები თქვენი სახლის ზღურბლს ვერ გადმოლახავს.

შეგახსენებთ, რომ ყოველი მოვლენა რაღაც ნიშნად არ უნდა მიიღოთ. მტრედი როგორც სოფელში, ასევე ქალაქში გავრცელებული ფრინველია. სახლების სახურავზე ხშირად სახლდება, ამიტომ ფანჯარასთან ან აივანზე მისი გამოჩენა ჩვეულებრივი ამბავია. ფრინველს სინათლე და სითბო უყვარს, ყოველთვის საკვებს ან დასასვენებელს ეძებს. ახალგაზრდა ჩიტი ფრენის სწავლისას სახლის ფანჯარას ხშირად ეჯახება, რაც რაიმე შედეგის მომტანი არაა.

მტრედი შეიძლება მშიერი იყოს და ამიტომ არ მიფრინავდეს. გირჩევთ, რომ საწყალი ფრინველი დააპუროთ და ცუდი ფიქრები მოიშოროთ.

Advertisement