ჯანმრთელობა
მსოფლიო მოსახლეობის 95% პარაზიტებით არის ინფიცირებული. მარტივი ნაყენი პრობლემას სწრაფად გაუმკლავდება
ჭიებით ინვაზია (ან დაავადება ჭიებით: მრგვალი ჭია, ნაწლავის ჭია, თავბეწვა, ტრიქინელა) დაავადების გავრცელებული სახეობაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ადამიანი ჭიებით დაავადებული ხდება.
ხშირად ეს ფეკალური და ორალური გზით ხდება, ანუ პირიდან, ბინძურ საგანთან, კვების პროდუქტთან, ცხოველთან ან მწერთან შეხების გამო.
სხეულში ჭიების არსებობის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია: არასტაბილური განავალი, მუცლის „მფრინავი“ ტკივილი, რომელიც ადგილს ხშირად იცვლის, გულისრევა, ბოყინი, ორგანიზმის სწრაფი დანაყრება, ძილის დარღვევა, ძილში კბილების კრაჭუნი, ნერვიულობა და წონის პრობლემები.
თქვენში ან ოჯახის წევრებში ამ ნიშნებიდან რამდენიმე მაინც თუ აღმოაჩინეთ, აუცილებელია ჭიებზე ანალიზი გაიკეთოთ. თუ დიაგნოზის ჩატარება შეუძლებელია, დამოუკიდებლად ჭიების საწინააღმდეგო მედიკამენტი არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ.
ამ მედიკამენტების უმეტესობა ძალიან ტოქსიკურია, ასევე მოქმედების ვიწრო სპექტრი აქვს და, სავარაუდოდ, პრობლემის აღმოფხვრაში ვერ დაგეხმარებათ.
როგორ მოვიშოროთ ჭიები სახლის პირობებში
ჰელმინტოზის პროფილაქტიკის სახით გირჩევთ მზიურას ნაყენს. ნემატოდების (ასკარიდი, ნაწლავის ჭია და თავბეწვა) მოსაშორებლად 1 ჩ/კ მზიურას მშრალი ფესვები 8 საათით 1 ჭიქა გაგრილებულ, ანადუღარ წყალში დააყენეთ.
გამოყენების წინ ნაყენი გადაწურეთ და დღეში 4-ჯერ ჭიქის მეოთხედი ჭამამდე 20 წუთით ადრე მიიღეთ. მკურნალობის კურსი – არანაკლებ 3 თვე.
ჭიების მოშორების გამოცდილება გაქვთ? თქვენი გამოცდილება კომენტარებში გაგვიზიარეთ!