სხვა
მოხუცმა ცერა და ნეკა თითების შეერთება მთხოვა, დამაკვირდა და საოცარი ახსნა წარმოთქვა
ევოლუციის ათასობით წელი დასჭირდა იმას, რომ ადამიანს დღევანდელი სახე მიეღო. პროცესში ზოგიერთმა ორგანომ თავისი ფუნქცია დაკარგა, რუდიმენტებად გადაიქცა. მაგალითად, თუ ცერა და ნეკა თითებს შეაერთებთ, მაჯაზე მყესი ადამიანების მხოლოდ 15%–ს უჩანს. რატომ ხდება ასე და რა გავლენას ახდენს ეს კომბინაცია თქვენს ჯანმრთელობაზე? Alltime.ge-ს რედაქცია ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ეცდება.
ადამიანის რუდიმენტული ორგანოები
1. გრძელი ხელისგულის კუნთი (palmaris longus)
თუ ხელს ხელისგულით ზემოთ მაგიდაზე დადებთ და ცერა და ნეკა თითებს შეაერთებთ, ზოგი ადამიანი მყესს დაინახავს, ზოგი – ვერა. ეს გრძელი ხელისგულის კუნთის გამო ხდება, რომელიც მხარსა და მაჯას შორის მდებარეობს.
ადრე ეს პრიმატებს ხეებზე საცოცად სჭირდებოდათ, დღეს ადამიანების 15%–ს მისი მყესი აქვს. ექიმები თვლიან, რომ palmaris longus ხელის სამოძრაოდ არანაირ ფუნქციას ასრულებს. სწორედ ამიტომ, ხშირად პლასტიკური ოპერაციის დროს მასალად იყენებენ.
2. მესამე ქუთუთო
თვალის კუთხეში ვარდისფერი ბალიშია. ალბათ, შეგინიშნავთ, მაგრამ მის დანიშნულებაზე არ დაფიქრებულხართ. ეს ჩვენი ევოლუციური წარსულის ექოა – მემბრანული გარსი ან მესამე ქუთუთო. ახლა ფუნქცია არ აქვს, რადგან ადამიანებს წამწამები გაუჩნდათ.
3. სიბრძნის კბილი
ოდესმე დაფიქრებულხართ, რისთვის არის საჭირო სიბრძნის კბილი, თუ ყოველთვის ვიშორებთ? დიდი ხნის წინ ადამიანები მხოლოდ ფესვებს და მყარ საკვებს მიირთმევნდნ, ამიტომ დიდი, ძლიერი კბილები სჭირდებოდათ. საკვების დარბილების მიხედვით ყბა პატარავდებოდა. თანამედროვე მაიმუნების უმეტესობას სიბრძნის კბილი არ აქვს, მხოლოდ გორილებს.
4. დარვინის ბორცვი
სიყვარულით ვუყურებთ, თუ როგორ ამოძრავებს კატა ყურებს. ადრე ადამიანებსაც ამის გაკეთება შეეძლო. ასე სხვადასხვა ხმებზე მორგებას და საფრთხის უკეთ ამოცნობას ახერხებდნენ.
ყურის ზედა ნაწილში პატარა მუწუკი ან დარვინის ბორცვი – ერთ–ერთი კუნთია, რომელიც ყურზეა მიმაგრებული. ადამიანების უმეტესობაში ეს კუნთი არ მუშაობს, თუმცა ზოგიერთს მისი გამოყენება დღემდე შეუძლია, რომ სხვების გასართობად ყურები ამოძრავოს.
ვარუნა მუდრა
„სამყაროსთან კომუნიკაციის ენა“, „იოგა თითებისთვის“, „ჟესტების რიტუალური ენა“ – რას არ უწოდებენ მუდრებს დღეს! მარტივად რომ ვთქვათ, ხელზე თითების განსაკუთრებული პოზიცია ან კომბინაციაა, რომელიც ადამიანის განწყობასა და სულიერ მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს.
ნეკა თითის წვერი ცერა თითის წვერთან შეაერთეთ. ეს უკვე გავაკეთეთ, გრძელი ხელისგულის კუნთის საპოვნელად. აღმოჩნდა, რომ თითების ასეთი პოზიცია ვარუნა მუდრას ჰგავს. ცნობილია, როგორც წყლის მუდრა. იოგების აზრით, ორგანიზმში სითხის ბალანსს აღადგენს და საჭმლის მომნელებელი პრობლემების მოშორებას ხელს უწყობს.
ვარუნა მუდრას შესასრულებლად მარჯვენა ხელის ნეკა თითი ისე მოხარეთ, რომ ცერა თითის ძირს შეეხოს. ნეკა თითს ზემოდან ცერა თითი დაადეთ. მარცხენა ხელისგულით მარჯვენა ხელს უკნიდან მსუბუქად მოკიდეთ, ხოლო მარცხენა ხელის ცერა თითი მარჯვენა ხელის ცერა თითს მსუბუქად დააჭირეთ.
ვარჯიშის დროს შეგიძლიათ იჯდეთ, იწვეთ ან იაროთ იმ პირობით, თუ პოზა სიმეტრიულია, ხერხემალი მაქსიმალურად გასწორებული, სხეული მოდუნებული. კარგი განწყობა არ დაგავიწყდეთ. ამ პრაქტიკის შესრულებისას პოზიტიური ფიქრები მნიშვნელოვანია!