საკითხავი
მოხუცმა დედამ ოჯახის ბიუჯეტში წილი უნდა შეიტანოს თუ არა
ხანდაზმულ მშობელზე ზრუნვა და საცხოვრებლად თქვენს სახლში გადაყვანა რთული და საპასუხისმგებლო ნაბიჯია. თითოეულ ადამიანს საკუთარი ჩვევები და ცხოვრებისეული ხედვები აქვს, ამიტომ ზოგჯერ ერთად ცხოვრება და საერთო ენის პოვნა რთულია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ისტორიას ქალიშვილზე, რომელმაც დედა საცხოვრებლად თავისთან წაიყვანა, მაგრამ სიკეთე უკმაყოფილობით და გაუგებრობით დაუბრუნდა.
ხანდაზმული მშობლები
ანას მამა დიდი ხნის წინ გარდაეცვალა. დედა აღარ გათხოვილა. წლები სოფელში მარტო ცხოვრობდა. საოჯახო საქმეს თავს ართმევდა და საკუთარ თავზე ზრუნავდა. როცა ანას ოჯახში ფინანსები გაიზარდა, მომვლელი ქალი აუყვანა. ასე რამდენიმე წელი გაგრძელდა. ბოლო პერიოდში დედის ჯანმრთელობა გაუარესდა. ქუჩაში გონება დაკარგა და რომ არა გამვლელები, ვინ იცის, რა მოხდებოდა.
სწორედ მაშინ, ანამ დედის ქალაქში ჩამოყვანა გადაწყვიტა. აქ ექიმი და საავადმყოფო ახლოს იყო. ამის შესახებ დედას შეატყობინა, ისიც სიხარულით დათანხმდა. იმ დღესვე ჩემოდანი ჩაალაგა და გაემზადა. ალბათ, შიშობდა, რომ ქალიშვილი გადაწყვეტილებას შეცვლიდა.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ანას მშვიდ ცხოვრებასთან გამომშვიდობება უჭირდა. იცოდა, რომ დედამისს რთული ხასიათი ჰქონდა და ერთად ცხოვრება გაუჭირდებოდათ. მით უფრო, წლებია დედა მარტო ცხოვრობდა და საკუთარი ახირებები ჰქონდა. ქმარიც სურვილით არ იწვოდა, მაგრამ შექმნილი ვითარება ესმოდა და ცოლს მხარს უჭერდა.
საცხოვრებლად ქალაქში გადასვლა
ქალიშვილმა დედას ჩამოსვლისთანავე ახალი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი უყიდა იმ ძველმანების სანაცვლოდ, რომლითაც სოფლიდან ჩამოვიდა. არადა ახსოვდა, რომ დედას ნორმალური ტანსაცმელი ნამდვილად ჰქონდა. იმ დღესვე ექიმთან წაიყვანა. ექიმებმა მოხუცი ქალი 1 კვირით საავადმყოფოში დატოვეს და გადასხმა დაუნიშნეს. მოხუცი მალე გამოკეთდა, მაგრამ ბევრი მედიკამენტის ყიდვა მოუწიათ.
მაშინ ეს ანას ოჯახისთვის პრობლემა არ იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. ანა რამდენიმე თვე უმუშევარი იყო. მუშაობა მხოლოდ ახლა დაიწყო. მისი ქმარი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა და ხელფასი შეუმცირდა. მთელი ოჯახის რჩენა და კრედიტის გადახდა გაუჭირდათ.
ანამ რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელად დახმარება დედას სთხოვა, რომ პენსია მისთვის მიეცა. მანამდე მისთვის ლარიც არ გამოურთმევია, ყველაფერს თავად იხდიდა, მაგრამ ახლა უჭირდა. დარწმუნებული იყო, რომ დედა გაუგებდა და დაეხმარებოდა. ამის მიუხედავად, ცივი უარი და სკანდალი მიიღო.
ბოლო თეთრს მართმევ? არ მოგცემ. ამ ფულს ყოველი შემთხვევისთვის ვაგროვებ. იმისთვის გაგზარდე, რომ სიბერეში მომხედო და უზრუნველად მაცხოვრო. ანას დედის პოზიცია არ ესმოდა, თითქმის მთელი წელი უზრუნველად ცხოვრობდა, ფულს არავინ ართმევდა. სოფელში სახლის გაყიდვაზეც უარი თქვა. ანა ხომ მხოლოდ ოჯახზე ზრუნავს. სურს, რომ მძიმე დრო გადალახონ. უცნაურია, რატომ აღიქვა მოხუცმა ქალმა ქალიშვილის თხოვნა ასე მძაფრად.
ანასი გვესმის. ის მხოლოდ ოჯახზე დარდობს. მოხუც დედაზე ზრუნვა ისედაც რთული გადაწყვეტილებაა და ამას მთელი ეს დრო უანგაროდ და სიყვარულით აკეთებდა. სამწუხაროა, რომ დედა ამას ვერ ხედავს და ქალიშვილს მასზე ზრუნვას ავალდებულებს. არაფერია ცუდი, თუ ოჯახის ბიუჯეტში წვლილს შეიტანს.