Connect with us

ყვავილები

მოცხარს სოდით ვამუშავებ და მავნებლებს მთელი წელი ვივიწყებ

როგორც იქნა, ჩვენს გარშემო ყველაფერი ამწვანდა და სურნელს აფრქვევს. მეაგარაკეები კი ფუტკრებივით შრომობენ და მოსავალი მოჰყავთ. რა შეიძლება იყოს შინ მოყვანილ გემრიელ, ხრაშუნა კიტრზე, პომიდორსა და კენკრაზე უკეთესი? სხვათა შორის კენკრის შესახებ. ნერგები მავნებლებისგან რომ დაიცვათ, ნიადაგის პესტიციდებით დამუშავება საჭირო არაა. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა გავლენას ახდენს მოცხარის სოდით დამუშავება ბუჩქის ზრდაზე.

მოცხარის დამუშავება სოდით

სქელი და ნაყოფიერი მოცხარის ბუჩქების გასაზრდელად, ფოთლებსა და ნაყოფზე მწერების გაჩენა თავიდან უნდა აიცილოთ. ამ მიზნით სოდა საუკეთესო საშუალებაა. ის ადამიანისა და მცენარისთვის უსაფრთხოა. სოდა მიწის მჟავიანობას ამცირებს, მავნებლებს აფრთხობს და, რაც მთავარია, ნიადაგს მკვებავი ნივთიერებებით ავსებს.

მავნებლების მოსაშორებლად მოცხარის ტოტები და კვირტები უნდა დანამოთ. თუ მიწას სოდის ხსნარით მორწყავთ, მოსავლიანობა გაიზრდება და ბუჩქის გარშემო სარეველები განადგურდება. თუმცა სოდის ჭარბად გამოყენება მოცხარს აზიანებს. სოდა ნიადაგიდან კალციუმს და კალიუმს გამოდევნის. ჭარბი სოდის გამოყენების შემთხვევაში მოცხარი ზრდას და ნაყოფიერებას შეაფერხებს. სწორედ ამიტომ, სწორი დოზირება დაიცავით.

ხსნარი თბილი უნდა იყოს, რადგან ცივ წყალში სოდა ცუდად იხსნება, ხოლო ცხელში ძალიან ტუტე გამოდის. ხსნარი ლითონის ჭურჭელში არ მოამზადოთ. სოდის ხსნარი მომზადებიდან 3 საათის განმავლობაში მოცხარის დასამუშავებლად გამოიყენეთ. ამ ვადის გასვლის შემდეგ სასარგებლო თვისებებს კარგავს.

როგორ მოვამზადოთ სოდის ხსნარი

სუფთა ჭურჭელში (ლითონის არა) სოდის ფხვნილი და წყალი გახსენით შემდეგი თანაფარდობით: 2 ს/კ სოდა 1 ლ წყალზე. გამოგადგებათ, როგორც საკვები, ასევე კალცინირებული სოდა. თუ ხსნარს მზესუმზირას ზეთს და დიასახლისის საპონს დაუმატებთ, სოკოს საწინააღმდეგო კარგ საშუალებას მიიღებთ. ამის შემდეგ სითხე პულვერიზატორში გადაიტანეთ და მცენარის ღერო, ახალგაზრდა ფოთლები და ტოტები კარგად დანამეთ.

ერთი ბუჩქისთვის საკმარისია 2 ს/კ სოდა 5 ლ თბილ წყალში გაზავებული. ამავდროულად, ბუჩქების ფესვები რომ გამოკვებოთ, სოდის ხსნარს ცოცხალი საფუარი დაუმატეთ. იმის მიუხედავად, რომ სოდა ადამიანისთვის უსაფრთხოა, სჯობს რეზინის ხელთათმანები გაიკეთოთ. მოცხარის დამუშავების შემდეგ ხელები და სახე საპნით კარგად დაიბანეთ და პირის ღრუ გამოივლეთ.

სოდის ხსნარის შენახვას აზრი არ აქვს, რადგან მოცხარს სარგებელს ვერ მოუტანს. ყველა ჭურჭელი, რომელიც მოცხარის დასანამად გამოიყენეთ, კარგად გარეცხეთ და წყალი გაავლეთ, სუფთა ჰაერზე გააშრეთ. კვებავთ თქვენს კვლებს კარგი მოსავლის მისაღებად?