ყვავილები
მოცხარი, ჟოლო და ხურტკმელი: რით დავამუშავოთ ბაღი და დავიცვათ ბუჩქები
თქვენი მომავალი მოსავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იზრუნებთ ბუჩქებზე ახლა.
ხურტკმელი
ხურტკმელი უპრეტენზიო მცენარეთა რიგს მიეკუთვნება, მაგრამ მკვებავი ნივთიერებები ისევე სჭირდება, როგორც ნებისმიერ სხვა მცენარეს.
ხურტკმელი ნაადრევ გაზაფხულზე, კვირტების შესივებისას უნდა გადაჭრათ. ბუჩქი რომ არ გასქელდეს, რამდენიმე ახალგაზრდა, სხვებთან შედარებითი სუსტი ტოტიც მოჭერით. ხურტკმელი 6-7 წლამდე ნაყოფს იძლევა, შემდეგ 2-3 ახალი ყლორტი დატოვეთ, დანარჩენი კი უბრალოდ მოჭერით.
ტოტები ბასრი სეკატორით პირდაპირ მიწასთან გადაჭერით, მაგრამ არ დატოვოთ ნარჩენები, რომლებშიც შეიძლება მავნებლები დასახლდნენ. ხურტკმელი ნაკელით ან ჩიტის სკინტლით გამოკვებეთ. ბუჩქს სინათლე და გაზრდა უყვარს, რითაც პრობლემას თავად იქმნის. ტოტები ერთმანეთს ხელს უშლიან და მოსავალი მცირდება. სწორედ ამიტომ, ზედმეტი, გატეხილი ტოტების გადაჭრის არ შეგეშინდეთ. ამის გაკეთება კვირტების გაშლამდე სჯობს. ზაფხულში ხურტკმელი 5-ჯერ გამოკვებეთ. პირველად – ფოთლების ფორმირებისას.
ხურტკმელი გვალვა გამძლეა, სეზონზე მხოლოდ ორი მორწყვა ყოფნის: მაისის ბოლოს და ივნისის ბოლოს.
ხურტკმელის ბევრ ჯიშს ნაწილობრივი თვითგანაყოფიერება ახასიათებს. ანუ კენკრის შესაძლო რაოდენობიდან ნახევარს თავად კვანძავს. თუ მის მახლობლად კიდევ რამდენიმე, თუნდაც ორს, სხვა ჯიშს დარგავთ, მოსავალი გაორმაგდება.
მოცხარი
გაზაფხულზე მიწა კომპოსტით, ნახერხით და ხავსით დაფარეთ, შეგიძლიათ 10-12 სმ ფენა ქვიშა გამოიყენოთ. თუ ამან არ გიშველათ, უნაჭრო ქსოვილიდან ან პოლიეთილიდან წრე გამოჭერით. ამ შემთხვევაში მავნებლების ლარვები გარეთ გამოსვლას და გამოჩენას ვერ შეძლებენ.
თუ შეამჩნიეთ, რომ ახალგაზრდა ტოტები სუსტი და დაავადებულია, საპნის ან სარეცხი ფხვნილის ხსნარში ამოავლეთ ან ნაცრის ხსნარით (300 გრ 1 ვედრო წყალზე) დაამუშავეთ.
თუ ბუჩქის მწვერვალი ხმება, მხოლოდ გადაჭრა გიშველით, თან ეს რეგულარულად და ფრთხილად უნდა გააკეთოთ, ნარჩენები არ დატოვოთ. 5 წელზე მეტი ასაკის ყველა ტოტი მოჭერით.
როცა მოცხარი აყვავილდება, ბუჩქის შუაში ანწლის ტოტი ჩადეთ. ის პეპლებს აფრთხობს.
მოცხარის უხვი ყვავილობა ასეთივე მდიდარ მოსავალს არ გპირდებათ. ყინვების გამო კვანძები შეიძლება ჩამოცვივდეს, ამიტომ ამინდის პროგნოზს ყურადღება მიაქციეთ. თუ მკვეთრი აცივებაა მოსალოდნელი, საღამოს უხვად მორწყეთ და ფირით ან ლუტრასილით შეფუთეთ.
მოცხარი შეგიძლიათ ბორის მჟავის ან მარგანცოვკის ხსნარით დანამოთ. თუ ყვავილობის პერიოდში სიცივეა, ბუჩქი შარდოვანით დაამუშავეთ.
ბაბუაწვერას ნაყენი ბუგრების, ტკიპების და ხერხიების საწინააღმდეგოდ: 600 გრ ბაბუაწვერას ფოთლები ფესვებიანად მოაგროვეთ, დააქუცმაცეთ და წყალი დაასხით. ნაყენი ღამით გააჩერეთ. დილით ნაყენი სპრეი ბოთლში ჩაასხით და ბუჩქები დანამეთ.
ჟოლო
№1
სასუქი „კუმირი“ გამოიყენეთ. 10 ლ სარწყავში 3 ს/კ სასუქი გახსენით. მიღებული ხსნარით თითოეული ჟოლოს ბუჩქი მორწყეთ. 1 სარწყავი 10 ბუჩქზე უნდა გეყოთ.
№2
გამოიყენეთ დამპალი ნაკელი: 1 კგ ნაკელი 10 ლ წყალზე. ხსნარს აურიეთ ისე, რომ მაქსიმალურად დაიშალოს.
თუ კომპოსტის სასუქებს იყენებთ, უფრო მეტად გააზავეთ: 1კგ კომპოსტი 2 ლ წყალზე. აურიეთ და ბუჩქების ქვეშ დაასხით.
გახსოვდეთ, რომ ჟოლოს მჟავე ნიადაგი არ უყვარს, სამაგიეროდ, ნაცარი მოწონს.