თავის მოვლა
მოცულობითი და ლამაზი ტუჩები მხოლოდ 10 წუთში! გამოიყენეთ ეს ნატურალური საშუალება
ანჯელინა ჯოლის ტუჩები ბევრი ლამაზმანის შურის საგანს წარმოადგენს, რაც მათ პლასტიკურ ქირურგებთან თანამშრომლობისკენ უბიძგებთ. ბოტოქსი და ფილერი უკვე დიდი ხანია გამოიყენება და ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ტუჩების მოცულობის გაზრდა სახლის პირობებშიც შესაძლებელია.
ალბათ გინახავთ ტუჩის ბალზამი, რომელიც მოცულობას მყისიერად ზრდის. ასეთი საშუალებების არაერთი რეცეპტი არსებობს, რომლებიც იმდენად მარტივია, რომ სახლის პირობებში შეგიძლიათ თავად გამოსცადოთ.
ტუჩების მოცულობის გაზრდა სახლის პირობებში
თუ ტუჩების გაზრდაზე ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, რამდენიმე ხრიკი გამოცადეთ, რომელთაც მოდელები გადაღებებამდე სავსე და მგრძნობიარე ტუჩების ბუნებრივი ეფექტის მისაღებად იყენებენ.
სასიამოვნო ეფექტი: ზოგიერთი ქვემოთ მოცემული ხრიკი ნაზ კანს დიდ სარგებელს მოუტანს, მას გამოკვებავს და გააძლიერებს.
1. ქოქოსის ზეთი მარილით
ქოქოსის ზეთზე დაფუძნებული მარილის სკრაბი არა მხოლოდ მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ და ფერს უფრო ნათელს გახდის, არამედ ტუჩებს მოცულობას და სინაზეს მიანიჭებს. ინგრედიენტები თანაბარი პროპორციით აურიეთ და სასიამოვნო ბონუსის მქონე მოვლილი ეფექტით დატკბით.
2. ჩილეს წიწაკა
ჩილეს წიწაკა არა ერთი კრემის ინგრედიენტს წარმოადგენს. ბევრი ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ ტუჩის მოცულობის გასაზრდელ ბევრ ბალზამში სწორედ ჩილეს წიწაკა შედის. ფრთხილად იყავით: ერთი წვეთი წიწაკას ზეთი საკმარისი იქნება.
ზეთის გამათბობელი თვისება სისხლის ნაკადის ზრდას გამოიწვევს, რაც ტუჩებს რამდენიმე საათით მოცულობას შემატებს.
3. პიტნა
მსგავსი ეფექტი აქვს პიტნის ზეთს – მისი გადასმა ტუჩებს ზუსტად ერთი საათით მოცულობას შემატებს. ეს ინგრედიენტი სპეციალური პომადების შემადგენლობაში ხშირად შედის.
4. ყინულის კუბიკი
თუ ქოქოსის ზეთი, ჩილეს წიწაკა და პიტნა ხელთ არ გაქვთ, ყინულის კუბიკი, ხელსახოცი და ცხელი წყალი დაგჭირდებათ. ტუჩის მასაჟი გაიკეთეთ, მორიგეობით ხან ყინული, ხან ცხელ წყალში დასველებული ხელსახოცი დაიდეთ. ტემპერატურის ცვალებადობის გამო ტუჩების მოცულობის სისხლის ნაკადი გაიზრდება. ოღონდ ეფექტი დიდხანს არ გაგრძელდება.
ამ ოთხი მეთოდის გარდა კიდევ ორი საყოფაცხოვრებო, ეფექტური მეთოდი არსებობს.
საშუალებები ტუჩისთვის
ჩვეულებრივი კბილის პასტა მენთოლით პიტნის ზეთს ადვილად ჩაანაცვლებს. თუ რბილი ჯაგრისის და მენთოლის კბილის პასტით ტუჩებს გაიწმენდთ, სავსე ტუჩების ეფექტი ორი საათით გაგრძელდება.
სხვა საშუალებებს შორის ფავორიტი ნიკოტინის მჟავაა. სახლის კოსმეტოლოგიაში თმის გასაზრდელად ის შეუცვლელი საშუალებაა, მაგრამ ტუჩზე წასმისას მოცულობას რამდენიმე საათით ზრდის.
მხოლოდ ორი პირობა არსებობს: პირველ რიგში, მჟავა მხოლოდ ზეთწასმულ (ნებისმიერი ზეთი) ტუჩზე უნდა წაისვათ. მეორე მხრივ, 15 წუთზე დიდხანს არ უნდა გაიჩეროთ. ასე თხელ კანს არ დააზიანებთ. ნიკოტინის მჟავას ნებისმიერ აფთიაქში იპოვით. ტაბლეტის გამოყენების შემთხვევაში, წინასწარ დაფშვენით და წყალში გახსენით.
სასურველი შედეგის მიღებაში კოჭაც დაგეხმარებათ. ტუჩის სკრაბში მარილის ნაცვლად, შეგიძლიათ შაქარი გამოიყენოთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.