ყვავილები
მოსავლის აღებას მხოლოდ ერთი პირობით შეძლებთ, თუ ნერგები გადაიზარდა
ნერგების გადაზრდის ნიშანია წვრილი წაგრძელებული ღერო და მასზე პატარა უსახური ფოთლები. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა იწვევს ნერგების ზრდაში გადამეტებას და როგორ გამოვასწოროთ შეცდომები. გასწავლით ამოწვერილი პომიდვრის დარგვას, რომ მიღებული მოსავლით კმაყოფილი დარჩეთ.
რატომ ხდება ნერგების გადაზრდა და როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია
ნაადრევი დათესვა
პომიდორი ფანჯრის რაფაზე 60 დღე (აღმოცენებიდან გადარგვამდე) უნდა გააჩეროთ. დათესვამდე გაზაფხულის ამინდის პროგნოზი უნდა გაითვალისწინოთ. ამ წესის უგულებელყოფის შემთხვევაში ნერგი აქტიურად ზრდას და აყვავებას დაიწყებს. არადა ჯერ კიდევ ცივა და გარეთ დარგვის დრო არაა.
ჭარბად გამოკვება
ზედმეტი ზრუნვა არავისთვისაა კარგი. ბევრი დამწყები მეაგარაკე ნერგს გასაძლიერებლად ხშირად კვებავს. ჭარბი სასუქი მაშინ, როცა დღის სინათლე მოკლეა, ნერგების გაჭიმვას გარანტირებულად იწვევს.
დამატებითი განათების უქონლობა
რა გავაკეთოთ, თუ გაზაფხულზე თბილი, მზიანი ამინდი არ გვაქვს? ამ დროს ნერგი მზისკენ, სინათლისკენ იჭიმება. ამ შემთხვევაში დამატებითი განათება დაგჭირდებათ. შესაფერის ფიტონათურას სხვადასხვა საფასო კატეგორიაში მარტივად იპოვით.
ჩითილებად დაყოფის დაგვიანება
სქლად დათესილ პომიდორს გაიშვიათება და ჩითილებად დაყოფა სჭირდება. ეს დროულად უნდა გააკეთოთ, რადგან აღმონაცენები ერთმანეთში სინათლისთვის ბრძოლობენ.
მცენარის ზრდის შენელების მეთოდი
გიზიარებთ მეთოდს, როგორ მოიქცეთ, თუ ნერგს ღია ნაკვეთზე ვერ რგავთ.
- უფრო ცოტა წყლით და იშვიათად მორწყეთ;
- გამოკვება შეწყვიტეთ;
- დიდი მოცულობის კონტეინერში გადარგეთ;
- გრილ ადგილას გაიტანეთ;
თუ ნერგს ყვავილები უკვე აქვს, ძირამდე გადაჭერით. ქვედა რამდენიმე ფოთოლი დატოვეთ. ასე მძინარე კვირტებს ახალი ყლორტების განვითარებაში დაეხმარებით. მდიდარ მიწის ნარევსა და უფრო დიდ ქოთანში გადარგეთ. ასე მოსავლის მიღების შანსებს გაზრდით.
გადაზრდილი ნერგის გადარგვა ღია გრუნტში
ერთადერთი სწორი მეთოდი, რომელსაც გამოცდილი მებოსტნეები გირჩევენ, დაწვენილი დარგვაა. ასე მთელ სიგრძეზე დარგულ პომიდვრის ღეროზე ფესვები გაიზრდება. ფესვების სისტემა განვითარდება, რაც კვებისა და ნაყოფის მომწიფებისთვის მნიშვნელოვანია.
პომიდვრის დარგვა დაწვენილი მეთოდით
- ღეროებს ფოთლები მოაშორეთ. მესამედი ფოთლები წვერში დატოვეთ. გადარგვამდე ჭრილობები უნდა შეხორცდეს, რომ ბაქტერიები არ მოხვდეს და არ დაავადდეს.
- კვალში 10 სმ სიღრმის ღარი ამოთხარეთ. ნაცარი და ბოროფოსკი დაუმატეთ.
- მცენარე ქოთნიდან ამოიღეთ და ღარში ჩააწვინეთ ისე, რომ ფესვები სამხრეთისკენ ჰქონდეს. ფესვებს და შიშველ ღეროს მიწა მოაყარეთ.
- კარგად მორწყეთ. 3 დღეში ნერგის ღერო ფოთლებიანად გაიმართება, ენერგიას მოიმატებს და ზრდას დაიწყებს.
ასეთი მარტივი მეთოდით გარანტირებულ შედეგს მიიღებთ. მთავარია, რომ ნერგები ნაკვეთზე მთელი მიიტანოთ. გადაზრდილი ნერგების სუსტი ღეროები საქმეს ართულებს.