ჰოროსკოპი
მორიელი – ბუღალტერი, თევზები – ფსიქოლოგი: რომელი ონლაინ პროფესია შეგეფერებათ ჰოროსკოპის მიხედვით
არ იცით, რით დაკავდეთ იზოლაციის დროს? ჰოროსკოპს გადახედეთ – შეიძლება ასტროლოგის ან კოპირაითერის ნიჭი გაქვთ.
ვერძი – ტარგეტოლოგი
ცეცხლოვანი სტიქიის წარმომადგენელს პლანეტა მარსი მართავს. ვერძი ძალიან ენერგიულია და არასდროს ნებდება, ყოველთვის სასურველს აღწევს. მისთვის იდეალურია ტარგეტოლოგის (targer, ინგლისურიდან „მიზანი“) პროფესია. აქ ყოველთვის რაღაცას უნდა მიაღწიოთ, რადგან ინტერნეტ სივრცე მუდმივად ვითარდება. ტარგეტინგის შესწავლით ვერძი თავს საკუთარ ადგილას იგრძნობს, ანუ თანამშრომლის არჩევაში არ შეცდებით, თუ პროექტში ვერძ ტარგეტოლოგს აიყვანთ. სამსახურს ნამდვილად მომავლის პროფესია შეიძლება ვუწოდოთ და მასზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, რადგან ტარგეტოლოგს და მის მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზე ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში რეკლამის სწორ აუდიტორიის შექმნა და პროდუქტის გაყიდვაა დამოკიდებული.
კურო – დიზაინერ-ილუსტრატორი
კუროს სილამაზის პლანეტა ვენერა მართავს, ამიტომ მისთვის დიზაინერ-ილუსტრატორის სამსახური იდეალური იქნება. კუროს შეუდარებელი გემოვნება აქვს და თუ ეს თქვენზეა, თამამად დაეუფლეთ პროფესიას, რომელიც ახლა ყოველთვის მოთხოვნადი იქნება. მომხმარებელს სწორედ ვიზუალური კონტენტი იზიდავს და, ალბათ, თქვენი სოციალური ქსელებიც უკვე კარგად გაფორმებულია. ისღა დაგრჩენიათ, დიზაინის ახალი პროგრამები და მიმართულებები შეისწავლოთ და ამით გამოიმუშაოთ. სხვათა შორის, ინგლისური ენის გაუმჯობესება არ დაგავიწყდეთ, რადგან უცხოელი დამკვეთები პროექტებისთვის ილუსტრატორებს სპეციალურ ფორუმებსა და ბლოგებში პოულობენ.
ტყუპები – პიარ მენეჯერი
ტყუპები ძალიან კომუნიკაბელურია და გასაოცარი არცაა, რადგან მას კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი მერკური აკონტროლებს. წაუგებელი ვარიანტი იქნება პიარ მენეჯერობა. უცნობებთან მოლაპარაკების წარმართვა ყველაზე უკეთ გამოგდით, რადგან შეგიძლიათ იპოვოთ მიდგომა როგორც ცნობილი ჟურნალის მთავარ რედაქტორთან, ასევე ტოპ ბრენდის აღმასრულებელ დირექტორთან. ამასთან შეგიძლიათ კლიენტისთვის მომგებიან ბარტერულ თანამშრომლობას ხელი შეუწყოთ.
კირჩხიბი – ონლაინ-ასტროლოგი
კირჩხიბს ინტუიცია კარგად განვითარებული აქვს, რადგან მას ყველაზე იდუმალი პლანეტა მთვარე მართავს. ამ ნიშნის წარმომადგენელი ეზოტერიკით და მისტიკით ხშირად არის გატაცებული, ამიტომ ასტროლოგია ადვილად გამოდის. სავარაუდოდ, თქვენც რაღაც ოკულტურით ხართ გატაცებული და ადამიანების დახმარებას უჩვეულო ცოდნით ახერხებთ. ასტროლოგის ონლაინ კონსულტანცია ბევრად უფრო მოთხოვნადი და მოსახერხებელია, ვიდრე პირისპირ შეხვედრა.
ლომი – IT ადმინისტრატორი
ვინ, თუ არა ლომი, შეძლებს ისეთ გლობალური ამოცანის გამკლავებას, როგორიცაა სისტემური ადმინისტრაცია. ალბათ, საკუთარ თავში მრავალრიცხოვანი ამოცანის შესრულების რეჟიმში მუშაობის უნარი შენიშნეთ და ერთი დედლაინიც არ გამოგრჩენიათ. მოქნილი გონება ლომს საშუალებას აძლევს პროგრამული უზრუნველყოფის და მთელი ჰოლდინგის ქსელზე პასუხისმგებლობა აიღოს.
ქალწული ბლოგერი
ქალწულს საკუთარი თავი ძალიან უყვარს, ხოლო სელფის და ვიდეოს გადაღება ამ მიწის სტიქიის საყვარელი საქმიანობაა. მოკლედ, ქალწულის ამ გატაცებაში ცუდი არაფერია, პირიქით, საკუთარ ბლოგზე გამომუშავებული ფულით საკუთარი თავის და ახლობლების რჩენა შეიძლება. ქალწული გარეგნობას ყურადღებას აქცევს და მისთვის ბიუთი მიმართულება იდეალურია. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი ბლოგის ამუშავებას 1 წელი ან მეტი დასჭირდება.
სასწორი – სმს მენეჯერი
პლანეტა ქირონი, ერთ-ერთი, რომელიც სასწორს მართავს, დიპლომატიის პლანეტას წარმოადგენს. გამომწერებთან კომუნიკაცია და სოციალური ქსელების ანალიტიკა სჯობს მას ანდოთ. სასწორი ძალიან ეშმაკია და ყველაფერი დაგეგმილი აქვს, ამიტომ კომენტარებში ნებისმიერ ჰეიტერს გაუმკლავდება, ხოლო კონკურენტების მონიტორინგისკენ ლტოლვა თქვენს ბიზნესს ახალ დონეზე აიყვანს.
მორიელი – ბუღალტერი
წყლის სტიქიის წარმომადგენელი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამოირჩევა. თუ ამ ნიშნის წარმომადგენელი ხართ, თქვენ ნამდვილად შეიძლება განდოთ დოკუმენტები და ანგარიშები. ზუსტი მეცნიერება და ციფრები სწორედ თქვენთვისაა, რომლის შესახებ შეიძლება არც იცოდეთ. როცა ამ პროფესიის საფუძვლებს აითვისებთ, მუშაობა უფრო მარტივი გახდება და უფროსი დედამიწის მეორე ბოლოდან საქმის წარმართვის უფლებასაც მოგცემთ.
მშვილდოსანი – მთარგმნელი
მშვილდოსანს იუპიტერი, მოგზაურობის პლანეტა მართავს. უცხო ენების სიყვარული ამ ზოდიაქოს ნიშანს სისხლში აქვს და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ნიჭი ფულის გამოსამუშავებლად გამოიყენოთ. დღეში რამდენიმე ონლაინ კონფერენციაზე ფულს ადვილად იშოვით, ხოლო სხვა დროს შეგიძლიათ ტექსტი გაშიფროთ და თარგმნოთ. და ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად!
თხის რქა – რედაქტორი/კოპირაითერი
თხის რქას სატურნი, დისციპლინის და წესრიგის პლანეტა მართავს. ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი ტექსტის მიმართ დეტალური მოპრობა, რაც რედაქტორის ან კოპირაითერის მთავარი მოთხოვნადი თვისებაა. მთავარია, საკუთარი თავი კუთხეში არ მოიმწყვდიოთ და არ ინერვიულოთ, რომ ტექსტში მძიმე გამოგრჩათ. თანამედროვე კოპირაიტინგში მსგავსი შეცდომები „ვირუსულია“, რომ მკითხველების ყურადღება მიიზიდონ. მოდუნდით და სამსახურით სიამოვნება მიიღეთ, რადგან საყვარელი საქმით შეგიძლიათ სახლში, საღამურით და თბილ პლედში გახვეული დაკავდეთ.
მერწყული – ონლაინ გამყიდველი
მერწყული ენერგიით სავსე და ძალიან ინიციატივიანია. ამას ახსნა აქვს – მას ურანი, არასტანდარტულ აზროვნებასა და ინოვაციაზე პასუხისმგებელი პლანეტა, მართავს. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ნებისმიერთან მოლაპარაკების გამართვა შეგიძლიათ, როგორც სტრესულ სიტუაციებში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. გაყიდვების ბრუნვის გასაზრდელად ხალხთან პირადად შეხვედრა აუცილებელი არაა. ადვილად შეძლებთ ახალ მიმართულებასთან ადაპტირებას – ინტერნეტ გაყიდვებით.
თევზები – ფსიქოლოგი
თევზები ყველაზე სულიერი ზოდიაქოს ნიშანია და ადამიანებს შესანიშნავად გრძნობს. სავარაუდოდ, თქვენთან მოდიან დაქალები საწუწუნოდ მორიგ ბოიფრენდთან დაშორების შემდეგ, ხოლო ნათესავები სულის დასაცლელად. თქვენი საქმიანი რჩევებით შეგიძლიათ გამოიმუშაოთ. ამისთვის შეგიძლიათ წამყვანი ფსიქოლოგების ონლაინ სწავლება გაიაროთ და შესაბამისი სერთიფიკატი მიიღოთ. თანდათანობით სრულყოფილებას და სხვა ფსიქოლოგების სწავლებას შეძლებთ. სანამ ახალი გაკვეთილისთვის შეფასებებს იღებთ, პირველი კლიენტები სოციალური ქსელით იპოვეთ.