ყვავილები
მომაჯადოებელი სურნელის მქონე მცენარეების სია ბინისთვის
ოთახის მცენარეები სახლში თითქმის ყველას აქვს. ითვლება, რომ მცენარეები შენობის ატმოსფეროზე დადებით გავლენას ახდენენ, კერძოდ ჰაერს წმენდენ. მცენარეებს მიმზიდველი ფოთლების, კვირტების და ყვავილების, გამძლეობის და უპრეტენზიო მოვლის პირობებით ვირჩევთ. ვამოწმებთ, მცენარე ჩვენი სახლის პირობებს თუ შეეფერება.
აი, ბევრს ავიწყდება, რომ ოთახის მცენარემ თავისი სურნელოვანი და არც თუ ისე კარგი არომატით შეიძლება გაგვაოცოს. ნაზი, დახვეწილი ან პირიქით მძიმე და დამთრგუნველი, ზოგჯერ ძალიან არასასიამოვნო არომატის მქონე მცენარეს სახლის ატმოსფეროს კარდინალურად შეცვლა შეუძლია!
დღეს გიამბობთ, სახლში რომელი მცენარეების ქონა ღირს, თუ ლამაზ ყვავილებთან და მცენარეებთან ერთად შესანიშნავი არომატის მიღებაც გსურთ. თითოეულ მათგანს განუმეორებელი სუნი აქვს.
არომატული მცენარეები
1. ყავა
დიახ, არ მოგესმათ, სწორედ ყავა. და საქმე მხოლოდ სასმელს არ ეხება! შინაურული ყავა ახალი სახეობების გამოყვანის ხარჯზე უხვად ყვავილობს და კვლავ მოდაში შემოდის. აყვავებული ყავის ხის არომატი ძილიანობას მოგაშორებთ, დაღლილობას მოგიხსნით, შემოქმედებით შესაძლებლობას გააუმჯობესებს, მუშაობის განწყობას შეგიქმნით, მეხსიერებას და აზროვნებას გააქტიურებს.
ერთ-ერთი საუკეთესო „დილის“ არომატია. საძინებელში ან მისაღებ ოთახში ყავის ადგილი არაა. აი, სამზარეულოში ან სამუშაო კუთხეში ფანჯრის რაფაზე ყავის ხის პატარა ქოთანი ერთ ჭიქა სურნელოვან სასმელზე უკეთეს სასწაულს მოახდენს!
2. ნემსიწვერა
ნემსიწვერას ძალიან ბევრი სახეობა ნაზი და მსუბუქი არომატით გამოირჩევა, რომელიც ნებისმიერ შენობაში ჰაერს აახლებს. მისი არომატი გაძლიერდება, თუ ყვავილს სამხრეთ ნაწილში ან კარგად განათებულ ნაწილში დადებთ. მუქი ფერის ყვავილების მქონე ნემსიწვერას უფრო მეტად მკაფიოდ გამოხატული არომატი აქვს, ვიდრე ღვინისფერ ან მუქი-წითელი ფერის ყვავილებს.
3. ციტრუსი
ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი და მანდარინი სახლის პირობებში ხშირად მოჰყავთ. მცენარის ყველა ნაწილს, როგორც ფოთლებს და ყვავილებს, ასევე თავად აღმონაცენებს სასიამოვნო არომატი აქვს. აყვავებული მანდარინი განსაკუთრებული სიტკბოთი და ჯადოსნობით გამოირჩევა. თავისი გაჯერებული, სიცოცხლით აღსავსე და გასაოცარი არომატით ციტრუსის ოჯახის სხვა წარმომადგენელიც გაგახარებთ.
ერთადერთი მინუსი – ასეთი მცენარის აყვავება რთული საქმეა. სუბტროპიკის მოყვარულებს მზე და სითბო უყვართ. ჩრდილს და ორპირ ქარს ვერ იტანენ.
4. მირტი
მირტი ჰაერში ეთერზეთს გამოყოფს, რომელსაც ძლიერი ბაქტერიოციდული და დამამშვიდებელი თვისებები გააჩნია. როგორც ოლეანდრე, მირტი ერთ-ერთ საუკეთესო დამამშვიდებელ არომატს ფლობს. უფრო აგრესიული კოლეგისგან განსხვავებით ნაზად მოქმედებს და პრაქტიკულად ყველას უხდება.
ეს მცენარე სურდოს დაავადების პროფილაქტიკას წარმოადგენს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას არეგულირებს, ასევე მოდუნებას, შინაგანი ჰარმონიის მიღწევას ხელს უწყობს, დაღლილობას და სტრესს მოგაშორებთ.
5. ვარდი
ვარდის შინაურულ ჯიშებს უფრო მკაფიოდ გამოხატული არომატი აქვთ. ეს უხვი ყვავილობის, ბუჩქის კომპაქტური ზომის და ოთახში ჰაერის შეზღუდული რაოდენობის წყალობით მიიღწევა, სადაც ეთერზეთების სუნი უფრო ძლიერდება.
ვარდის სურნელოვანი დაძაბულობას და დაღლილობას მოგიხსნით, ნერვოზს მოგაშორებთ, თავდაჯერებულობას შეგმატებთ. მუდმივი ზემოქმედების ხარჯზე ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებებს უმკლავდება.
6. ჟასმინი
ულამაზესი ჟასმინი შეგიძლიათ როგორც ბაღში, ასევე სახლში გაზარდოთ. სხვადასხვა სახეობის არომატი განსხვავდება: მსუბუქი ყვავილოვანი ან ძლიერი სურნელი. ზოგიერთ სახეობას ძალიან მომაბეზრებელი სურნელი აქვს, ასეთი სჯობს სუფთა ჰაერზე ან ყვავილების გალერეაში გაზარდოთ.
სახლისთვის მსხვილყვავილა ჟასმინი შეარჩიეთ. ზრდასრული მცენარე გაზაფხულიდან შემოდგომამდე მსხვილი თეთრი ყვავილებით ყვავის და სასიამოვნო არომატი აქვს. მწვანე ჩაის სწორედ ამ თეთრ ყვავილებს უმატებენ.
7. მურაია
მურაია სახლებში ჯერ იშვიათად გვხვდება. ეს მცირე ზომის ბუჩქია, რომელიც ადვილად შეიძლება პატარა ხის ფორმა მისცეთ. არომატული, თეთრი ფერის ყვავილებია აქვს. ყვავილობა შეიძლება მთელი წელი გაგრძელდეს.
მურაიას ნაზი, მაგრამ ძლიერი ჟასმინის არომატი აქვს. მდგრადი და საინტერესო სურნელი აქვს. თუ ბევრი ყვავილი ექნება, სჯობს ისეთ ოთახში დადგათ, სადაც არავის ძინავს და დიდხანს დროს არავინ ატარებს.
ასეთი ყვავილების ქოთნები სახლში საუკეთესო ბუნებრივი არომატიზატორები არიან. სახლს ტკბილი ღრუბლებით ავსებენ და განსაკუთრებულ ყურადღებას და სწორ შერჩევას მოითხოვენ, რადგან განწყობას და შრომისუნარიანობაზე გავლენას ახდენენ.
ასევე შეგახსენებთ, რომ არომატული მცენარის შეძენის დროს უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ რომელ მცენარეს სად დადებთ. სურნელოვანი არომატები სჯობს საძინებელში არ გქონდეთ. სხვა ოთახებისთვის არომატული მცენარეები სწორად შეარჩიეთ.
სუნები განწყობაზე გავლენას ახდენენ. ზოგი დაგამშვიდებთ, ზოგი კი ძალას და მხნეობას შეგმატებთ. ინტუიცია გიკარნახებთ, თუ რომელი ოთახისთვის რომელი მცენარე გამოიყენოთ.