Connect with us

ყვავილები

მოიყვანეთ ხასხასა და წვნიანი კამა საშინაო პირობებში

ზაფხული კარს მოგვდგომია, რაც იმას ნიშნავს, რომ რაციონში თანდათან ჩნდება სულ უფრო მეტი ბოსტნეული და მწვანილი. ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ აუცილებელია ორგანიზმის აღდგენა, რომელიც ცივ სეზონზე განსაკუთრებით მიდრეკილია ავიტამინოზისკენ და გაძლიერებას ყველაზე მეტად საჭიროებს.

ცნობილია, რომ კამა – ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბალახია. დიეტოლოგები გვირჩევენ ამ მწვანილის მიღებას მაქსიმალურად ხშირად, თუმცა, რთულია იპოვო სასარგებლო და წვნიანი ღეროები ქალაქის მაღაზიებში. ამ პრობლემის გადაწყვეტა საკმაოდ მარტივია, თუ მწვანილს თავად მოიყვანთ.

კამა ერთ-ერთი ყველაზე უპრეტენზიო კულტურაა, თუმცა, დამწყები მებაღეების უმეტესობა რატომღაც ვერ უმკლავდება მის მოყვანას. არ აქვს მნიშვნელობა, მწვანილს ნაკვეთზე მოიყვანთ თუ სახლში, ფანჯრის რაფაზე. ჩვენი რედაქციის რჩევებით, თქვენ აუცილებლად შეძლებთ მთელი ზაფხულის განმავლობაში არომატული ბალახით ტკბობას.

როგორ დავრგოთ კამა

დასაწყისისთვის, უნდა გაიგოთ ამ კულტურის თავისებურებების შესახებ. კამის უმი თესლი ან ძალიან ნელა იზრდება, ან საერთოდ არ იზრდება ეთერზეთების მაღალი შემცველობის გამო. ასევე, თესლი ცუდად გაიზრდება, თუ მას მჟავე ნიადაგში ჩაყრით.

თუ კამის უმი თესლები გაქვთ, იგი შემდეგნაირად უნდა დაამუშავოთ:

თესლის დამუშავება

1. გააკეთეთ ბინტისგან მომცრო ტომარა და მოათავსეთ მასში თესლი.

2. ჩაალბეთ კამის თესლებით სავსე ტომარა ცხელ წყალში სამი დღით, ოღონდ წყალი გაციებისთანავე შეცვალეთ(ისევ ცხელი წყლით). საშუალოდ, დღეში ხუთჯერ მოგიწევთ წყლის შეცვლა.

3. შემდეგ მოათავსეთ თესლები ტომარაზე და დააფარეთ ნამიანი ქსოვილი, გააჩერეთ თბილ ადგილას 4 დღით, სანამ მორჩები არ გაუჩნდება.

4. უშუალოდ დარგვის წინ, დაახლოებით 30 წუთით გამოაშრეთ თესლები.

5. დარგვის დროს მთავარი ხრიკი – დარგეთ კამა გროვებად და არა რიგებად, როგორც წესია. 10-15 სმ ზომის თხრილებში ჩაყარეთ ჩაფალით თესლი, ამის შემდეგ კი მორწყეთ.

6. გარდა ამისა, კარგი ზრდისთვის აუცილებელია მცენარის დარგვა კარგად განათებულ ადგილას.

თუ ამ მარტივი რეკომენდაციებით იხელმძღვანელებთ, აუცილებლად მიიღებთ მწვანილის შესანიშნავ მოსავალს, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გეყოფათ.