Connect with us

მოდა და სტილი

მოდური ვარცხნილობები, რომ ახალგაზრდების ფონზე ელეგანტურად გამოიყურებოდეთ

ასაკში შესულმა ქალებმა საკუთარი გარეგნობის ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად იციან. მათ ნამდვილად სურთ, რომ ისე გამოიყურებოდნენ, როგორც 20 წლის წინ. მოვლილი და დახვეწილი ქალი ნებისმიერ გოგოს თამამად შეეჯიბრება. იმისთვის, რომ ელეგანტურად გამოიყურებოდეთ, თმის ვარცხნილობას ყურადღება უნდა მიაქციოთ.

თმა ქალის სავიზიტო ბარათია. გთავაზობთ 4 მთავარ ვარცხნილობას, რომელთა დახმარებით ვიზუალურად რამდენიმე წელს თავისუფლად მოიკლებთ.

მოდური ვარცხნილობები 40 წლის ქალებისთვის

ექსპერტები თვლიან, რომ საშუალო და მოკლე სიგრძის თმა წელსაც მოდაში დარჩება. მოდურ ვარცხნილობებს შორის გამოირჩევა კარე. კარე ნაკლებად პრეტენზიული, კომფორტული ვარცხნილობაა, რომელიც თქვენს დახვეწილ სტილს ხაზს გაუსვამს.

კარე

კლასიკური კარე ძველი ეგვიპტიდან გავრცელდა. მაშინ თმას ერთ სწორ ხაზად იჭრიდნენ. კლასიკური კარე მისი ყველა ვარიანტის ბაზას წარმოადგენს. შეგიძლიათ შუბლზე თმა შეიჭრათ ან არა. აქ თქვენი სახის ფორმაზეა დამოკიდებული. თუ ოვალური, სამკუთხა ან რომბის ფორმის სახე გაქვთ, ჩოლკა შეიჭერით. ხოლო თუ მრგვალი, ოვალური ან მსხლის ფორმის სახე გაქვთ, ჩოლკაზე უარი თქვით.

მოკლე კარეს შეჭრა საჭირო არაა. საშუალო სიგრძის კარეც შესანიშნავად გამოიყურება, თან წვეულებებზე შეგიძლიათ განსხვავებულად და ორიგინალურად დაივარცხნოთ.

ბობი

მოწიფულ ქალებს შორის ბობი განსაკუთრებით პოპულარულია, რადგან ასე სახე ვიზუალურად დაჭიმული ჩანს. ეს შესანიშნავი ხრიკია. ბობის ვარცხნილობას შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიანტის ჩოლკა შემატოთ.

საერთოდ, ბობი გასულ საუკუნეში გამოჩნდა და მაშინვე ხმაური გამოიწვია. იმ დროს ხომ მოდაში გრძელი თმა იყო. ვარცხნილობა პოპულარული გახდა, რადგან მას კოკო შანელიც ატარებდა. კლასიკური ბობი კეფაზე ოდნავ დამოკლებული, სიმეტრიული ვარცხნილობაა.

ასეთი ვარცხნილობა ნებისმიერს უხდება თმის ტიპის და სახის ფორმის მიუხედავად. ახლა პრაქტიკული და მსუბუქი ვარცხნილობის ბევრი ვარიანტი არსებობს. შეგიძლიათ აირჩიოთ ბობი კარე, სწორი ბობი, კასკადი, გრძელი ბობი და ასიმეტრიული ბობი.

პიქსი

ამ ვარცხნილობას ირჩევენ ქალები, რომლებიც საკუთარ თავს აფასებენ და სხვების გაოცება უყვართ. თუ რადიკალური ცვლილებები გსურთ, პიქსი აირჩიეთ. ახლა პიქსი პოპულარობის პიკზეა.

ვარცხნილობა ნებისმიერ გარეგნობას უხდება, რასაც სახის ფორმებზე ვერ ვიტყვით. თუ მრგვალი სახე, მოკლე კისერი და სუსტად გამოხატული ნაკვეთები გაქვთ, ასეთი ვარცხნილობის გაკეთებამდე კარგად დაფიქრდით. სხვა დანარჩენ შემთხვევაში პიქსი ნამდვილად გამოგადგებათ.

პიქსი გამოირჩევა კეფაზე და ყურებთან მოკლედ შეჭრილი თმით, ხოლო გვირგვინზე და წინ გრძელი თმით და ჩოლკით. თუმცა ახლა სტილისტები მოიფიქრეს პიქსი–ბობი, რომელიც ნებისმიერს უხდება. პიქსი არა 10, არამედ მთელი 20 წლით გაგაახალგაზრდავებთ.

ასიმეტრიული ვარცხნილობა

ადამიანი ლამაზად ითვლება, როცა მისი სახე სიმეტრიას მაქსიმალურად ინარჩუნებს. თვალის ფერს და ცხვირის ფორმას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია სახის ორივე ნაწილი ერთმანეთს მაქსიმალურად ჰგავდეს. სიბერის ერთ–ერთი ნიშანი ასიმეტრიულობაა. მიზიდულობის გავლენით კანი არათანაბრად იშლება.

ამ ნაკლოვანების დასაფარად ასიმეტრიული ვარცხნილობა მოიფიქრეს. ის უნივერსალური და მსუბუქია. ამასთან ნებისმიერ ქალს უხდება, ამიტომ ასიმეტრია თავის აქტუალობას არ კარგავს.

ამ ვარცხნილობით თქვენს ინდივიდუალურობას უკეთ წარმოაჩენთ. მოცემული ვარცხნილობების და ასიმეტრიის კომბინაციით თქვენთვის იდეალურ, განსხვავებულ სტილს მიიღებთ.

როგორც ხედავთ, ვიზუალურად გასაახალგაზრდავებლად ძალიან ბევრი ვარცხნილობა არსებობს. ერთ–ერთი აირჩიეთ და იბრწყინეთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.