ჰოროსკოპი
მოდელმა თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის მაკიაჟი შექმნა
თუ ასტროლოგია ისე ძალიან გიყვართ, როგორც ჩვენ, სეტარეჰ ჰოსეინის ინსტაგრამ ბლოგი დაგაინტერესებთ. მოდელმა და ვიზაჟისტმა ტორონტოდან ზოდიაქოს ნიშნებისთვის მაკიაჟის შთამბეჭდავი სერია შექმნა.
ვიზაჟისტი ზოდიაქოს ნიშნების თავისებურებებსა და მაკიაჟის არჩევისას მათ გავლენაზე საუბრობს. შესაძლოა, მისმა იდეებმა შთაგაგონოთ და მაკიაჟი ისე შეცვალოთ, რომ თქვენს ზოდიაქოს ნიშანს შეეფერებოდეს.
1. მერწყული
გიჟი მეცნიერი, რომელიც მთელ დროს მეცნიერებას და აღმოჩენებს უთმობს. სწრაფი გონების და მოულოდნელი ქცევების გამო არაპროგნოზირებადი და მღელვარეა. მისი თავისებურება: ანარქია. სიბრძნეს გამოყოფს და ცოდნას გვჩუქნის. ერთდროულად გვაბრმავებს და გვაშინებს, მუდმივად გენიალობის და სიგიჟის ზღვარს აბალანსებს. მომავლისკენ მიისწრაფვის.
2. ლომი
ყოველთვის ბრბოდან გამორჩეულია: ყველაზე ხმამაღალი სიცილით, ყველაზე ფართო ღიმილით, ყველაზე თავდაჯერებული სიარულით. მისი თმა – ოქროსფერი ფაფარი, კანი მზის სინათლესავით მოელვარე. ის – ალფა, ლომი, ლიდერი და მეომარი. ერთი შეხედვით, შეიძლება ნაზი იყოს, მაგრამ შიგნით ჯოჯოხეთის ცეცხლის მძვინვარება არ წყდება.
3. ქალწული
სისუფთავის, უდანაშაულობის და სამართლიანობის განსახიერება. მიწიერი ბუნების წყალობით ძალიან ჭკვიანია და ანალიტიკურად აზროვნებას. მისი სილამაზე ნაზია და მისი გონების ამრეკლავია, როგორც ჯადოსნური სარკე. ქალია და ბუნებით პირველყოფილი ქაოსის დაძლევას ცდილობს.
4. სასწორი
ლამაზი და მომხიბვლელი, მისი ხმა მელოდიურია, გული სამართლიანი. მის გასაგებად საიდუმლო უნდა ამოხსნათ: ფიქრებსა და გრძნობებს შორის მუდმივი ბალანსი. ის ყვავილია ფარული ეკლებით. მის გარეშე მსოფლიოში ჰარმონია ვერ იარსებებს.
5. მორიელი
მის არსს გამჭრიახი მზერა გამოხატავს: ღრმა, შემფასებელი, ჰიპნოზური და უბედურების მომასწავებელი. ძლიერი, მიზანდასახული და კარგი ინტუიციის მქონეა. სინათლე და სიბნელე ერთნაირად უხდება: ნახევრად ღმერთი და ნახევრად ეშმაკია. ღვთაებაა და მისი თვალები ხსნას გვჩუქნის.
6. მშვილდოსანი
მარადიული მოხეტიალე, რომელიც ახალ შთაბეჭდილებებს და იდეებს ეძებს. ისარი მისი მიზანდასახულობის სიმბოლოა. ის თავგადასავლების მცოდნეა, მისი გამოცდილება და გონება მიწასა და ცას შორის ხიდს ქმნის.
7. თხის რქა
მისი მთავარი თვისება უძლეველი და თვითკმარი ძალაა. მტკიცე, ამბიციური და პასუხისმგებლობით აღსავსეა. მიზნისკენ ყოველთვის ურყევად მიისწრაფვის. არცერთი მთა მისთვის ძალიან მაღალი არაა, მისი სიყვარული ისეთივე ურყევია, როგორც მიწა.
8. თევზები
ჰაეროვანი და იდუმალი. მიმართულებას მუდმივად იცვლის. ორმხრივ გონებას ასხივებს. მომხიბვლელია და მისი გული ემოციების ოკეანეა. ოცნებობს სამყაროზე, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის.
9. ვერძი
ცეცხლოვანი და მიზანდასახული, აბჯარს ატარებს და მისი რქა ბრძოლისთვის ყოველთვის მზადაა. მუდმივად განვითარებას და ბრძოლას ცდილობს. თამამი ლიდერია სუფთა და თითქმის ბავშვური სულით, უდანაშაულო და უშიშარი.
10. კურო
უკომპრომისო და მტკიცე, ძლიერი ხასიათი, სიჯიუტე და შეუპოვრობა ახასიათებს. მგზნებარეა და ამას ავლენს, თუ ზღვრამდე მიიყვანთ. ყველაფერი უყვარს, რაც მის გრძნობას აღვივებს. შინაგანი სიმშვიდის და დიდი თავდაჯერებულობის წყალობით არის და ყოველთვის იქნება ძალა, რომელსაც პატივი უნდა სცეთ.
11. ტყუპები
მისი ურთიერთსაპირისპირო ბუნება გონებას ლოგიკასა და აბსურდს შორის ზღვრის დაბალანსებას აიძულებს. ჭკვიანი და ენამახვილია. მისტიური გზით ნებისმიერი ადამიანის საუკეთესო ან უარეს თვისებას ასახავს და მის ყველაზე საიდუმლო აზრებს ავლენს.
12. კირჩხიბი
ის – ზღვის მოქცევა და მიქცევა, მთვარის ნაზი ანარეკლი, ტალღების შრიალი სანაპიროზე. მისი გრძნობები ღრმაა, თუმცა ამის ჩვენება არ უყვარს. მისი ჯავშანი ძლიერია და მის ნაზ სულს საიმედოდ იცავს. შეეხეთ და იგრძნობთ, რომ უფრო რეალურია, ვიდრე ყველაფერი, რაც ოდესმე გიგრძვნიათ. მის ვენებში მთვარის სინათლე გადის. როგორც მთვარე, თავის გამოსახულებას ყოველდღე იცვლის.