Connect with us

ჰოროსკოპი

მოაქვს თუ არა ბედნიერება თქვენი ბინის ნომერს? რას ამბობენ ნუმეროლოგები

ერთი შეხედვით, ახალგარემონტებული და მდიდრული ავეჯით მოწყობილი ბინა კომფორტის და სიმყუდროვის განსახიერებაა, მაგრამ რეალობაში იქ ცხოვრება არაკომფორტული შეიძლება იყოს. ზოგ ბინას ყველა საცხოვრებელი პირობა არ აქვს და მაინც კომფორტულად ვართ. ნუმეროლოგები ამას ბინის ნომრის ადამიანზე გავლენას მიაწერენ. ციფრები მაგიურ ენერგიას ფლობენ და შეუძლიათ წარმატება ან უსიამოვნება მოიზიდონ.

ნუმეროლოგია რიცხვების მეცნიერებაა. ამ სფეროს ექსპერტების თქმით, ყველა ციფრი, რომელიც ჩვენ გარშემოა, ბედზე გავლენას ახდენს. დაბადების თარიღი ადამიანის ცხოვრებაზე მთავარ გავლენას ახდენს. ციფრებში დამალული ინფორმაციის გაშიფვრა მომავლის ჭვრეტასა და მომზადებაში გვეხმარება.

Аlltime.ge–ის რედაქციამ გადაწყვიტა ამ თემაზე ყველა აუცილებელი ინფორმაციის შეგროვება და გარკვევა, რა გავლენას ახდენის ბინის ნომერი ადამიანის ბედზე. ყველას აქვს ე.წ. იღბლიანი ციფრები და პირიქით.

ბინის ნომერი ნუმეროლოგიაში

ნუმეროლოგიის სპეციალისტები ამბობენ, რომ თქვენი საცხოვრებლის ნომერი თქვენს ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. სანამ გაშიფვრაზე გადავალთ, ბინის ნომრის გამოთვლას გასწავლით.

ბინის ნომერს დახედეთ. თუ ორ ან მეტ ციფრს შეიცავს, შეაჯამეთ. ასე გააგრძელეთ დაჯამება, სანამ ერთნიშნა ნომერი არ გამოვა. თუ ბინის ნომერს ასოებიც ახლავს, ისინი ციფრებად გადაიყვანეთ და ჩვეულებრივ დააჯამეთ. ასოების ციფრებად გადასაყვანად გამოიყენეთ შემდეგი ფორმულა: ა – 1, ბ – 2, გ – 3, დ – 4, ე – 5, ვ – 6, ზ – 7, თ – 8, ი – 9, შემდეგ ათვლა თავიდან დაიწყეთ: კ – 1, ლ – 2, მ – 3 და ასე გააგრძელეთ.

თუ უკვე ერთნიშნა ციფრი მიიღეთ, გაშიფვრაზე გადადით. შეამოწმეთ, რამდენად შესაფერისია საცხოვრებელი თქვენთვის.

ნომერი 1

ამ ბინის მცხოვრებს მარტოობა უყვარს. ხშირად სხვა ოჯახის წევრების მიმართ ეგოისტობას ავლენს. პირადი სივრცის დარღვევის უფლებას არავის მისცემს. აქ ერთ მაგიდასთან შეკრებილ მთელ ოჯახს იშვიათად ნახავთ.

ნომერი 2

აქ სამყაროზე შეყვარებული ადამიანი ცხოვრობს. არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ახლობლებზეც ზრუნავს. იდეალურია შეყვარებული ან ახალდაქორწინებული წყვილისთვის. თუმცა ამ სახლში განმარტოება გაგიჭირდებათ. ზრდასრული შვილები ოჯახიდან წასვლას არ ჩქარობენ.

ნომერი 3

ამ ბინაში არისტოკრატული ბუნების ადამიანი ცხოვრობს. მხიარულია და უდარდელად ცხოვრობს. მისი კარი არასდროს იკეტება. ამ სახლში ბევრი საინტერესო ადამიანი შეგიძლიათ გაიცნოთ.

ნომერი 4

ნომერი 4 უსაფრთხოების სიმბოლოა, ამიტომ ოფისის გასახსნელად ან ბიზნესის დასაწყებად კარგი ადგილია. სტაბილურობას და შემოსავალს მოგიტანთ. აქ დღის წესრიგს, სიმშვიდეს და სიწყნარეს აფასებენ. კონსერვატიული ხედვა და სტაბილურობის სიყვარული ახასიათებთ.

ნომერი 5

ამ სახლში ოჯახის წევრები ერთმანეთს მხარს უჭერენ და მოქმედებისკენ უბიძგებენ. ხუთიანი ოპტიმიზმის და კარგი განწყობის ციფრია. საცხოვრებელი სიცილით, სიხარულით და სიყვარულით სავსეა. ბინაში ფანჯრის რაფები ყვავილების ქოთნებით გადავსებულია.

ნომერი 6

ბინაში რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს. აქ ოჯახურ ღირებულებებს აფასებენ. ექვსიანი პატივისცემას, ბალანსს და სიახლოვეს ზრდის. დაუპატიჟებელი სტუმარი არ უყვართ, ამიტომ ასეთ სახლში მოსახვედრად მოწვევას უნდა დაელოდოთ.

ნომერი 7

შვიდიანი ინტელექტუალების და მეცნიერების ციფრია. აქ სხვადასხვა თემის განხილვა, მოსაზრებების მოსმენა და დისკუსია უყვართ. ოჯახის წევრები კარიერულ წინსვლასა და ზოგადად პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული არიან.

ნომერი 8

ციფრი 8 ფულის, შემოსავლის ზრდას ხელს უწყობს. აქ ოჯახის წევრები სულ სიმდიდრესა და ფულზე ფიქრობენ. თან კარგად იციან, სად ღირს ფულის ჩადება. მათი სახლი მუზეუმს ან ანტიკვარიატის მაღაზიას მოგაგონებთ. ლიდერული თვისებებით გამორჩეულნი არიან.

ნომერი 9

ცხრიანი სულიერების და განათლების ციფრია. ამ ბინაში ოჯახის წევრები ამქვეყნიურ საკითხებზე არ ღელავენ. ცხოველები უყვართ, სახლში ბევრ შინაურ ცხოველზე ზრუნავენ. კულტურით და ხელოვნებით დაინტერესებულნი არიან. დანაშაულს მარტივად აღიარებენ და საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ.

ახლა თქვენი ბინის ნომრის შესახებ ყველაფერი იცით. შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, ღირს დარჩენა თუ დროა სასწრაფოდ გაყიდოთ და სხვაგან გადახვიდეთ.

Advertisement