Connect with us

ჯანმრთელობა

მოასწარით, სანამ დროა! შეავსეთ 1 ლიტრიანი ქილა მცენარეული ზეთითა და იასამანით

იასამნის მომაჯადოვებელი არომატის დავიწყება შეუძლებელია! ნაზი და ტკბილი სურნელი გაზაფხულის ყვავილებისა სასიამოვნო შეგრძნებებით გვავსებს. თუმცა, ყველამ არ იცის მისი ყვავილების სასარგებლო თვისებების შესახებ. იგი ორგანიზმს მრავალ დაავადებასთან გამკლავებაში დაეხმარება.

იასამნის ყვავილები

იასამნის სამკურნალო თვისებები ხალხურ მედიცინაში არაერთი ასწლეულის წინ გახდა ცნობილი. ამ მცენარით სავსე იყო ოსმალეთის იმპერიის მეთაურთა ბაღები. ითვლება, რომ სწორედ იქ დაიწყეს მცენარის გამოყენება სამკურნალო და პარფიუმერული მიზნებით.

იასამანი შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, ეთერზეთებსა და ფლავანოიდებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. იასამანი შესანიშნავი სიცხისდამწევი, ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა.

მისგან ამზადებენ ჩაის, კომპრესებსა და მალამოებს, რომლებიც გვეხმარება რევმატიზმის, რევმატოიდული ართრიტის, რადიკულიტის, ქუსლის დეზისა და პოდაგრის დროს. სამწუხაროდ, იასამნის ზეთის შეძენა თითქმის შეუძლებელია სპეციალიზებულ მაღაზიებშიც კი. თუმცა, მისი მომზადება მარტივია საშინაო პირობებში.

იასამნის ყვავილების ზეთი

ყვავილები უნდა მოაგროვოთ ტყეპარკის ზონაში ან ქალაქგარეთ – საწარმოებისა და მტვრიანი გზებისგან შორს.

დაგჭირდებათ

  • იასამნის ყვავილები
  • ნებისმიერი მცენარეული ზეთი მკვეთრი სურნელის გარეშე
  • 1-ლიტრიანი ქილა
  • სუფთა მარლა

მომზადება

1. მოაშორეთ ყვავილებს ღეროები, მოათავსეთ ქილაში.

2. გაათბეთ მცენარეული ზეთი 40 გრადუსამდე და ჩაასხით ქილაში პირთამდე.

3. დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 2 დღით.

4. გაწურეთ მარლაში, კარგად დაჭყლიტეთ ყვავილები.

5. ისევ გაათბეთ ზეთი და დაუმატეთ ახალი ყვავილები. ისევ გააჩერეთ.

6. გაიმეორეთ პროცედურა, სანამ საკმარისად არომატულ ზეთს არ მიიღებთ.

ასეთი ზეთი უნდა შეიზილოთ შუბლსა და საფეთქლეში შაკიკის დროს, დაიზილოთ სახსრები რევმატიზმისა და მამოძრავებელი სისტემის სხვა დაავადებების დროს. დაუმატეთ ეს სასუალეა კრემებს, ლოსიონებს, შამპუნებსა და კონდიციონერებს – კოსმეტიკას ყველაზე მიმზიდველი არომატითა და ფასეული ნივთიერებებით შეავსებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.