ჰოროსკოპი
მნიშვნელოვანი მოვლენები ზოდიაქოს ნიშნებისთვის მაისში. ვის ელოდება ცვლილებები
შუა მაისის პერიოდი ლომის, კუროს და თხის რქისთვის საბედისწერო აღმოჩნდება. ამ დღეს საბედისწერო მოვლენები სხვა ზოდიაქოს ნიშნებსაც ელოდებათ.
მაისის მეორე მესამედში მნიშვნელოვანი მოვლენები ტყუპებს, ლომს და მერწყულს ელოდება.
15 მაისს მზე-პლუტონის ტრინი კუროს, ლომის და თხის რქის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
ეს ასპექტი ჯადოსნურად ითვლება, რადგან ამ დროს შეძლებთ იმის გაკეთებას, რასაც სხვა დროს ვერ ახერხებდით.
რეალობის შეცვლას მხოლოდ აზროვნების ძალისხმევით შეძლებთ. თქვენი ძალა, გარემოების თქვენთვის სასარგებლოდ შეცვლის უნარი და ადამიანებზე ძალაუფლება გაიზრდება.
ამ დღეს ყველა გააკეთებს იმ, რასაც უბრძანებთ. რაც მთავარია, საკუთარ თავზე სრულ ძალაუფლებას მოიპოვებთ და არა მხოლოდ სისუსტეების და ცუდი ჩვევების გადალახვას, არამედ ცხოვრებისეული კურსის შეცვლას შეძლებთ, თუ ამის საჭიროებას იგრძნობთ.
კუროს ძალა მრავალჯერადად გაიზრდება. თქვენგან დამოუკიდებელი ფორსმაჟორული მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ, რომ სამყაროს თავი შეახსენოთ და წარმატებას მიაღწიოთ იმ საქმეში, რომელშიც პირადად დაინტერესებული ხართ.
ლომებსაც საკმაოდ ბევრი ძალა ექნებათ. ასტროლოგიის კუთხით, პერსპექტიული იქნება თუ ძალას ბიზნესის წარმატებისკენ მიმართავთ.
თხის რქის პიროვნებას რაიმე ნათელი, თვალსაჩინო მოვლენა, დღესასწაული, ზეიმი, მნიშვნელოვანი შეხვედრა სრულად შეცვლის. დღეს მხოლოდ ერთი სიტყვით, ერთი მოქმედებით რეალობის შეცვლას შეძლებთ.
12 მაისი მერკური-სატურნის ტრინი – ტყუპების, ქალწულის და მერწყულის ცხოვრებას გააუმჯობესებს.
ეს დღე ბევრ საქმეში გარდამტეხი იქნება. ამ ნიშნებმა უნდა იფიქრონ, თუ რას ამბობენ, რადგან მათ სიტყვებს სერიოზულად მიიღებენ. სჯობს შემთხვევით გავლენიანი და ძალაუფლების მქონე ხალხი არ გააბრაზოთ.
კარგი დღეა ინტერვიუს ჩასატარებლად, მერთან ვიზიტისთვის, საქმიანი ანგარიშის ჩასაბარებლად, უფროსთან მოლაპარაკებისთვის (ბავშვებისთვის ეს იქნება სკოლის დირექტორი, სტუდენტებისთვის – რექტორი, თანამშრომლებისთვის – უფროსი ან პოტენციური დამსაქმებელი).
ასევე შესაფერისი დროა საჭირო ქაღალდების გასაფორმებლად, რომ ერთი სამსახურიდან მეორეში გადახვიდეთ, იმოგზაუროთ, განქორწინდეთ და სოციალური სტატუსი შეიცვალოთ.
ტყუპები ამ დღეს რაღაც მნიშვნელოვანს იტყვიან, ვიღაცას რაღაცას დაპირდებიან, ლექციას წაიკითხავენ, ინტერვიუს მისცემენ და ეს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
ქალწულს საქმიანი მოლაპარაკება ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა ელოდებათ.
მერწყულის სოციალურ სტატუს შეხვედრა, საუბარი, რაიმე ამბავი ან ნაცნობობა გაამყარებს და გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი ბიზნესის დაწყების იმპულსი გახდება.
17 მაისი მზე-იუპიტერის ტრინი – კიდევ ერთი საბედისწერო დღე კუროს, ლომისა და თხის რქისთვის.
დღეს ფინანსური და სხვა პრაქტიკული საქმიანობის ზრდისა და გაფართოებისთვის პერსპექტივები გამოჩნდება.
ამ ნიშნებთან პატივისცემა, დიდება და აღიარება მოვა. მათი სოციალური სტატუსი გაიზრდება. მათ შეამჩნევენ და ყურადღება მხოლოდ პოზიტიური იქნება. ისინი „საზოგადოების რჩეულნი“ და ბედის ნებიერები გახდებიან.
ვინაიდან ასპექტი დედამიწის ნიშნებში ფორმირდება, უპირატესობა, რომელსაც კურო, ლომი და თხის რქა მიიღებს, მატერიალური ხასიათის იქნება ან მათი აღმასვლა პრაქტიკულ მიღწევებთან იქნება დაკავშირებული.
კურო ყურადღების ცენტრში მოხვდება. თქვენს ინიციატივებს მხარს დაუჭერენ ისინი, ვისზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ლომი სოციალურ აღიარებას მოიპოვებს. თქვენ გელოდებათ სამსახურში დაწინაურება, კარგ სამსახურში მოწყობა, წარმატებული ბიზნესის დაწყება ან უკვე არსებულ ბიზნესში წარმატება, კონკურსში გამარჯვება, რითაც ცნობილი და პოპულარული გახდებით.
თხის რქა როგორც პიროვნება მნიშვნელოვანი გახდება და ბრწყინვალებას შეიძენს. თქვენ ყურადღების ცენტრში მოხვდებით. თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. თვითრეალიზაციისთვის ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება.