Connect with us

ჯანმრთელობა

მნიშვნელოვანია! საშვილოსნოს ყელის სიმსივნის 7 ნიშანი, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

საშვილოსნოს ყელის სიმსივნე HPV ინფექციით, ან ადამიანის პაპილომა ვირუსითაა გამოწვეული. ეს ვირუსი სქესობრივი გზით ძალიან გადამდები ინფექციაა. ის მრავალი ფორმით ვლინდება, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი მათგანი სიმსივნეს იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოს ყელის სიმსივნე სასიკვდილოდ ითვლება, სტატისტიკის თანახმად, მისი განკურნება შეიძლება, თუ ექიმს ადრეულ სტადიაზე მიმართავთ და სწორ მკურნალობას დაიწყებთ.

საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ნიშნების შესახებ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. დაუყონებლივ გინეკოლოგს მიმართეთ, თუ შემდეგი ნიშნები შენიშნეთ:

1. ტკივილი ან სისხლდენა

სიმსივნის უჯრედები საშვილოსნოს კედელზე იზრდება, ის შეიძლება გამოშრეს და ჩამოვარდეს. ამ დროს ტკივილი და სისხლდენა ვლინდება.

2. მეჭეჭები

გინეკოლოგ როზი მარი ლიმის თქმით, პატარა მეჭეჭების (შიდა ან გარეგნული) გაჩენა ბევრი დაავადებისთვის, მათ შორის პაპილომას ვირუსისთვის, წითელ შუქს წარმოადგენს. ეს კი ქალებში საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების ალბათობას ზრდის.

3. უცნაური გამონადენი

ეს შეიძლება იყოს წყლიანი გამონადენი. როცა საშვილოსნოში სიმსივნური უჯრედები მრავლდება, ისინი საშვილოსნოს ქსოვილს გამოდევნიან.

4. ანემია

თუ დაღლილობას გრძნობთ, მაგრამ მადა არ მცირდება, თუ გულისცემა ჩვეულებრივზე უფრო გახშირებულია, სავარაუდოდ, ეს ანემიის ნიშნებია. ეს შეიძლება საშვილოსნოში სისხლდენით იყოს გამოწვეული.

5. წონაში დაკლება

ჩვეულებრივ, სიმსივნე მადას ამცირებს, რადგან საშვილოსნოს ყელის სიმსივნე კუჭის შევიწროებას იწვევს. შესაბამისად, მადა მცირდება და წონაში მნიშვნელოვნად შემცირება ხდება.

6. შარდვის პრობლემები

სიმსივნის გამო თირკმლები და შარდის ბუშტი შეიძლება შევიწროვდეს, რაც შარდვას ართულებს. ამის გამო პაციენტები ტუალეტში დროულად გასვლას ვერ ახერხებენ, ან შარდის ბუშტს ბოლომდე ვერ ცლიან, რაც საშარდე გზების დაინფიცირებას და ტკივილს იწვევს.

7. ზურგის, ბარძაყის და ფეხების მუდმივი ტკივილი

სიმსივნე თითქმის ყველა შინაგან ორგანოს ავიწროებს. სისხლძარღვები გამონაკლისს არ წარმოადგენს. კიდურებსა და ბარძაყებში სისხლდენა მნიშვნელოვნად უარესდება, რაც ტკივილს და შეშუპებას იწვევს.