Connect with us

თავის მოვლა

მკითხაობა სავარცხელზე: 6 დაავადება რომელთა ამოცნობაც თმის მდგომარეობით შეიძლება

ზოგჯერ სუსტი, მტვრევადი თმა და თმის ცვენა არასწორი მოვლის შედეგია მაგრამ, თმასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა შეიძლება რაიმე დაავადების სახიფათო მანიშნებელი იყოს. ამ სტატიაში გაიგებთ, თუ რომელ დაავადებებზე შეიძლება მიგვანიშნებდნენ თმები.

კბილებისა და ღრძილების დაავადებები

Journal of Clinical Investigation-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც: კერატინი რომელიც თმის ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი, ასევე კბილებისთვისც მნიშვნელოვანი ყოფილა. ის მნიშვნელოვანი “სამშენებლო მასალაა” რომელიც აუცილებელია კბილებისა და თმის სიმაგრისა და ჯანმრთელობისთვის. თუ თმებზე პრობლემები შეგექმნათ, მაშინ კბილებიც უნდა შეამოწმოთ.

არაჯანსაღი კვება

თმები გაუფერულდა და დათხელდა? აჯობებს თქვენს ყოველდღიურ რაციონს გადახედოთ: თმის მტვრევადობა და მბზინვარების კლება – შეიძლება ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების უკმარისობის ბრალი იყოს. ყოველდღიურ რაციონში ხილი და ბოსტნეული ჩაამატეთ. შეამცირეთ გადამუშავებული პროდუქტების რაოდენობა.

დეპრესია

ხანგრძლივი სტრესი და შფოთვა შეიძლება დერესიის ტრიგერი აღმოჩნდეს, გარდა ამისა ისინი თმებსაც ანადგურებენ. ნორმაში ყოფნისას ყოველდღიურად დაახლოებით 80 ღერ თმას ვკარგავთ, მაგრამ თუ შენიშნავთ, რომ თმის ცვენა უფრო ინტენსიური გახდა, ალბათ აჯობებს ექიმს მიმართოთ და შესაბამისი ანტისტესული თერაპია შეარჩიოთ.

ჰორმონალური ბალანსის დარღვევა

ჰორმონალური კონტრაცეპტივების მოხმარებისას თმა შეიძლება გაუფერულდეს, დათხელდეს, გამოშრეს და მტვრევადიც გახდეს. თუ მსგავსი სიმპტომები შეამჩნიეთ, მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს და თხოვეთ სხვა საშუალებები შეგირჩიოთ.

მელანინის უკმარისობა

გამოცემა Ophthalmology-ს მიხედვით, ქერა და ცისფერთვალება ადამიანიების ორგანიზმის გაცილებით ნაკლებ მელანინს გამოიმუშავებს, შედეგად ისინი უფრო მიდრეკილნი არიან ასაკობრივი მაკულიარული დეგენერაციის მიმართ, რაც ხშირად ხდება 50 წლის ასაკს ზემოთ, მხედველობის შეუქცევადი დაკარგვის მიზეზი. აუცილებლად დაიცავით თვალები მზისგან.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

თმის მოულოდნელი დათხელება შეიძლება ჰიპეთერეოზის მიზეზით მოხდეს. ასეთ დროს ფარისებრი ჯირკვალი საკმარისი რაოდენობის ჰორმონებ ვერ წარმოქმნის. გარდა ამისა თმებისდ ათხელებად ა დასუსტება შეიძლება საკვერცების პოლიკისტოზის ბრალიც იყოს. აუცილებად მიმართეთ ენდოკრინოლოგს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.