Connect with us

ტესტები

მკითხაობა კატაზე. აირჩიეთ კატის გამოსახულება და წაიკითხეთ, რა გელოდებათ მომავალ კვირას

აირჩიეთ კატის სურათი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ყურადღებით დააკვირდით, თუ რომელი ნომრის ქვეშაა. კატის სურათი გეტყვით, თუ რა გელოდებათ მომავალ კვირას.

ექსპრესს მკითხაობა ორიენტაციას მოგცემთ. ეს დოგმა არაა. ყველაფერი ჩვენს ხელშია და იყოს ისე, როგორც თავად გსურთ. წარმატებები!

კატა №1

მომავალ კვირას რომანტიკული თავგადასავლები გელოდებათ. რომანტიკისთვის არსად გასვლა არ მოგიწევთ – ყველაფერი თქვენთვის ჩვეულ ადგილას მოხდება. სამყაროს და საკუთარ თავს მადლობა გადაუხადეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში სიხარულის და სიყვარულის ადგილი ყოველთვის არის.

მეორე ნახევარი თქვენგან ძალიან ელოდება სინაზეს – მას სიყვარული აჩუქეთ. საყვარელი ადამიანის გაბრწყინებულ თვალებს ჩახედეთ და მიხვდით, რომ ისინი თქვენი წყალობით ბრწყინავენ!

კატა №2

მომავალ კვირას დიდი ალბათობით ზედმეტ ფულს დახარჯავთ. ფულის ფლანგვა ხანმოკლე ბედნიერებას მოგიტანთ, მაგრამ ბიუჯეტს სრულად დააცარიელებს. სცადეთ „საკუთარი ხელი დაიჭიროთ“, მხოლოდ ასე შეძლებთ საფულეზე ზედმეტი ზიანის მიყენების შემცირებას.

ზოგჯერ საჭიროა საკუთარი თავი გაწეული სამუშაოსთვის დააჯილდოვოთ. ჩვენ ხომ ვმუშაობთ, რომ გარკვეული სარგებელი მივიღოთ. მაგრამ ზომიერად ხარჯვა უნდა იცოდეთ და შესყიდვები უკონტროლო შოპინგად არ აქციოთ.

კატა №3

შემდეგი კვირა რთული იქნება. უსიამოვნებები სამსახურსა და ურთიერთობებში თქვენზე ზეწოლას მოახდენს. იმედი არ გაიცრუოთ და არ იფიქროთ, რომ რაღაც გამოუსწორებელი რამ მოხდება. თქვენი სირთულეები ბევრს წვრილმანად მოეჩვენება.

დაფიქრდით, რამდენ სარგებელს ფლობთ, რამდენი კარგი რამ არსებობს თქვენს ცხოვრებაში. მადლიერების გრძნობა, ასევე გულწრფელი მხარდაჭერა აღმოჩენა – აი, გასაღები, რომ სერიოზული უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ.

კატა №4

ცრურწმენების მიუხედავად, შავი კატა ამბობს, რომ მომავალ კვირას დიდი სიხარული გელოდებათ. მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს ფინანსური მდგომარეობის თუ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესება. უფრო მნიშვნელოვანია მიზეზი, რამაც ეს დიდი ბედნიერება შესაძლებელი გახადა.

დაფიქრდით, თუ კარგი რა გააკეთეთ წარსულში – ეს მოქმედება ნამდვილად იდენტური იქნება იმ სიტუაციასთან, რომელიც მომდევნო კვირაში სიხარულს მოგიტანთ. ამავე სულისკვეთებით განაგრძეთ. წარმატებებსს გისურვებთ!