Connect with us

თავის მოვლა

მინის კანი – კორეელი ქალების საიდუმლო, რომლითაც 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან

როცა 40 წლის ხართ, მაგრამ თქვენი კანი 20 წლით ახალგაზრდულად გამოიყურება. ფიქრობთ, რომ საუკეთესო კოსმეტიკა ფრანგებს აქვთ? ასე არაა!  პირველი ადგილი უკვე დიდი ხანია კორეელებმა დაიპყრეს. გასაკვირი არცაა, რადგან ზრდასრული სტუდენტების დედების შემხედვარე, რომლებიც თავად სკოლის მოსწავლეებს ჰგვანან, ეჭვი გეპარებათ: მათ მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო ხომ არ იციან. დიახ, იციან და დღეს Alltime.ge-ს რედაქცია ერთ–ერთ მათგანს გიზიარებთ.

სამხრეთ კორეა: ახალგაზრდა კანი=ბრწყინვალე კანი. ჰკითხეთ ნებისმიერ სამხრეთ კორეელ ლამაზმანს: როგორ გამოიყურება იდეალური კანი? წამებში გიპასუხებთ: „როგორც მინა“. ჩვენთვის ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ კორეელი ქალი სიამოვნებით აგიხსნით, რომ საქმე ეხება დაჭიმულ სახეს, თანაბარი ტონით, უხილავი ფორებით და ძალიან, ძალიან გამოხატული ბზინვარებით. სწორედ ასე გამოიყურება კორეელების მთავარი ბიუთი ტრენდი.

„მინის კანი“ – კორეელების სილამაზის სტანდარტი

სამხრეთ კორეაში მარადიულ ახალგაზრდობას თაყვანს სცემენ და კანის სილამაზის შესახებ ყველაფერი იციან. ადგილობრივებმა უკვე დიდი ხანია აითვისეს მარტივი ხრიკი, რომელთა შესწავლას ამერიკელები და ევროპელები მხოლოდ ახლა ცდილობენ. ახალგაზრდა კანი ასეთია. რაც ლოგიკურია, რადგან ბზინვარება ნაოჭებს და სხვა ნაკლოვანებებს ვიზუალურად ასწორებს. სწორედ ამიტომ, დიდიან–პატარიანად „მინის კანის“ მიღწევას ცდილობს. ფაიფურის კანის მიღებაში კი ეს სილამაზის ხრიკი ეხმარებათ.

„მინის კანის“ სტანდარტი ბიჭებშიც გავრცელებულია. მინასავით ბზინვარე კანი (ცხიმიან ბზინვარებაში არ აგერიოთ) რამდენიმე ეტაპიანი დატენიანებით მიიღწევა. მარტივად რომ ვთქვათ, მხოლოდ ერთი წესია: არანაირი მკვებავი, ცხიმიანი კრემები!

საიდუმლო მსუბუქი დამატენიანებელი კოსმეტიკის წასმაა. სანამ ჩვენ ტკბილად გვძინავს და მაღვიძარას ყურადღებას არ ვაქცევთ, კორეელები ერთი საათით ადრე დგებიან, რომ ყველაფერი მოასწრონ.

„მინის კანის“ მისაღებად აბაზანაში დიდხანს გაჩერება მოგიწევთ: დაბანა, კანის აქერცვლა პილინგით (არანაირი გარგარის კურკა!), გელის შრატის წასმა (მაგალითად, ჰიალურონის მჟავა ან C ვიტამინი ბზინვარებისთვის), შემდეგ მსუბუქი შრატი ან ესენცია (ეს ნაბიჯი შეგიძლიათ ნაჭრის ნიღბით ჩაანაცვლოთ, 10 წუთით გაიკეთეთ), შემდეგ ზემოდან სასურველი დამატენიანებელი სახის გელით დალუქეთ.

რა თქმა უნდა, მსუბუქი ტონალური ბზინვარების ეფექტით და SPF ფაქტორით არ გვავიწყდება. ეფექტი – ბავშვივით ბზინვარე კანი. ერთი დაჭერა და ზედმეტი დატენიანებისგან გასკდება, მაგრამ ნაოჭებს საშლელივით შლის.

„მინის კანის“ მისაღებად ყოველ დილით 5-6 საშუალება დაგჭირდებათ. თან „მინის კანის“ მიღებას დიდი დრო სჭირდება, ეს ჰაილაითერით ყვრიმალების გამოკვეთა არაა. თუმცა შედეგი ამად ღირს. როგორც მინიმუმ, კორეელების აზრით.