ჯანმრთელობა
მიირთვით შავი ქლიავის ჩირი ყოველდღიურად. მისი გავლენა ორგანიზმზე ფასდაუდებელია
შავი ქლიავის ჩირი, ქლიავის გამომშრალი ნაყოფია, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თანაც სრულიად დამსახურებულად. სასარგებლო ვიტამინებითა და მინრეალებით მდიდარ ამ პროდუქტს დადებითი გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე.
პირველად შავი ქლიავის ჩირის მომზადება ჩვ.წ.აღ-მდე მე-6 საუკუნეში კასპიის ზღვის ტერიტორიაზე დაიწყეს. მეცნიერები თვლიან, რომ ადგლიობრივმა მოსახლეობაბ ნაყოფის მზეზე გაშრობა მისი ვადის გასახანგრძლივებლად გადაწყვიტეს.
შავქლიავის შემადგენლობა: ვიტამინები და მინერალები
მასში შემავალი ვიტამინების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ამ ნაყოფის რაციონში არ გამოყენება უბრალოდ დანაშაულია.
ვიტამინები 100 გრ ქლიავის ჩირში
A, რეტინოლი და მისი მსგავსი ნაერთი – 38,713 მკგ
B5, პანტოტენატი – 0,419 მგ
C, ასკორბინის მჟავა – 0,577 მგ
B1, ტიამინი – 0,049 მგ
B6, პირიდოქსინი – 0,203 მგ
E, ალფა-ტოკოფეროლი, ტოკოფეროლის მსგავსი – 0,427 მგ
B2, რიბოფლავინი – 0,184 გრ
PP, ნიკოტინის მჟავა, ნიაცინის ექვივალენტი – 1,879 მგ
B9, ფოლიუმის მჟავა – 3,904 მკგ
B4, ქოლინი – 10,093 მგ
გარდა ამისა, მშრალ ქლიავში ისეთი სასარგებლო ნაერთები აღმოაჩინეს, როგორიცაა ფილოჰინონი (K ვიტამინი, შემადგენლობა – 59,494 მკგ 100 გრ პროდუქტზე) და ბეტაინი (0,399 მგ 100 გრ-ზე)
მაკროელემენტები 100 გრ მშრალ ქლიავში
ფოსფორი – 68,773 მგ
მაგნიუმი – 40,836 მგ
კალიუმი – 731,294 მგ
ნატრიუმი – 1,944 მგ
კალციუმი – 42,106 მგ
ფთორი – 3,966 მგ
საშუალო ზომის მშრალი ქლიავი 15 გრ-ს იწონის. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ნაყოფში დაახლოებით 36 კალორიაა. სტანდარტულ 200 მლ ჭიქაში დაახლოებით 250 გრ მშრალი ქლიავი ეტევა. ასეთი პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება 600 კალორიაა.
ორგანიზმისთვის შავი ქლიავის სარგებელი
ვიტამინების, მიკროელემენტების და უჯრედისის კონცენტრაცია შავ ქლიავში გაცილებით მეტია, ვიდრე ახალ ნაყოფში, ამიტომ სამკურნალო მიზნით მშრალი პროდუქტის გამოყენება უფრო მისაღებია.
ადამიანის ორგანიზმის მთელი სისტემისთვის შავი ქლიავი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. დიეტოლოგები ხშირად მას საფაღარათო საშუალების სახითაც ნიშნავენ, ასევე ნაღვლის გადინების და კუჭის წვენის სეკრეციის გასაუმჯობესებლად.
თუ ყოველდღე 5 ნაყოფ შავ ქლიავს მიიღებთ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს სამუდამოდ დაივიწყებთ და ჭარბ წონას მოიშორებთ. შავი ქლიავი სხვა ორგანოებისთვისაც სასარგებლოა.
1. ოსტეოპოროზის დროს
ოსტეოპოროზი და ოსტეოპენია (ძვლოვანი მასის შემცირება) საკმაოდ ფართოდ გავრცელებული დაავადებებია.
შავი ქლიავი ძვლის მტვრევას შეამცირებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ქალებში მენოპაუზის დროს. ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, ყოველდღე 10 მშრალი ქლიავის მიღებით, ოსტეოპოროზის და მოტეხილობის თავიდან აცილებას შეძლებთ.
„ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრი ხილის სახეობა გავაანალიზე, მათ შორის ლეღვი, ფინიკი, მშრალი მარწყვი და ქიშმიში, მაგრამ შავქლიავის ეფექტურობასთან ახლოს არც ერთი არ იყო. ჯანსაღი ძვლების კუთხით შავქლიავი გამონაკლისს წარმოადგენს“ – აღნიშნავს ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბაჰრამ არდჯამანდი.
2. შეკრულობის დროს
მშრალი ქლიავი რბილი, მაგრამ ეფექტური მოსადუნებელი საშუალებაა. ხანგრძლივი შეკრულობის მოსაშორებლად, ყოველი საკვების მიღების წინ მდუღარე წყალში გახსნილი 3 ნაყოფი მიიღეთ, ან მათგან მომზადებული ნახევარი ჭიქა ნაყენი დალიეთ.
3. გულისთვის
პოლიფენოლი, კალიუმი და სხვა ნუტრიენტები, რომლებიც ორგანიზმში შავი ქლიავიდან ხვდება, სისხლძარღვების კედლებს ელასტიურობას ანიჭებს, გულის კუნთებს აძლიერებს, გულის ცემა ნორმაში მოჰყავს. ამის წყალობით, ადამიანებს, რომლებიც შავ ქლიავს თავის ყოველდღიურ რაციონში რთავენ, გულის დაავადების განვითარების დაბალი რისკი აქვთ.
4. თირკმლებისთვის
ჩირს შარდმდენი თვისება აქვს, ძლიერი შეშუპების დროსაც კი დაგეხმარებათ. თირკმლების მუშაობას აუმჯობესებს, შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს.
5. მხედველობისთვის
პროდუქტი A ვიტამინით მდიდარია, რაც მხედველობის მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს. პროდუქტის მოხმარება რეკომენდებულია მათთვის, ვინც კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს ან თვალზე ქირურგიული ოპერაცია გადაიტანეს.
6. ავიტამინოზის დროს
ახალი შავქლიავი სასარგებლო ნივთიერებებით არის მდიდარი. ადამიანები, რომლებიც ყოველდღე 3-4 ქლიავის ჩირს მიირთმევენ, ჰიპოვიტამინოზი და ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების ფონზე განვითარებული დაავადებები ნაკლებად აწუხებთ.
7. ანგინის დროს
ქლიავის ჩირის ნაყოფი შეიცავს ნაერთს, რომელსა ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. შავქლიავის ნაყენი პირის ღრუს სავლები შესანიშნავი საშუალებაა ანგინის, სტომატიტის და სხვა დაავადების დროს, რომელთაც პირის ღრუს და ოროფარინქსის რბილი ქსოვილების ანთება ახლავს.
8. დაბერების შესაფერხებლად
ის ანტიოქსიდანტური ნაერთებით მდიდარია, რომლებიც ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში ეხმარება. ქლიავის ჩირის ყოველდღიური მოხმარება ორგანოების, ქსოვილების და სხეულის დაბერების პროცესს შეაფერხებს, სიმსივნის განვითარებას ალბათობას შეამცირებს.
9. იმუნიტეტის გასაზრდელად
მისი გამოყენების დროს ორგანიზმში ხვდება ნივთიერება, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს, ინფექციური და ვირუსული დაავადებების განვითარებას აფერხებს, გარემო ფაქტორების ნეგატიურ გავლენას აფერხებს.
10. ნერვული სისტემის სწორი მუშაობისთვის
B ჯგუფის ვიტამინები და სხვა ნუტრიენტები, რომელთაც შავქლიავი შეიცავს, ნერვული სისტემის მუშაობას არეგულირებენ, სტრესის არასასიამოვნო გავლენას ამცირებს, შფოთვას, გაზრდილ გაღიზიანებას, უძილობას ებრძვიან.
11. კოჟრების საწინააღმდეგიდ
ხალხურ მედიცინაში მშრალი ქლიავის ჩირი კოჟრების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. მშრალ ნაყოფს ცხიმიან რძეში 7 წუთით ხარშავენ, ორ ნაწილად ყოფენ და პრობლემურ ადგილას ისვამენ. მას შემდეგ, რაც ქლიავი გამაგრდება, მას ახლით ცვლიან. თითოეული პროცედურის საშუალო ხანგრძლივობა 10 წუთია.
12. პოტენციის ასამაღლებლად
პროდუქტის რეგულარული მოხმარება პოტენციას ამაღლებს, მამაკაცებში ეაკულანტის შემადგენლობა უმჯობესდება. ქალებში წინა მენსტრუაციული და კლიმაქსის ნიშნები მსუბუქდება.
შავი ქლიავის სარგებელი წონაში დასაკლებად და ორგანიზმის გასაწმენდად
ამ პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება 256 კალორიაა. დაახლოებით 57 გრ შაქარს შეიცავს. პროდუქტი კალორიულია, მაგრამ ეს წონაში დასაკლებად მის გამოყენებას ხელს არ უშლის. შავქლიავის უნიკალურ თვისებებზე ბევრი დიეტა არის დაფუძნებული.
შარდმდენი, ნაღვლმდენი და მომადუნებელი თვისებების წყალობით, ნაწლავების ფეკალური ნარჩენებისგან გაწმენდას ხელს უწყობს და ორგანიზმიდან ჭარბი წყალი გამოაქვს.
კიდევ ერთი შავქლიავის უპირატესობა – მასში შემავალი დიდი რაოდენობით კალიუმია. მეტაბოლიზმის პროცესების ნორმალური კურსის ჩასატარებლად შავქლიავის მიღება აუცილებელია. ყველასთვის ცნობილია, რომ ზედმეტი წონა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ჩნდება. ორგანიზმში კალიუმის ნორმალური შემადგენლობა ამ პრობლემის მოგვარებაში ხელს შეგიწყობთ.
ჩირის სწორად გამოყენება წონაში დასაკლებად
1. დღიური ნორმა 100 გრ-ს არ უნდა აჭარბებდეს.
2. ჩირი სასურველია დღის პირველ ნახევარში მირთვათ.
3. არ შეიძლება შავქლიავის და სხვა მოსადუნებელი საშუალებების ერთად მიღება.
მშრალი ჩირის მიღება შეიძლება ჭამამდე და ჭამის შემდეგ, შეგიძლიათ სალათას, ფაფას ან სასმელს დაუმატოთ. ჯანსაღი, დაბალანსებული დიეტის ფარგლებში ქლიავის ჩირი საკვების მიღებებს შორის ჯანსაღი წასახემსებელი შეიძლება იყო, რომ შიმშილის გრძნობა შეამციროთ. შავქლიავი ბევრ უჯრედისს შეიცავს, რომელიც კუჭში დანაყრების შეგრძნებას იძლევა.
განმტვირთველი დიეტა შავქლიავით
ორგანიზმის გასაწმენდად შეიძლება განმტვირთველი დღე მოაწყოთ. მისი დახმარებით 1-2 ზედმეტი კგ-ის მოშორებას შეძლებთ. ამ დღეს სახლიდან გასვლა არ ღირს, ასევე ჭარბ ფიზიკურ ვარჯიშზე უარი თქვით და ბევრი სითხე მიიღეთ.
განტვირთვის მოსაწყობად 25-30 მშრალი ქლიავი და სუფთა წყალი, ბალახების ნაყენი, უშაქრო ჩაი დაგჭირდებათ. ყოველ 2 საათში 3-4 ორთქლით დამუშავებული ქლიავი უნდა შეჭამოთ და ბევრი წყალი დააყოლოთ.
დღის განმავლობაში მინიმუმ 3 ლ სითხე მიიღეთ. თუ საღამოს ძლიერი შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, 1 ჭიქა კეფირი ან უშაქრო იოგურტი მიიღეთ.
ლორის და შავქლიავის რულეტის რეცეპტი
ბონუსის სახით ლორის, შავქლიავის და ბერძნული ნიგვზის რულეტის რეცეპტს გთავაზობთ.
ასეთი წასახემსებელი თქვენი მხსნელი იქნება. რამდენიმე ცალი რულეტის მომზადებას 10 წუთში შეძლებთ, ხოლო ღუმელში 15-20 წუთით გამოცხობის შემდეგ სუფრაზე გატანას შეძლებთ.
ინგრედიენტები:
- ლორის ზოლი (200 გრ) – 12 ცალი
- ქლიავის ჩირი კურკის გარეშე – 12 ცალი
- შუაზე გაყოფილი ნიგოზი – 12 ცალი
- ხის ჩხირი – 12 ცალი
მომზადება:
1. აუცილებლად გაჭრილი, მზა ხორცი აიღეთ. რადგან ასე თხლად ლორის თავად დაჭრას ვერ შეძლებთ.
2. ბერძნული ნიგვზის ნაწილი შავქლიავს ზემოდან დაადეთ და ოდნავ დააჭირეთ. შემდეგ მშრალი ქლიავი ლორის ერთ კუთხეში დადეთ, რულეტი დაახვიეთ და ხის ჩხირით დააფიქსირეთ.
3. რულეტები საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. ფორმაზე არაფრის წასმა საჭირო არაა, რადგან გაცხელების დროს ლორი საჭირო რაოდენობის ცხიმს გამოყოფს.
4. რულეტი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით გამოაცხვეთ, სანამ კარგად არ შეწითლდება.
5. შეპიწკინებული და წვნიანი რულეტები ლორით, შავქლიავით და ნიგვზით მზადაა!
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!