ჯანმრთელობა
მიირთვით ყოველ დილას თაფლიანი წყალი. ჭიები და პარაზიტები ორგანიზმს აუცილებლად დატოვებენ
უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ თაფლიან წყალს ორგანიზმზე დადებითი გავლენა აქვს. 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩ/კ თაფლი ნამდვილი სამკურნალო სასმელია.
ასეთი კომბინაციის წყალობით, მიიღებთ თაფლის ხსნარს, რომელიც შემადგენლობით სისხლის პლაზმას ჰგავს. მისი მომზადების დროს თაფლს ცხელი წყალი არავითარ შემთხვევაში არ დაუმატოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასარგებლო თვისებებს დაკარგავს და მომწამვლელი გახდება.
წყალი ცივი უნდა იყოს, რომ თაფლმა მასში წებოვანი ნაერთები წარმოქმნას. დალიეთ დილით უზმოზე და ორგანიზმს დიდ სარგებელს მოუტანთ.
თაფლიანი წყლის სარგებელი
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას არეგულირებს, ნაწლავების მიკროფლორას აღადგენს და დისბაქტერიოზს აქრობს.
- იმუნიტეტს ზრდის, ქრონიკულ ბრონქიტს და სურდოს მოგაშორებთ, ფილტვებში დაგროვებულ ლორწოვანს ათხელებს.
- საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან პარაზიტები გამოაქვს.
- წიდებს, განავლის ნარჩენებს, ტოქსინებს მოგაშორებთ.
- მთელ ორგანიზმს უჯრედულ დონეზე წმენდს.
- ჰიგროსკოპული თვისებების წყალობით ენურეზს მოგაშორებთ.
სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით ასეთი წყალი უზმოზე გაღვიძებისთანავე უნდა დალიოთ. ერთ ჭიქაზე მეტი არა. როგორც ნებისმიერი სამკურნალო საშუალება, მისი ჭარბად მოხმარება არ შეიძლება. თუ ერთდროულად ერთ ლიტრს დალევთ, ჯანმრთელი ვერ გახდებით.
დალეული თაფლიანი წყალი ნაწლავებში ხვდება და მისი კედლების გასწვრივ სისხლში შეიწოვება. დილით დალეული თაფლიანი წყლის სარგებელი უდავოა.
თაფლიანი წყალი შეგიძლიათ გარეგნულად გამოიყენოთ. როგორც ნატურალური კოსმეტიკა სახის გასაწმენდად გამოიყენეთ. ის კანს კვებავს, მას უფრო ნაზს, რბილს და ხავერდოვანს ხდის.
მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თბილი თაფლიანი ჩაი დარიჩინთან ერთად დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა. გახდომის მსურველები მას ძილის წინ სვამენ. თაფლი ტკბილია, მაგრამ საჭირო პროპორციით და დარიჩინთან ერთად ნამდვილ ცხიმისმწველ ეფექტს ფლობს.
წყალი აადუღეთ. 1 ჭიქა მდუღარე წყალი ნახევარ ჩ/კ დარიჩინს დაასხით. როცა სასმელი გაგრილდება, 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ.
გახსოვდეთ: მაღალმა ტემპერატურამ თაფლის ფერმენტები რომ არ გაანადგუროს, მხოლოდ თბილ ან ცივ წყალს დაუმატეთ, მაგრამ არა ცხელ წყალს.
დარიჩინი თაფლთან ერთად მოგაშორებთ მიზეზებს, რის გამოც ორგანიზმში ცხიმი გროვდება, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვება ან სისხლში გაზრდილი მჟავე რეაქცია.
თაფლი სუფთა გლუკოზა არის B, E და K ჯგუფის ვიტამინებით, კაროტინით და ფოლიუმის მჟავით. ფუტკრების მიერ მოცემული ეს ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობას აუმჯობესებს, თუ ზომიერად მიიღებთ. თაფლიანი წყალი უზმოზე არის სასმელი, რომელიც ძალებს დაგიბრუნებთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.