ყვავილები
მთვარის ფაზების გავლენა ოთახის მცენარეების სასიცოცხლო ციკლებზე: როდის სჯობს მორწყვა და გადარგვა
როგორც ცნობილია, მთვარის ფაზები ყველა ცოცხალ არსებაზე გავლენას ახდენენ, მათ შორის ოთახის მცენარეებზე. გამოცდილმა ფლორისტებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ მცენარეები გადარგვას, მორწყვას და განიავებას სხვადასხვა პერიოდში განსხვავებულად აღიქვამენ.
დღეს ოთახის მცენარეებისთვის მთვარის კალენდრის შესახებ გიამბობთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ყვავილები საჭირო დროს გადარგათ, სწორი რაოდენობის წყლით მორწყათ და მათი სასიცოცხლო ციკლის შესახებ უკეთ გაიგოთ.
სავსე მთვარეობა
მთვარის მზარდი პერიოდის შემდეგ სავსე მთვარის ფაზა დგება, რომლის დროსაც მცენარის მიწის ზედა ნაწილი წვენით და მკვებავი ნივთიერებებით სავსეა. ასეთი დღეები მოსავლის ასაღებად საუკეთესოა. აი, მცენარის მოჭრა ან გადარგვა ამ პერიოდში რეკომენდებული არაა. სჯობს სასუქის მიწოდების გარდა ყველა სხვა სამუშაო შეაჩეროთ.
ახალ მთვარეობა
ახალი მთვარის ფაზა ოთახის მცენარეებისთვის ხელსაყრელია. ის მთვარის კლების დროს ჩნდება. ამ დროს მცენარეების ფესვების სისტემა სითხით გადავსებულია, ხოლო მიწის ზედა ნაწილი დასუსტებულია. ამ პერიოდში მცენარეები არავითარ შემთხვევაში არ გადარგოთ და არ ჩარგოთ, ამან მათი დაღუპვა შეიძლება გამოიწვიოს.
მზარდი მთვარე
ეს არის ფაზა ახალ მთვარეობასა და სავსე მთვარეობის პერიოდს შორის. ამ დროს მცენარის მიწის ზედა ნაწილი უფრო ინტესიურად ვითარდება, რადგან მცენარის სასიცოცხლო ციკლი ზემოთ არის მიმართული. თესლის დარგვა ან მცენარის მოჭრა სჯობს ამ პერიოდს დაამთხვიოთ, ხოლო გადარგვა სხვა დროისთვის გადადოთ.
კლებადი მთვარე
პერიოდი სავსე მთვარეობიდან ახალ მთვარეობამდე, ან კლებადი მთვარის ფაზა. ამ დროს მცენარის სასიცოცხლო ძალები ფესვებისკენ არის მიმართული, ამიტომ მიწისქვეშა ნაწილები აქტიურად ვითარდება, ხოლო მიწისზედა ნაწილი ზრდას წყვეტს. ამ პერიოდში მცენარეები იშვიათად უნდა მორწყათ.
მთვარის კალენდრით იხელმძღვანელეთ, რომ მცენარეებზე უკეთ იზრუნოთ და მათი განადგურება არ გამოიწვიოთ. თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს რთულია, მაგრამ მიჩვევის შემდეგ შედეგებს აუცილებლად დაინახავთ.