Connect with us

ჰოროსკოპი

მთვარის დაბნელება 8 ნოემბერს. საბედისწერო მოვლენები მოხდება

8 ნოემბერს მთვარის დაბნელებაა, ამიტომ ბევრ საბედისწერო მოვლენას და სიურპრიზს უნდა ველოდოთ. ამ პერიოდში მთვარე ურანშია, ამიტომ ძალიან ემოციური პერიოდისთვის მოემზადეთ. მეორე ბოლოში, მზე და მერკურია, ცოტა შორს – ვენერა. ურანი მოულოდნელობის, თავისუფლებისმოყვარეობის, ამბოხის და შოკისმომგვრელი ორიგინალობის სიმბოლოა.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა გააკეთოთ 8 ნოემბერს და რა სიურპრიზებს ელოდოთ.

მთვარის დაბნელება

მთვარის დაბნელება კუროს მე–17 გრადუსში მოხდება. გამოდის, რომ ყველაზე მეტად ხელმომჭირნე კურო დაზარალდება. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ემოციების გაკონტროლებას ვურჩევთ.

კურო რესურსების პლანეტაა, ხოლო ვენერა ურთიერთობის პლანეტა. დაბნელების პერიოდში ორივე გაძევების მდგომარეობაში იქნება, ამიტომ ცვლილებებს ფინანსების ან ურთიერთობის სფეროში ელოდეთ. ცხოვრების და კვების ხარჯები გაიზრდება. ბევრი კაფე და რესტორანი შეიძლება დაიხუროს.

მთვარის დაბნელების გავლენას ყველაზე ძლიერ 5-9 ნოემბერს იგრძნობთ. ამავდროულად, მისი გავლენა მთელი თვე შეიძლება გაგრძელდეს.

დაბნელება ყოველთვის კარმული ვალის ანაზღაურებაა. ამჯერად მთვარის დაბნელებაში ბევრი პლანეტა მონაწილეობს, ამიტომ ძლიერი და ღრმა ასტროლოგიური მოვლენა გველოდება. ბევრ საიდუმლოს ფარდა აეხდება, გასაიდუმლოებული ინფორმაცია შეიძლება ცნობილი გახდეს.

ასევე დაბნელების პერიოდში ცვლილებები და განვითარების ახალი ციკლი იწყება. კურო–მორიელის ღერძი ფინანსებს და მსოფლიო ეკონომიკას უკავშირდება, ამიტომ ამ მხრივ ცვლილებებს ელოდეთ.

ნებისმიერი დაბნელება ენერგეტიკულად ძლიერი პროცესია, რომელიც ყველა ცოცხალ არსებაზე გავლენას ახდენს და მნიშვნელოვან პროცესებს იწყებს. დაიცავით წესები: ხანგრძლივი მოგზაურობა, ქორწინების ან ბიზნესის რეგისტრაცია, ახალი სამსახური ან ახალი საქმე არ დაგეგმოთ. ბევრი ფულის დახარჯვა და მსხვილი ქონების შეძენაც არ ღირს.

კარგი დროა, რომ ცუდი ჩვევები მოიშოროთ და კარგის ფორმირება დაიწყოთ, ფინანსების და კეთილდღეობის მოსაზიდად რიტუალები ჩაატაროთ, ტოქსიკური ურთიერთობა გაწყვიტოთ, ძველი შეთანხმება დაასრულოთ. გირჩევთ, რომ ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად სიმშვიდეში გაატაროთ.

გარკვეული სტაბილურობის შესანარჩუნებლად რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. მთვარის დაბნელება დაძაბულ სიტუაციებს შექმნის, რაც თვითგამოვლენაში, ცხოვრების სიხარულში, პარტნიორებთან ურთიერთობაში, სასიყვარულო ისტორიებში, კონტაქტებში გამოიხატება.

ყველაფრის ერთდროულად ცდა არ ღირს. მოგიწევთ სხვებს აჩვენოთ თქვენი მხარე, რომელსაც ისინი, ან იქნებ, თავად თქვენც არ იცნობთ.

დაბნელების წერტილი სატურნთან და ურანთან კონფლიქტშია. ეს კი სერიოზულ რისკებს ქმნის. გაიზრდება ავარიული შემთხვევები და ტრავმა. მოსალოდნელია, ეკონომიკური კრიზისი და ეპიდემიური სიტუაციის გართულება. შიშებს გაუმკლავდით, შფოთვა შეამცირეთ, გაძლიერდით და საკუთარ თავზე იზრუნეთ.

მთვარის დაბნელება დაბნელებამდე 3 დღით ადრე და 3 დღის შემდეგ განსაკუთრებით ძლიერ იგრძნობა. ამ დღეებში არაფერი მნიშვნელოვანი დაგეგმოთ. ყველაფერი საუკეთესო წინ გელოდებათ!

Advertisement