Connect with us

ვიდეო

მთელი თასი ხრაშუნა ხახვის რგოლები საყვარელი ბებიასგან. ისტორია სულში ჩამწვდომია

მაშინაც კი, თუ ხახვი არ გიყვართ, ხახვის რგოლები მაინც უნდა მოამზადოთ. ეს წარმოუდგენლად გემრიელი ხრაშუნა სასუსნავია. ბებიამ, რომელიც Youtube-ზე არხის “Veg Village Food” მფლობელია, მთელი თასი ხახვი შეწვა,  შემდეგ კი ბავშვებს დაურიგა. ამას ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ.

შემწვარი ხახვის რგოლები

ინგრედიენტები:

  • ხახვი
  • მაღალი ხარისხის ხორბლის ფქვილი
  • დაფქული ჩილის წიწაკა
  • ჰარამ მასალა (ინდური არომატული სანელებლების ნარევი)
  • სიმინდის ფქვილი
  • დაფშვნილი ორცხობილა
  • ჩატ მასალა (ქვიშისფერი სანელებლების ნარევი)

მომზადება:

1. ხახვი გაასუფთავეთ და რგოლებად დაჭერით.

2. შემდეგ მაღალი ხარისხის ფქვილი, დაფქული ჩილის წიწაკა, გარამ მასალა და სიმინდის ფქვილი აურიეთ. შემდეგ წყალი დაუმატეთ და აურიეთ.

3. ცალკე თასში დაფქული ორცხობილა მოათავსეთ. ხახვის რგოლები ჯერ სანელებლებისა და ფქვილის ნარევში ამოავლეთ, შემდეგ დაფქულ ორცხობილაში.

4. რაფინირებულ ზეთში შეწვით.

5. ჩატ მასალის სანელებლები მოაყარეთ. ეს ნაბიჯი შეგიძლიათ გამოტოვოთ.

ბავშვების გამასპინძლება

მას შემდეგ, რაც ბებიამ ხახვის რგოლები მოამზადა, ქუჩაში ბავშვებს დაურიგა. ამ ბედნიერ სახეებს შეხედეთ.

იუთუბზე ვიდეოს ბევრი დადებითი კომენტარი ჰქონდა.

Cookie Cute as a puppy:

მსოფლიოში არც ერთი ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს! ყველას ვლოცავ, ვინც აკეთებეს იმას, რომ ასე არ მოხდეს! რა ლამაზი ვიდეოა! მადლიერება ამერიკიდან!

Gargi Paul:

რა საყვარელია და სულს ათბობს! ასე გააგრძელეთ! მსოფლიოს ბევრი ისეთი შესანიშნავი და გასაოცარი ადამიანი სჭირდება, როგორიც თქვენ ხართ.

Black Dyamond:

“ამ ლამაზი ვიდეოს გამო ტანზე ჭიანჭველებმა დამიარა“.

სხვათა შორის, ეს სიკეთის ერთჯერადი გამოვლენა არაა. ბებია გაჭირვებულებისთვის რეგულარულად ამზადებს.

ეს ყველასთვის შესანიშნავი მაგალითია. გაუზიარეთ სხვებსაც.