Connect with us

ყვავილები

მთავარი სასუქი. როგორ გამოიყენოთ აბუსალათინის ზეთი ვარდის გამოსაკვებად

ყოველთვის ვოცნებობდი პატარა ვარდნარის შექმნაზე, მაგრამ ამ საქმეს მომავლისთვის ვდებდი. ვფიქრობდი, რომ ამ მშვენიერ ყვავილს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდა, ხოლო ასაყვავებლად დიდი ძალისხმევის გაღება იყო საჭირო. ამისთვის ძალიან ცოტა დრო მქონდა. აზრი შევიცვალე, როცა გავიგე, რომ არსებობს ჯადოსნური სასუქი, რომელიც ვარდს დიდხანს ყვავილობაში ეხმარება.

ნაცნობმა გამიზიარა, რომ ჩვეულებრივი აბუსალათინის ზეთით შესანიშნავ შედეგს მიაღწია, მცენარე გამოკვება და ყვავილობის დიდხანს შენარჩუნება შეძლო. ასეთ მოვლას ძალიან ცოტა დრო სჭირდება. რაშია ხრიკი? Аlltime.ge–ს რედაქცია სიამოვნებით გიზიარებთ.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ სასუქი აბუსალათინის ზეთით ვარდისთვის?

ამ სასუქის მოქმედება ჩვეულებრივი მინერალური სასუქის მოქმედებისგან განსხვავდება. ის მცენარის ჰორმონალური ფონის გაუმჯობესებისკენ მიმართულია. ზეთი სტიმულირებს სპეციალური ნივთიერებების გამომუშავებას, რომელიც ყვავილების ფორმირებასა და სწრაფად ზრდაზე პასუხისმგებელია. სასუქი ვარდის ხარისხს აუმჯობესებს, ყვავილი უფრო აყვავებული, კაშკაშა და დიდი ხდება.

ვამზადებთ აბუსალათინის სასუქს

  1. დაგჭირდებათ 1 ლ წყალი და მხოლოდ 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი. ხსნარს კარგად აურიეთ, რომ ემულსია მიიღოთ. გასაგებია, რომ ამას იდეალურად ვერ გააკეთებთ, რადგან ზეთს წყალში გახსნის უნარი არ აქვს.
  2. მიღებული ნარევით ვარდის ბუჩქები 14 დღეში ერთხელ მორწყეთ. პულვერიზატორიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომ მცენარე დანამოთ. დასანამი ხსნარის მოსამზადებლად სხვა თანაფარდობა გამოიყენეთ. კერძოდ, 1 ლ წყალზე 5 მლ აბუსალათინის ზეთი.
  3. ყველასთვის ცნობილია, რომ მწერების გარეშე ყვავილი ვერ გადარჩება. კარგი იქნება, თუ ფუტკრებს მოიზიდავთ. ამისთვის აბუსალათინის ზეთს ცოტა თაფლი ან შაქარი დაუმატეთ.

შესხურების პროცესის დაწყებამდე ვარდის ბუჩქები წყლით კარგად დანამეთ, სასიამოვნო შხაპი მოუწყვეთ. 2 საათი მოიცადეთ, შემდეგ გამოკვებეთ. ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი მორწყვით მცენარეს დამწვრობისგან დაიცავთ. თუ დანამვის შემდეგ ემულსია დაგრჩათ, ბუჩქის ქვეშ დაასხით.

ახლა იცით, როგორ გამოკვებოთ ვარდი, რომ თავისი სილამაზით დიდხანს გაგახაროთ. მარტივი, სწრაფი და იაფი მეთოდი ვარდის გამოსაკვებად ყვავილის რაოდენობის და ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

Advertisement