Connect with us

ჯანმრთელობა

მზრუნველი სპეციალისტის მითითება: როგორ ჩავალბოთ და დავლიოთ სელის თესლი

სელის თესლს სამკურნალო თვისებების გამო ყოველთვის დიდად აფასებდნენ. ამას მოწმობს მისი ლათინური სახელი – Linum usitatissimum, ანუ „სასარგებლო სელი“. დღეს გიამბობთ, როგორ დალიოთ სელის თესლი, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

როგორ დავლიოთ სელის თესლი

პატარა სელის თესლი – ვიტამინების, სელენის და კალიუმის მნიშვნელოვანი წყაროა. ის მდიდარია უჯრედისებით და 3 სახეობის პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავას შეიცავს.

სასარგებლო კვების მომხრეები ტყუილად არ უმატებენ სელის თესლს პურს, ფაფას და სმუზს. „სასარგებლო სელის“ სრული პოტენციალის გახსნა მხოლოდ ჩვენი რეცეპტების დახმარებით შეიძლება.

სელის თესლის ნაყენი

სელის თესლის გარსში შემავალ პოლისაქარიდებს ბევრი წყლის მოგროვება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, წყალში დაყენებისას ბლანტი ჟელე წარმოიქმნება, რომელსაც სამკურნალოდ შიგნით იღებენ.

საღამოს 1 ს/კ სელის თესლს ანადუღარი, ოთახის ტემპერატურის წყალი დაასხით. სითხემ თესლი სრულად უნდა დაფაროს.

დილით, უზმოზე ლორწოვანი ნაყენი დალიეთ და თესლი შეჭამეთ.

ამ მეთოდით თესლის სასარგებლო თვისებები უკეთ ნარჩუნდება.

სელის თესლის ნახარში

სელის თესლის მოხარშვა რეკომენდებული არაა. მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედებით მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავები მჟავდება და თვისებებს კარგავენ.

გაცხელება ლორწოს წარმოქმნას აჩქარებს. სწორედ ამიტომ, სჯობს თერმოსში ან თასში მდუღარე წყალი დაასხათ. 3 ს/კ თესლზე 1 ლ მდუღარე წყალი დაგჭირდებათ.

ნარევი 3 საათი გააჩერეთ, შემდეგ გააგრილეთ და ყოველი ჭამის წინ, 30 წუთით ადრე 1 ფინჯანი დალიეთ.

სელის თესლი კეფირით

სელის თესლი უნდა დაფქვათ. ასე ორგანიზმი უკეთ აითვისებს. ამის შემდეგ 1 ს/კ დაფქულ სელის თესლს 100 მლ უცხიმო კეფირი დაუმატეთ და საუზმის მიღებამდე დალიეთ.

რეკომენდებულია, ასეთი ნარევი 3 კვირა დალიოთ დისბაქტერიოზის, კუჭის სიმძიმის, ზედმეტი წონის დროს. თესლის რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ. პირველ კვირას 1 ს/კ სელის თესლი გამოიყენეთ, შემდეგ 2.

დილით სელის თესლის მიღება არ დაგეზაროთ და მალე ცვლილებებს შეამჩნევთ. საჭმლის მონელება დარეგულირდება, ზედმეტი კილოგრამები გაქრება, კანი გაიწმინდება. გახსოვდეთ, რომ იდეალური შედეგისთვის დღეში 2 ლ წყალი უნდა დალიოთ.