ჰოროსკოპი
მზაკვარი ქალების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
არსებობენ ქალები, რომელთაც შინაგანი მიმზიდველობა, უბადლო ხიბლი აქვთ და რითაც მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავთ. ასეთ ქალებს მიეკუთვნება ამ 5 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები. მათ შეუძლიათ ნებისმიერ კაცს სიგიჟე გააკეთებინონ. ისინი სხვებს გულს უტეხავენ და საკუთარი ძალების შესახებ იციან. ისინი ნამდვილი დედოფლები არიან, რომელთაც სამყაროზე მმართველობის ძალა აქვთ. მოკლედ, თქვენს წინაშეა მზაკვარი ქალების ხუთეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
მე-5 ადგილი – სასწორი
ქალი სასწორი მშვიდი, მოკრძალებული და მოქნილი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს მხოლოდ ფარსია. სასწორი იმათგანია, ვინც „რბილად ქსოვს და მაგრად სძინავს“. მთელი ეს მოკრძალება, მიმნდობლობა და სიმსუბუქე უბრალოდ ნიღაბია, რომლის ქვეშ მკაცრი, ეშმაკი ქალი იმალება.
ის თამაშით და სიცილით გაჯადოებთ, საკუთარ ხაფანგში გაბამთ და ყველა ახირების შესრულებას გაიძულებთ. ეს ძალიან მაცდური ქალია, რომლისგან არ იცით, რას უნდა ელოდოთ. რატომ ასე? მის არსენალშია ეშმაკობა, ინტუიცია, ცრემლები, პირფერობა და მანიპულაცია – ნამდვილი მტაცებლის იარაღები, რომლის დახმარებით საკუთარ მიზნებს აღწევს.
მე-4 ადგილი – ვერძი
მჩქეფარე ენერგია ვერძს იმპულსური ქმედებებისკენ უბიძგებს. მისი სიყვარული ცეცხლია, რომლის შემდეგ მხოლოდ ფერფლი რჩება. თუ მან შეგნიშნათ, გადარჩენის მცირე შანსი გაქვთ. ის გარემოს გრძნობს და მასთან მორგება შეუძლია: სანამ გეთამაშებათ, ყველაზე კარგი იქნება. თქვენ ცოფიანი და ისტერიული ხალხი მოგწონთ? ის ასეთი გახდება. თქვენ ნაზი და მეოჯახე ქალზე გიჟდებით? ის ზუსტად ასეთია. თქვენ გიჟი და აზარტული ქალი შთაგონებას გაძლევთ? დიახ, ეს მასზეა. ქალი ვერძი შეიძლება განსხვავებული იყოს და მერწმუნეთ, თუ მოისურვებს სამუდამოდ საკუთარ გულს მისცემთ.
მე-3 ადგილი – კურო
ქალი კურო თანდაყოლილ ქარიზმას, სიბრძნეს, ძლიერ ენერგეტიკას, განვითარებულ ინტუიციას და არამიწიერ სილამაზეს ფლობს. მამაკაცების ბრბოში პოტენციურ მსხვერპლს ადვილად პოულობს და არ აყოვნებს. მის გარშემო ბევრი თაყვანისმცემელია, მაგრამ ირჩევს მხოლოდ მას, ვინც მასში ვნების გაღვივება შეძლო. საკმარისია ქალი კუროს ერთი შეხედვა, რომ მამაკაცი მოიხიბლოს, და ერთი სიტყვა, რომ მთელი სამყარო ფეხქვეშ დაუგოს.
მე-2 ადგილი – ლომი
ლომი ამაყი ქალია, რომელიც ღირსეულ პარტნიორს ეძებს. ის ჩვეულებრივ მამაკაცს არასდროს შეხედავს. როგორც მინიმუმ, მის გვერდით უნდა იყოს მეფე – ლამაზი, თავდაჯერებული, მიზანდასახული ლიდერი. ის როლებს არ თამაშობს: სიამაყე, ამპარტავნობა და მეფური მანერები სისხლში აქვს. ლომის განუმეორებელი თვისება – მდიდარი შინაგანი სამყარო და ქალური საწყისები. ამ ქალმა შესანიშნავად იცის საკუთარი შესაძლებლობების შესახებ და მათ კარგად იყენებს.
1-ლი ადგილი – მორიელი
მორიელი – ქალი, რომელსაც განადგურება და აღორძინება შეუძლია. მას შეუზღუდავი ქალური ძალა და უზარმაზარი ენერგეტიკა აქვს. ერთი შეხედვა საკმარისია, რომ ვნება, შიში, სიყვარული, სიძულვილი, ტკივილი და აღელვება გამოიწვიოს.
მისი მომხიბვლელობის წინაშე კაცი მორიელიც უძლურია. ასეთი ქალი მამაკაცს ადვილად იზიდავს და მართავს. ის მაცდურია როგორც კაბაში, ასევე სპორტულ შარვალში, რადგან ნამდვილ არსს ვერ დამალავთ.
საბედისწერო ქალები ჯერ კაცების გულებს სწრაფად და ძალისხმევის გარეშე იპყრობენ, შემდეგ მთლიანად იმორჩილებენ. თუმცა თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი: სიყვარული თუ ასტროლოგია.