ჰოროსკოპი
მეჰდი ებრაჰიმ ვაფა გვიზიარებს ექსტრაჰოროსკოპს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. ივლისის ბოლო ცხელი იქნება
მეჰდი ებრაჰიმი პოპულარული ასტროლოგი და ექსტრასენსია, ასევე „ექსტრასენსთა ბრძოლის“ გამარჯვებული. სპეციალისტი ცნობილია თავისი ექსტრაჰოროსკოპებით, რომლებშიც დეტალურად გვიამბობს, რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს უახლოეს პერიოდში. ივლისის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება, მაგრამ ასეთ მოკლე დროშიც თქვენი ცხოვრება მკვეთრად შეიძლება შეიცვალოს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა ცვლილებები გელით.
მეჰდი ებრაჰიმი
ვერძისთვის ივლისის ბოლო კარგი პერიოდია სამსახურისთვის და გარეგნული ცვლილებებისთვის. ამ დროში შეგიძლიათ ოჯახი შექმნათ. აი, დაშორება დროებით გადადეთ. ბევრი სასიამოვნო შეხვედრა და წარმატებული სამუშაო შეთავაზებები გელით. ახალი პროექტი თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
კურომ კონკურენციას თავი უნდა აარიდოს. თუ უფროსებთან გაუგებრობა არსებობს, სჯობს დათმოთ. ივლისის ბოლოს ყველა დაწყებულ საოჯახო საქმეს დაასრულებთ. ფინანსური პრობლემები იქნება, მაგრამ დროებითი. სასიყვარულო საქმეში დასვენებას გირჩევთ. ახლა არავის არაფერი უნდა დაუმტკიცოთ.
ტყუპების ცხოვრებაში ცვლილებების დროა. ერთგვარი განულება მოხდება, მაგრამ არ შეგეშინდეთ. ბევრისთვის ესაა სიბნელიდან გამოსვლა და ყველა კარისთვის სანუკვარი გასაღების მიღება. ასტროლოგი გირჩევთ, დროებით სერიოზული ფინანსური ინვესტიციებისგან თავი შეიკავოთ. უმჯობესია, იმოგზაუროთ, რომ რუტინული ცხოვრებისგან ცოტა ხნით დაისვენოთ.
კირჩხიბმა ივლისის ბოლოს არ უნდა იჩქაროს და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოს. ამ დროში შეიძლება იპოვოთ რაღაც, იქნება ეს მატერიალური ან სულიერი აღმოჩენა. ფულის მხრივ ბედი თქვენს მხარესაა. პირად ურთიერთობაში სიფრთხილე გმართებთ, რადგან თქვენი სიკეთით სარგებლობას ეცდებიან.
ჰოროსკოპი ლომისთვის, ქალწულისთვის, სასწორისა და მორიელისთვის
ლომმა ივლისის ბოლოს საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს და ფიზიკურ აქტივობას მეტი დრო დაუთმოს. სამსახურს სერიოზულად მიხედეთ. თქვენი არჩევანი სხვის ინტერესებთან არ უნდა გადაიკვეთოს. ბოროტი ხალხი მთელ ნეგატივს თქვენკენ მომართავს, ამიტომ კარგი იქნება, თუ შეიძენთ რაიმე თილისმას, რომელიც თქვენი დამცველი გახდება.
ქალწულს სერიოზული არჩევანის გაკეთება მოუწევს. დროა კრეატივი ჩართოთ და არასტანდარტულად იაზროვნოთ. ისე მოიქეცით, როგორც გული გიკარნახებთ. არ დათმოთ, თქვენი კომფორტი არ შესწიროთ. განსაკუთრებით პირად ურთიერთობას ეხება. ივლისის ბოლო დღეები ფინანსურად არც ისე ხელსაყრელია, მაგრამ ყველაფრის გამკლავებას შეძლებთ.
სასწორი ახალ გატაცებას აღმოაჩენს. ახლობლებთან და ნათესავებთან ბევრ დროს გაატარებთ. ამის წყალობით თქვენი ცხოვრება უფრო ნათელი გახდება. ყველა შესაძლო სიხარულისთვის დრო ბანალურად არ გეყოფათ. თუ სიყვარულს ეძებთ, თქვენს სურვილებზე თამამად განაცხადეთ. შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მორიელმა ხელი რასაც არ უნდა მოკიდოს, ყველაფერში გაუმართლებს. იდეალური დროა ფინანსური ინვესტიციებისა და ახალი სამუშაო პროექტებისთვის. ახალი საქმის დაწყების არ შეგეშინდეთ. თქვენი რისკი ყოველთვის გამართლებული იქნება. მეჰდი გირჩევთ, გამოიყენოთ ვერცხლის ნივთები, როგორც თილისმა ივლისის ბოლო კვირას.
ჰოროსკოპი მშვილდოსნისთვის, თხის რქისთვის, მერწყულისა და თევზებისთვის
მშვილდოსანს ივლისის ბოლოს რთული პერიოდი ელის. რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ გვერდით ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ. ასტროლოგი გირჩევთ, ციფრს 8 ყურადღება მიაქციოთ და გამოიყენოთ ყველგან, სადაც შესაძლებელია. ეს ფინანსებსაც ეხება. მასთან ერთად ყველაფერი შესანიშნავად იქნება.
თხის რქას გაუმართლა, რადგან მის ნაცვლად ბევრი საკითხი მოაგვარეს. ხდებით მაყურებელი, რომელიც მოვლენებს უბრალოდ აკვირდება. ამ დროში ეწვიეთ ადგილს, რომელიც სიმშვიდეს, ძალას და სიხარულს განიჭებთ. არ გაუწოდოთ დახმარების ხელი მას, ვინც ერთხელ გიღალატათ. ცუდად მოგიბრუნდებათ.
მერწყულის განწყობა მის ზურგს უკან მიმდინარე ინტრიგებმა შეიძლება გააფუჭოს. ეს თქვენი ნაყოფიერი მუშაობის შედეგებზე არ უნდა აისახოს. იცით, რა ფასს იხდით თქვენი მიღწევებისთვის და მზად ხართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად. პირადად უნდა აკონტროლოთ ყველა პროცესი, რომელზეც თქვენი მომავალია დამოკიდებული.
თევზების პირად ცხოვრებაში პრობლემები შეიძლება წარმოიშვას. დიპლომატის რეჟიმი ჩართეთ და გაუგებრობა ჯერ კიდევ დასაწყისში მოაგვარეთ. ივლისის ბოლო კარგი პერიოდია საქმიანი ხელშეკრულებების დასადებად და მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოსაწერად. ამავდროულად, არც ისე მარტივი პერიოდი გელით, მაგრამ საკუთარი თავის რწმენით ყველაფრის გამკლავებას შეძლებთ.