სხვა
მეცნიერულად დამტკიცებულია: ჩვენი წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ ვისზე ვქორწინდებით
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ის ადამიანები რომელთაც მეუღლეების სახით მყარი საყრდენი ყავთ, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი რთული დავალებების შესრულებისკენ.
შეიძლება არ დაეთანხმოთ მაგრამ, ჩვენი მსოფლმხედველობა და ცხოვრებისეული წარმატებები ძალიან არის დამოკიდებული ჩვენს გარემოცვასთან. მეცნიერები თვლიან, რომ წარმატებულობა პირდაპირ კავშირშია იმ ადამიანთან ვისზეც ვქორწინდებით.
კარნეგი მელონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეორე ნახევარს დიდი გავლენა აქვს იმ გადაწყვეტილებებზე რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში ვიღებთ. საერთო ჯამში ისინი ან გვეხმარებიან ან ხელს გვიშლიან წარმატების მიღწევაში.
პიროვნება რომელსაც მეუღლე მხარს უჭერს, საკუთარ თავზე უფრო რთული პრობლემების გადაწყვეტას ან რთული დავალებების შესრულებას იღებს. ასეთი დასკვნა გააკეთეს მეცნიერებმა მას შემდეგ რაც 160-ზე მეტი წყვილის ოჯახური ცხოვრება შეისწავლეს. ყოველ წყვილს მისცეს არჩევანი: მარტივი ამოცანის ამოხსნა ან პრიზისთვის შეჯიბრში მონაწილოება – ამავდროულად ისინი წყვილების საუბარს იწერდნენ. აღმოჩნდა, რომ ის პიროვნებები რომლებსაც მეუღლე მხარს უჭერდათ პრიზისთვის შეჯიბრში მონაწილეობას ირჩევდნენ.
ექსპერიმენტის დღიდან 6 თვის შემდეგ, მეცნიერები წყვილებს ისევ დაუკავშირდნენ. წყვილები რომლებმაც შეჯიბრში მონაწილეობა აირჩიეს უფრო დაახლოვდნენ, გაუმჯობესდა მათი ურთიერთობები და კეთილდღეობა, ბედნიერების მაჩვენებელმაც მოიმატა იმ წყვილებთან შედარებით რომელთან მარტივი ამოცანის ამოხსნა არჩიეს.
კარნეგის უნივერსიტეტსი ფსიქოლოგიის პროფესორმა, დოქტორმა ბრუკ ფინმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ ადმიანის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს (საქმიანობის ახალი სფეროს ან ახალი მეგობრების ძიების დროს) უდავოდ და პირდაპირ ახდენს გავლენას თუ როგორი წარმატება ექნება მას მომავალში.
მეორე ნახევარს შეუძლია წარმატების მიღწევაში დაგვეხმაროს, მხარი დაგვიჭიროს, მოგვცეს მოტივაცია რათა ახალი შესაძლებლობებით ვისარგებლოთ. მათ ჩვენზე უარყოფითად ზემოქმედებაც შეუძლიათ, მაგალითად ეჭვის გაჩენა, რომ განვითარების ახალი შესაძლებლობების გამოყენებას შევძლებთ.
კარგია ცნობილი მეუღლეების მაგალითების მოყვანაც. მაგალითად ბარაკ და მიშელ ობამა, პრისცილა ჩანი და მარკ ცუკერბერგი.
ეს ადამიანები სრულიად განსხვავებულ სფეროებში მოღავწეობენ, თუმცა ყველამ აღიარა ერთი რამ: ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებდა წარმატების მიღწევას, რომ არა მეუღლეთა მხარდაჭერა და მოტივაცია.
ოპრა უინფრისთან ჩაწერილ ერთ-ერთ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თქვა: “ჩემი ცხოვრების ვერცერთი მიღწევა მოხდებოდა ჩემი მეუღლის მხარდაჭერის გარეშე. შენ მკითხე თუ რა მეხმარება იმაში, რომ არ გავგიჟდე, შევინარჩუნო ბალანსი და ამ საშინელ დატვირთვას გავუძლო. ამ ყველაფრის საიდუმლო შესანიშნავ ქალშია. ის არა მხოლოდ შესანიშნავი პირველი ლედია, არამედ ის ჩემი ყველაზე დიდი მხარდაჭერაც არის. ყველდღე, ძალიან ბევრ საკითხში სწორედ მას ვეყრდნობი.”
2017 წელს მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდის სტუდენტებს ასეთი სიტყვებით მიმართა: ” ჩემი ცოლი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანია, ამიტომ მასთან საქორწინო კავშირი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში.”
ყველა ადამიანს წარმატებულობის საკუთარი განმარტება აქვს. ჩვენი საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა ყველაზე ნათელი და ბედნიერი გრძნობებით გვავსებს. იყავით მასთან ვისაც თქვენი გულწრფელად ჯერა, ვინც ყოველთვის მხარს გიჭერთ და მოტივაციას გაძლევთ. ასეთი ურთიერთობები საშუალებას მოგცემთ ცხოვრებაში დიდ წარმატებას მიაღწიოთ და თქვენს ცხოვრებასაც ბედნირებითა და კეთილდღეობით აავსებს!
ამბობენ, რომ ჩვენს წარმატებას ისეთი მნიშვნეობა აღარ აქვს, თუ მას ვერავის ვუზიარებთ…