Connect with us

ჯანმრთელობა

მეცნიერებმა დაადგინეს: ხახვის ფურცლები 100 დაავადებას კურნავს

ხახვის ფურცლები სასარგებლო ნაერთების საწყობია. მისი სასარგებლო თვისებები ნამდვილად უნიკალურია! ხახვის ფურცლები ადამიანის თითქმის ყველა ორგანოში ჯანმრთელობას აღადგენს. ხახვის ფურცლების მთავარი ფერმენტია კვერცეტინი, რომელიც სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს ნაჩვენებია.

ხახვის ფურცლები შეგიძლიათ, როგორც ჩაი დააყენოთ და დალიოთ. დღეში ნახევარი ჭიქა ხახვის ჩაი საკმარისი იქნება. ასეთი ხახვის ნაყენი შეშუპებას გააქრობს და შაქრიანი დიაბეტის კარგი პროფილაქტიკა იქნება. ხახვის ფურცლებში შემავალი ფიტონციდები ძლიერი ბუნებრივი ანტისეპტიკებია, ამიტომ ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს ნაყენსა და ნახარშში კარგად მოქმედებს.

ხახვის ნახარშის ან ნაყენის მიღება გასტრიტის, წყლულის და შარდკენჭოვანი დაავადების დროს არ შეიძლება. დასაშვებია მხოლოდ პირის და ყელის გამოვლება. ეს პირის ღრუს ანთების, ანგინის, ტონზილიტის და სტომატიტის დროს დაგეხმარებათ.

ხახვის ფურცლების ნაყენი კანზე გამონაყარს და ჩირქს მოგაშორებთ. მისი დახმარებით თმა ჯანსაღ და ლამაზ ბზინვარებას შეიძენს. ხახვის ბოლქვის ფესვების კუდი არავითარ შემთხვევაში არ გადააგდოთ. ის გოგირდის ნაერთებით და ფრუქტოზის პოლიმერებით მდიდარია, რაც ნაყენებში ასევე გამოგადგებათ.

რაც ყველაზე კარგია, ხახვის ფურცლები ყოველთვის ხელთ გვაქვს და მხოლოდ მისი გამოყენება დაგვრჩენია.

შესაძლო ალერგიული რეაქციები თავიდან რომ აიცილოთ, სპეციალისტთან რეკომენდაციის გავლას გირჩევთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.