Connect with us

ჰოროსკოპი

მეტალის ვირთხის წელი: რა გველის ყველას

ექსპერტის პროგნოზი

ფენ-შუის ფილიპინელი სპეციალისტი ბიზნესმენებსა და საქმიან ადამიანებს ახალ წელს ფსონის ახალ წამოწყებებზე დადებას სთავაზობს, რადგან თეთრი მეტალის ვირთხა მათ წარმატებას უზრუნველყოფს.

ოსტატი ხენზ კუა ამბობს, რომ რადგან ვირთხა პირველი ნიშანია აღმოსავლურ ჰოროსკოპში, ის კეთილგანწყობილია ყველა წამოწყების მიმართ.

2020 წელი – კარგი წელია ქორწინებისა და ოჯახში ახალი წევრის შემატებისთვის. თეთრი ფერი სისუფთავის, გულწრფელობის და კეთილი განზრახვების სიმბოლოა.

წლის სიმბოლო დაეხმარება მათ, ვინც თავისას პატიოსანი გზით აღწევს, უფრთხილდება გარშემომყოფევს და პატივისცემით ეპყრობა ადამიანებს. ვინც მიზნის მიღწევას არაპატიოსანი გზით შეეცდება დიდი უიღბლობა და იმედგაცრუება ელით.

იქნება სირთულეებიც: მაგალითად, დასაწყისშივე მაქსიმალურად უნდა ეცადოთ ამ მომთხოვნი ნიშანის კეთილგანწყობის მოპოვება. თუ მტკიცე, თავდაჯერებული, მიზანსწრაფული და სხვების მიმართ კეთილი ხართ, მაშინ ნურაფრის შეგეშინდებათ. ვირთხა ყველაფერს გააკეთებს თქვენს დასახმარებლად.

ფინანსების მხრივ შეიძლება წარმატებას ველოდეთ რადგან ვირთხა სკურპულოზური ცხოველია და ძალიან უყვარს ხვავი. იფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ თქვენი ფინანსური მდგომარეობის კეთილსინდისიერი გზით გაუმჯობესება და ვირთხა სიხარულით დაგეხმარებათ.

2020 წლის მეორე ნახევარში, ცხოვრების ბევრ სფეროში სერიოზული ცვლილებები გველის. ისინი სრულიად მოულოდნელი იქნებიან, შესაძლოა არასასიამოვნოებიც. იფიქრეთ როგორ შეგიძლიათ ზიანის შემცირება და საით უნდა მიმართოთ ნეგატიური ენერგია.

დაგეგმეთ სპორტით დაკავება, გაიჩინეთ ახალი ჰობი, ჩაეწერეთ საინტერესო კურსებზე. ეს დაგეხმარებათ გაუთვალისწინებელი პრობლემების გამოჩენის შემთხვევაში – ყურადღება გადაიტანოთ და ნეგატივი გარშემომყოფებზე არ გადმოანთხიოთ.

ვირთხა – უბრალო ნიშანი არ არის, ის ცბიერია, შურისმაძიებელია და იცის სიტუაცია სათავისოდ როგორ შემოაბრუნოს. ამიტომ მთელი წელი ყურადღებით უნდა იყოთ რადგან ისეთი საკითხები ამტივტივდებიან რომლებიც იმაზე უფრო ღრმა და მასშტაბურია ვიდრე ისინი რომელთა გადაწყვეტასაც ხართ მიჩვეული.

და ბოლოს, უნდა შეგახსენოთ, რომ მეტალის ვირთხის წელი ჯერ არ დამდგარა. ჩინური კალენდრის მიხედვით ის არა 1 იანვარს, ანამედ ზამთრის მზებუდობიდან მეორე ახალმთვარეობაზე დგება, ამიტომ ეს თარიღი და ზეიმი მუდმივი არ არის. 2020 წელს ვირთხა ტახს 25 იანვარს ჩაანაცვლებს.