Connect with us

სახლი და დიზაინი

მეორე სიცოცხლე: 10 მეთოდი, როგორ გამოვიყენოთ უსარგებლო ნივთები აგარაკზე

თქვენც აგარაკზე მიგაქვთ უსარგებლო ნივთები, რომლებსაც არ იცით რა უყოთ? გთავაზობთ რამდენიმე კარგ იდეას, თუ როგორ გამოიყენოთ ხელმეორედ ერთი შეხედვით ზედმეტი ნივთები.

ვინილის მუსიკალური ფირფიტები

მუსიკალური ფირფიტების დიდი კოლექცია გაქვთ, რომელთა გადაგდებას ვერ ბედავთ? ისინი აგარაკისთვის ლამაზი აბაჟურის ან ლარნაკის შესაქმენლად გამოიყენეთ. ყველაფერი მარტივია: საკმარისია გაზზე ფირფიტები გააცხელოთ და ვინილი დნობას დაიწყებს და ტალღოვან ფორმას მიიღებს.

ხატვა გიყვართ? ფირფიტები ლითონის მარკერებით ან აკრილის საღებავებით მოხატეთ. ახლა ცენტრში საათის მექანიზმი ჩასვით და ორიგინალური სააგარაკო საათი მზადაა!

სახეხი

ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება ძველ სახეხს უყოთ – უბრალოდ სანაგვე ყუთში გადააგდეთ. თუმცა უფრო საინტერესო ვარიანტიც არსებობს. სანათს ზემოდან დააფარეთ, რომ საღამოს წვეულება მოციმციმე სინათლით გააფორმოთ. ძველი სახეხი შეგიძლიათ საყვარელი მცენარის ქოთნად გამოიყენოთ.

ჩაის სერვიზი

არ იცით, თუ სად წაიღოთ ძველი, ბებიას ნაქონი სერვიზი? ნამდვილად არ უნდა გადააგდოთ! აი, რამდენიმე საინტერესო ვარიანტი აგარაკზე მის გამოსაყენებლად:

მასში ყვავილის კლუმბი მოათავსეთ

ძველი სანთლის ცვილი ფინჯანში გადაასხით

ფაიფური ძველი ნათურის დეკორად გამოიყენეთ

ან კედლის საათის გასაფორმებლად

საავტომობილო ბორბლები

ინტერნეტ სივრცეში ძველი საავტომობილო ბორბლებიდან სააგარაკო დეკორის მომზადების შესახებ უამრავ მასტერკლასს იპოვით. ჩვენ კი დასასვენებლად პრაქტიკული პუფების გაკეთებას გირჩევთ.

ორი ბორბალი ერთმანეთს დაადეთ, წინასწარ ღია ფერებში შეღებეთ. მონტაჟის წებოთი დააფიქსირეთ. ზემოდან ბორბლის ფორმაზ გამოჭრილი ფანერის ბაზა და რბილი ბალიში დაადეთ.

შეგიძლიათ უფრო შორს წახვიდეთ და სუფთა, შეღებილი ბორბალი ხის ტაბურეტს ან პატარა სკამს მიამაგროთ. დამეთანხმეთ, ასეთი ნივთი ძალიან ორიგინალურად გამოიყურება!

კოვზები

უსარგებლო ნივთების საკითხს დავუბრუნდეთ. მოქნილი ალუმინის კოვზები ძალიან პრაქტიკული არაა და როგორც მეცნიერება ირწმუნება, საზიანოცაა. მათი გადაყრა არ იჩქაროთ – მათგან შეგიძლიათ კაუჭები გააკეთოთ და ყვავილები დაკიდოთ.

ძველი კომოდი

ძველ კომოდს ახალი სიცოცხლე მიანიჭეთ და ყვავილის კლუმბად გადააკეთეთ. ავეჯს ძველი საღებავი და ლაქა მოაშორეთ, ბაღის ავეჯისთვის განკუთვნილი წყალგაუმტარი საღებავით შეღებეთ და სურვილის მიხედვით გააფორმეთ. ღია ყუთებში ამპელური ან სასაზღვრო მცენარეები მოათავსეთ. კომოდი ყველაზე თვალსაჩინო ადგილას – სახლის ტერასაზე ან ვერანდაზე დადეთ. მენდეთ, ასეთი ავეჯი შეუმჩნეველი არ დარჩება!