ყვავილები
მებოსტნის რჩევები, როგორ მორწყათ პომიდორი სწორად, რომ წვნიანი და მკვრივი გაიზარდოს
წელს პომიდვრის ჯიში „სერჟანტი პეპერი“ პირველად დავრგე. ოღონდ პომიდორმა მოიწყინა, ფოთლები ნელა განავითარა. სასწრაფოდ ზომების მიღება გადავწყვიტე და მეზობელ მებაღეს მივმართე, რომელიც 10 წელია საკუთარი ბოსტნის ბოსტნეულს ბაზარზე ყიდის. მან ნამდვილად იცის, როგორ მორწყას პომიდორი სწორად, რომ წვნიანი და მკვრივი გაიზარდოს.
ამბობენ, რომ სიცხეში მორწყვის წესი იცვლება. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მორწყათ პომიდორი ზაფხულში. ყველა მებოსტნემ უნდა ჩაინიშნოს!
როგორ მოვრწყათ პომიდორი სწორად
გასულ ზაფხულს პომიდვრის სახეობა „სერჟანგი პეპერი“ მოვინიშნე. მსხვილი, ვარდისფერი და ხორციანი პომიდორი, რომელსაც უბრალოდ შეუდარებელი გემო აქვს.
ეს ჯიში გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, ეგზოტიკური და საოცრად გემრიელი ნაყოფით. ერთადერთი ნაკლი: სივიწროვეს და მზის დეფიციტს ვერ იტანს, სივრცე და ბევრი სინათლე სჭირდება. ასევე კარგი მორწყვა.
ამ პომიდვრის გემო პირდაპირ ამინდის პირობებზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტი მზეა, მით უფრო გამოკვეთილია მისი გემო და ფერი. პომიდორი საკმაოდ მკვრივია და ცოტა ხნით შეგიძლიათ გააჩეროთ.
ოღონდ ნაყოფი მთლიანად მწიფე უნდა მოკრიფოთ, ასე სახეობის „სერჟანტი პეპერი“ მდიდარ გემოს იგრძნობთ.
პომიდვრის მორწყვა
„ყოველი ბუჩქის ქვეშ გადაჭრილი ბოთლი ჩადე, წყლით გაავსე და ყველაფერი კარგად იქნება. ბუჩქის ქვეშ მიწა დატენიანდება. აორთქლების მიხედვით წყალი ჩაამატეთ. პატარა ბოთლებიც შეგიძლია გამოიყენო. სცადე, მიწის გაშრობის მიხედვით მორწყე!“ – მირჩია მეზობელმა, როცა ჩემი დარდის შესახებ გაიგო.
ნამდვილად, დღისით, როცა ცხელა, „სერჟანტი პეპერი“ ერთადერთია ჩემს ჯიშებს შორის, რომელიც დუნე ფოთლებს უშვებს.
სათბურში პომიდორი მიწის გაშრობის მიხედვით უნდა მორწყათ. თუ ჯერ კიდევ გაძლიერებული არაა და ზრდისთვის ძალებს იკრეფს, უფრო ხშირად მორწყეთ, ვიდრე ზრდასრული მცენარე.
პომიდორს ღრმა, მაგრამ არა ყოველდღიური მორწყვა უყვარს. იშვიათად, მაგრამ ბევრი წყალი და მხოლოდ ფესვებთან. რაც უფრო ნაკლები წყლის წვეთი მოხვდება ფოთლებს, მით უფრო ნაკლები შანსია, რომ დაავადება დაემართოს. პომიდორზე ფოთლოვანი მორწყვა არ შეიძლება. ფოთლები შეგიძლიათ მხოლოდ დაამუშავოთ.
დაიმახსოვრეთ: პომიდორი მხოლოდ დილის საათებში მორწყეთ. მცენარეს პირველ მტევნამდე ყველა ფოთოლი მოაშორეთ, რადგან ზედმეტი ტოტები მწვანე ფოთლების ფორმირებისთვის ძალებს ართმევს, ასევე მორწყვისას შეიძლება დაზარალდეს და უსიამოვნების წყარო გახდეს, თუ ქვედა ფოთლებზე ნიადაგიდან პათოგენური ორგანიზმები მოხვდება.
ერთდროულად ყველა ფოთოლი არ მოაჭრათ. პროცესი 2–3 ეტაპად გაყავით, ყოველ დილით რამდენიმე ტოტი მოაჭერით.
პომიდვრის ნერგების სქლად დარგვის დროს მიწის ტენიანობა განსაკუთრებით აკონტროლეთ. მარტივად შეგიძლიათ განსაზღვროთ, მცენარებს ტენიანობა ყოფნის თუ არა: თუ ზედა ფოთლები იგრიხება, მორწყვის სიხშირე აუცილებლად გაზარდეთ. ნაყოფზე ნახეთქები საპირისპიროზე მიგანიშნებთ და მორწყვის სიხშირე ან ინტენსივობა უნდა შეამციროთ.
როცა პომიდორი მომწიფებას იწყებს ხშირი მორწყვა პროცესს დააჩქარებს. აქ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ, რადგან ჭარბი სითხის გამო სხვადასხვა სოკოვანი უსიამოვნება, მაგალითად, ფიტოფთოროზი შეიძლება განვითარდეს.
ახლა იცით, როგორ მორწყათ პომიდორი სწორად, განსაკუთრებით ჯიში „სერჟანგი პეპერი“. სხვათა შორის, ამ ჯიშის გაზრდას გირჩევთ, რადგან უჩვეულო გემო აქვს, უფრო ხილის, ვიდრე ბოსტნეულის. მწიკვი მარილი საკმარისია, რომ კლასიკური პომიდვრის გემო დააბრუნოთ.
ასეთი პომიდორი მაგიდას ამშვენებს: ტკბილი, თხელი კანით და ძალიან ლამაზი!