Connect with us

ჰოროსკოპი

მგრძნობიარე კირჩხიბი და ენერგიული სასწორი: ბავშვის ხასიათი და მისი ზოდიაქოს ნიშანი

როგორც ზრდასრული, ასევე ბავშვების ძლიერი და სუსტი მხარეების უკეთ გაგებაში მისი ზოდიაქოს ნიშანი დაგეხმარებათ. ასტროლოგი ალა ბანარი გიამბობთ, რომელი პრინციპები უნდა გამოიყენოთ ბავშვის აღზრდისას მისი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით.

ვერძი

ეს ჰოროსკოპის პირველი ნიშანია, ამიტომ ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ბავშვი ყოველთვის პირველი, აქტიური და შეუპოვარია. ამ მოზღვავებული ენერგიის მართვა და შეჩერება რთულია. მის მშობლებს ეს უნდა ესმოდეთ და ბავშვის ბუნება არ უნდა დათრგუნონ. ვერძისთვის მნიშვნელოვანია იყოს პირველი, სადაც წავა, რას გააკეთებს და გადაწყვეტს. მისი ენერგია გონივრულად მშვიდობიან რელსებზე უნდა გადაიყვანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აფეთქება მოხდება, რომლითაც ბავშვიც და გარშემომყოფებიც დაზიანდება.

სჯობს ამ ენერგიის დასახარჯად სპორტით დაკავდეთ. ბავშვ ვერძს დისციპლინა და რეჟიმი უნდა ასწავლოთ, მაგრამ არა ძალდატანებით, არამედ თამაშით.

კურო

ეს სტაბილური, მატერიალისტური ნიშანია. ბავშვი კურო მიწიერი, უმოძრავო, მაგრამ შემოქმედებითია. დიდწილად მგრძნობიარე სიამოვნებაში ცხოვრობს, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია გემრიელად ჭამა, ლამაზი და მოდური სათამაშოებით თამაში, თუნდაც შინაარსობრივად ყველაზე საინტერესო არ იყოს. კუროს ყველაფერი ლამაზი უყვარს. თუ ვერძი ამბობს: „მინდა ყველგან პირველი ვიყო!“. კურო ცხოვრობს პრინციპით „მინდა და მორჩა!“.

კუროს მოფერება და მშობლების სინაზე სჭირდება. სხვების სიყვარულს ზომავს იმით, თუ რამდენად ხშირად ჩუქნიან საჩუქრებს. შემოქმედებით სფეროებში ჩართეთ, სილამაზესთან დააკავშირეთ და კარგი გემოვნების განვითარებაში დაეხმარეთ.

ტყუპები

ეს აქტიური და ინტელექტუალური ნიშანია. ბავშვი ტყუპი მოძრავი, ენერგიული, აღქმადია. შეუძლია ბევრი იმოძრავოს, შემდეგ დიდხანს დაისვენოს და ძალები მოიკრიფოს. მშობლებს ეს უნდა ესმოდეთ და გადატვირთვის დრო მისცენ. ხშირად ექსტროვერტია, ურთიერთობა და ახალი ნაცნობების შეძენა უყვარს. ერუდიტია და მუდმივად ახალი ინფორმაცია სჭირდება, ამიტომ მშობლებმა გონების საკვები მუდმივად უნდა მიაწოდონ.

ტყუპებს უყვარს სწავლა, მაგრამ შეიძლება ზედაპირული იყოს, რადგან მასალაში ჩაღრმავება უჭირს. ამისთვის ამტანობაა საჭიროა, რაც მისთვის რთულია.

კირჩხიბი

მეოჯახე, მგრძნობიარე ნიშანი. ბავშვი კირჩხიბი ძალიან ემოციური და მგრძნობიარეა. ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს, რაც დაუცველს ხდის. მშობლებმა ეს უნდა გაითვალისწინონ. ასეთ ბავშვს სხვებზე მეტად სჭირდება დედობრივი სიყვარული. ოჯახზე მიჯაჭვულია, განსაკუთრებით სჭირდება, რომ ოჯახში თბილი და მშვიდი ატმოსფერო სუფევდეს. თუ მშობლები მის თვალწინ ურთიერთობის გარჩევას დაიწყებენ, მისი ფსიქიკა დაზიანდება.

მშობლებს უნდა ესმოდეთ, ბავშვი კირჩხიბი მგრძნობიარეა ყველაფრის მიმართ, სხვა ადამიანების, ამინდის პირობების და ბევრი სხვა რამის მიმართ. ყველაფერი მასზე გავლენას ახდენს, რაც განწყობის ცვლილებას იწვევს. შეიძლება ერთ წამში იცინოდეს და 5 წუთში ტირილი დაიწყოს.

ბავშვი კირჩიბი უნდა დააფასოთ და მისი დახვეწილი ბუნება მიიღოთ. გრძნობებზე ესაუბრეთ, ტირილის და ემოციების ღია გამოხატვის უფლება მიეცით.

ლომი

ეს მეფური, მბრძანებლური ნიშანია. ლომი ბავშვობიდან თავს სხვებზე მაღლა და მნიშვნელოვნად მიიჩნევს. „მეფე, უბრალოდ მეფეა“ – ეს ფრაზა მასზეა. დაბადებიდან მეფეა და ამქვეყნად სხვების სამართავად დაიბადა. თუ მშობლები ამას მიიღებენ და სწორად მიუდგებიან, ასეთი ბავშვიდან წარმატებული ხელმძღვანელი და ბიზნესმენი გაიზრდება. თუ მშობლები მის “შენებას” ან ხასიათის დათრგუნვას ეცდებიან, როგორც ამას ბევრ ოჯახში აკეთებენ, პატარა ბოკვერიდან შეიძლება თავდაუჯერებელი ნაცემი ძაღლი გაიზარდოს.

ბავშვ ლომს დიდი პოტენციალი აქვს, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, სიკაშკაშე და სხვების აღფრთოვანება. აჩვენეთ, რას ნიშნავს პატივისცემა, პარტნიორობა და თანამშრომლობა.

ქალწული

სტაბილური, პედანტური, ერთგული ნიშანი. ამ ნიშნის ბავშვი მოძრავია, მაგრამ უფრო თავაუღებლად შრომა ახასიათებს. ბუნებით პერფექციონისტია და ყველაფრის იდეალურად გაკეთება სურს. განიცდის, როცა ეს არ გამოდის. მშობლებმა უნდა ასწავლონ არასრულფასოვანი სამყაროს მიღება და ის, რომ შეცდომების დაშვება ნორმალურია, ეს სწავლების პროცესია.

როგორც წესი, ბავშვი ქალწული ინტელექტუალურად განვითარებულია და ყველაფრის გაანალიზება უყვარს. მშობლებს შეიძლება მუდმივად კითხვებს უსვამდეს. მისთვის მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების ძირში ჩასვლა, მხოლოდ ასე დამშვიდდება. მშობლებმა ეს კითხვები სერიოზულად უნდა აღიქვან და ზოგადი ფრაზებით არ შემოიფარგლონ. ასეთ ბავშვს კარგი მეხსიერება აქვ. ციფრებს და ფაქტებს ადვილად უმკლავდება.

სასწორი

ყველაზე მოძრავი, ყველაზე დიპლომატიური და ესთეტიკური ნიშანი. ბავშვი სასწორი ერთგვარი რეაქტიური ძრავია, ერთდროულად ყველგან არის. მის მშობლებს დიდი მოთმინების მომარაგებას ვურჩევთ.  ზოგადად, ბავშვს საერთოდ არასდროს უნდა უთხრათ: „დაჯექი და არ იხმაურო“, განსაკუთრებით ბავშვ სასწორს. ეს მის ბუნებას თრგუნავს და შეიძლება ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს. აქტივობას საჭირო მიმართულება მიეცით. ხელოვნებისკენ მიდრეკილება აქვს. სილამაზე და ჰარმონია უყვარს, ასევე მკაცრ მოპყრობას და უსამართლობას ვერ იტანს.

მორიელი

ყველაზე მისტიური, იდუმალი და შურისმაძიებელი ნიშანი. ბავშვი მორიელი ძალიან ემოციურია, მაგრამ კირჩხიბისგან განსხვავებით, ემოციებს არ გამოხატავს. იდუმალია, ვერასდროს იტყვით, თუ რას ფიქრობს. სხვების მართვა უყვარს, მაგრამ ამას მანიპულაციით აკეთებს, ნებისმიერ სიტუაციაში ნაცრისფერი კარდინალი რჩება.

ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებს შვილ მორიელთან ურთიერთობა ჰქონდეთ და ემოციების გამოხატვა ასწავლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში შიგნით ადუღდება და სხვადასხვა სახის პრობლემებს შექმნის. ბავშვი მორიელი მისტიციზმთან, რაღაც იდუმალთან ასოცირდება. თუ მის ინტერესებს ხელს შეუწყობთ, კარგი მწერალი ან სცენარისტი გამოვა.

მგრძნობიარეა, თუმცა ამას არ გამოხატავს. სამაგიეროდ, ცოტა ხანში იგივეთი გიპასუხებთ, თან ძლიერ და ღრმად. თუ ასეთი რამ ხდება, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთი ქცევის მიზეზი ძლიერი ტკივილი და ღრმა წყენაა.

მშვილდოსანი

ფილოსოფიის და ოპტიმიზმის ნიშანი. მშვილდოსანი ბავშვობიდან ამბიციურია, მისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული მიზნების ქონა. მშობლებმა ეს უნდა გაითვალისწინონ და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ასწავლონ.

მშვილდოსანს ბავშვობიდან აინტერესებს ფილოსოფია და ყველაზე ღრმა საკითხები. მოგზაურობა უყვარს. გზაში თავს კარგად გრძნობს და ახალი შთაბეჭდილებებით ივსება.

ბავშვი მშვილდოსანი მოძრავი, აქტიური, მაგრამ ცვალებადია. შეიძლება ერთობოდეს და დარბოდეს, წრეებს არტყამდეს და უცებ გაჩერდეს: „მორჩა, დავიღალე, დაწოლა და წაკითხვა მინდა“. მშობლებმა ეს უნდა გაითვალისწინონ და ხან მისი მღელვარე ვნებები, ხან მშვიდი მდგომარეობა წყნარად მიიღონ. ამ ნიშნის ბავშვები თავისუფლების მოყვარულნი არიან და ყოველგვარ შეზღუდვაზე მკაცრად რეაგირებენ.

თხის რქა

მატერიალური, მიწიერი და სტაბილური ნიშანი. ბავშვი თხის რქა ღრუბლებში არ დაფრინავს. ბავშვობიდან იცის, რა არის დისციპლინა და პასუხისმგებლობა. დაბადებულია იმისთვის, რომ საქმიანი იყოს. თუ სწორ მიმართულებას მისცემთ და ფულის გამომუშავების მის სურვილებს მხარს დაუჭერთ, წარმატებული ბიზნესმენი გახდება.

თხის რქა თავშეკავებულია, დისტანციას იცავს და უცხოს ახლოს იშვიათად უშვებს. ამასთან გარემოს ადვილად ერგება და ბევრი თანდაყოლილი უნარი აქვს. ცივი ნიშანია, ამიტომ მისგან ემოციების გამოხატვას არ ელოდოთ. თავის სიყვარულს ქცევებით გამოხატავს.

ამ ნიშნის ბავშვი მიმართეთ ისეთი სფეროებისკენ, სადაც ორგანიზაციული ნიჭის გამოვლენას შეძლებს.

მერწყული

მსახურების და გაცემის, ჰაეროვანი, მაგრამ სერიოზული ნიშანი. ბავშვი მერწყული ინტროვერტია, ყველაფერს თავში იკავებს და ურთიერთობა ადვილად არ გამოდის. ღრმაა, ცხოვრებისა და სიკვდილის შესახებ ფილოსოფიური მსჯელობა ახასიათებს. ისეთი საკითხები აინტერესებს, რაც სხვა ბავშვებს არ მოაფიქრდებათ. ყველაფერს სწრაფად იჭერს. მტკიცე, მიზანდასახულია, მაგრამ მისტიკის მიმართ გულგრილი, ამიტომ მიზნისკენ სხვებისთვის გაუგებარი გზით მიდის.

მერწყული ჰაეროვანია, ამიტომ ხშირად ღრუბლებში დაფრინავს. ზოგჯერ მიწაზე დაშვება სჭირდება, მაგრამ ეს ტაქტიკურად უნდა გააკეთოთ. დამოუკიდებელი და ჯიუტია, თუ ზეწოლას მოახდენთ, ყველაფერს პირიქით გააკეთებს, ოღონდ კი სხვისი გავლენის ქვეშ არ მოექცეს, თუნდაც ეს მისთვის არასწორი საქციელი იყოს. ეს უნდა გაითვალისწინოთ.

უკვე ბავშვობიდანვე სერიოზულია: თუ მეგობრობს, გამოდის მეგობრობს, თუ პირობა დადო, შეასრულებს. მკვეთრად რეაგირებს, თუ მშობლები იგივე პრინციპებით არ ცხოვრობენ.

თევზები

ემოციური, სულიერი და მისტიკური ნიშანი. ბავშვი თევზები ძალიან მგრძნობიარე, ემოციური და გულისხმიერია. ნაზი და რომანტიკულია. ეს ჰოროსკოპის ბოლო ნიშანია, რომელიც სრულ გათავისუფლებას და საზღვრებიდან გასვლას ნიშნავს. ეს უჩვეულო ბავშვია. შეიძლება ითქვას, რომ ზღაპრული სამყაროდან მოვიდა. სინამდვილეშიც თავს ასე მიიჩნევს, ჯადოქრობა და ზღაპრები უყვარს. თუ მშობლები მასში ამას მიიღებენ და სხვებს ყურადღებას არ მიაქცევენ, ბავშვთან ძლიერ კავშირს შექმნიან და მის შინაგან ჰარმონიას განავითარებენ.

დიახ, სამყარო ზღაპარი არაა და რეალობა კიდევ უფრო უარესია, მაგრამ დაე, ეს რეალობა ჰარმონიულ მდგომარეობაში მიიღოს, როცა მკაცრ ცხოვრებასთან გამკლავებას შეძლებს.

ბავშვი თევზი სხვებისგან გამოირჩევა. ის ქაოტურია, წესრიგი და დისციპლინა არ უყვარს. მას შეიძლება სურდეს თამაში მაშინ, როცა ყველას ძინავს და დაძინება მაშინ, როცა ყველა თამაშობს. ეს რეჟიმის ბავშვი არაა. მშობლებმა ეს უნდა მიიღონ და მიმართულება მისცენ იმ სფეროში, სადაც წარმატება ელის.