Connect with us

ყვავილები

მაცოცხლებელი „ნოემბრის“ სასუქი ხახვის ფურცლებით მცენარეებისთვის

გაგიჭირდებათ ისეთი დიასახლისის პოვნა, რომელიც ხახვს კერძების მოსამზადებლად არ იყენებს. ჩვენ რას ვაკეთებთ? ხახვს ფურცლებისგან ვწმენდ და ვყრით. წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ რამდენად იდეალური სასუქია ხახვის ფურცლები ოთახის ყვავილებისთვის.

რატომ არის სასარგებლო ხახვის ფურცლები, როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ ოთახის მცენარეების მოსავლელად? დღეს ამ გავრცელებულ კითხვებზე გიპასუხებთ.

ოთახის მცენარეების გამოკვება

ხახვის ფურცლების გამოკვების უპირატესობა

ხახვის ფურცლების ნაყენი გამოირჩევა იმით, რომ არა მხოლოდ მიკროელემენტების მდიდარი წყაროა, არამედ ყველა შესაძლო მავნებლების საწინააღმდეგო და მცენარის ჰიგიენური საშუალებაა.

ფურცლები შეიცავს ფოსფორს, ნიკოტინის მჟავას, გოგირდის ნაერთებს, ეთერზეთებს, ვიტამინებს და ფიტონციდებს. ამის წყალობით მის ექსტრაქტს ძლიერი ინსექტიციდური და ფუნგიციდური თვისებები აქვს, მცენარეების დაავადებებს ებრძვის და მავნებლებს აფრთხობს.

ხახვის ფურცლების წყლიანი ექსტრაქტი მწვანე მცენარეებს იცავს ბუგრებისგან, ობობის ტკიპებისა და თრიფსებისგან. მკვებავი სითხე ფიტოფთოროზის, ნაცროვანი სოკოს და სხვადასხვა ლპობის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

ხახვის ნაყენი ზრდის ნატურალური მასტიმულირებელია. როგორც თავად ფურცლები, რომლებსაც მებაღეები პომიდვრის დარგვის დროს ყუთებში ხშირად დებენ.

ხახვის ფურცლების სასუქის მომზადება

მოსამზადებლად მხოლოდ მშრალი ფურცლები გამოიყენეთ, რომელთაც ლპობის ნიშნები არ აქვთ. მომზადების მეთოდის მიხედვით ნაყენს მეტნაკლებად გამოხატული თვისებები აქვს. სუსტი ხსნარი გამოსაკვებად და პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. უფრო კონცენტრირებული უკვე დაზიანებული მცენარის დასამუშავებლად გამოგადგებათ.

თქვენ დაგჭირდებათ 4 მუჭა ფურცლები და პატარა ვედრო. ფურცლებს თბილი წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 1 დღე დააყენეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ, 1,5 ლ შემადგენლობა 1 ვედრო წვიმის წყალს აურიეთ და სარწყავად გამოიყენეთ.

დაავადებების პროფილაქტიკისთვის 1 მუჭა ფურცლისა და 1,5 ლ წყლისგან სუსტი ხსნარი მოამზადეთ. წყალი ფურცლებთან ერთად 5 წუთით ადუღეთ, გაზქურიდან გადმოდგით და 3 საათით დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და სპრეი ბოთლში ჩაასხით.

სასუქის გამოყენება

ხახვის ფურცლების ახალი ნახარშით ოთახის მცენარეები მორწყეთ და მათი ფოთლები დანამეთ. ფრთხილად დანამეთ, ფანჯრის რაფაზე ან ფარდაზე მოხვედრისას შეიძლება ღია ყვითელ ფერში შეიღებოს. სწორედ ამიტომ, მცენარე ფესვებთან მორწყეთ ან ფოთლები ნაყენში დასველებული ღრუბლით გაწმინდეთ.

ნოემბერში ოთახის მცენარეებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ზოგიერთი სიმშვიდის ფაზისთვის ემზადება, ზოგი კი ყვავილობისთვის. გამოცდილი მეყვავილეები ირწმუნებიან, რომ თვეში ერთხელ ასეთი გამოკვება საკმარისია, რომ მცენარე ფანჯრის რაფაზე გამოცოცხლდეს.

ზოგადად, ხახვის ფურცლების ნახარშს, ნაყენს და მულჩს უკუჩვენებები თითქმის არ აქვს და უსაფრთხო საშუალებად ითვლება. გახსოვდეთ, რომ რიგ მცენარეებს (კაქტუსი, ფიკუსი, ალოე, კრასულა) ხახვის ფურცლები ნახარში ნეგატიურ გავლენას ახდენს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.