მოდა და სტილი
მაქსიმალური კომფორტი: მოდური ვარცხნილობა, რომელსაც რთული დავარცხნა არ სჭირდება
ლამაზი ვარცხნილობა ქალს მეტ მიმზიდველობას ანიჭებს. ვარცხნილობა ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ქალებს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ. კარგია, თუ ვარცხნილობა მოსავლელად მარტივია. აქტიურ ქალებს სწორედ ასეთი ვარიანტები მოსწონთ.
ნამდვილად, ზოგიერთ ვარცხნილობას კარგად მხოლოდ სალონში აკეთებენ, მათი გამეორება სახლში რთულია. თუ სარკის წინ დიდ დროს ხარჯავთ და სიტუაციის გამოსწორება გსურთ, Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ თმის შეჭრის სპეციალურ ტექნიკას გადახედოთ. ასე აჭრილ თმას განსაკუთრებული დავარცხნა არ სჭირდება.
პირველ რიგში, ასეთი ვარცხნილობის მისაღებად პროფესიონალი ოსტატი უნდა იპოვოთ, რომელიც ყველაფერს სწორად გააკეთებს. დალაქის მუშაობის შემდეგ დაკარგული მოცულობაც გამოჩნდება. თქვენ მხოლოდ თავის დაბანა და თმის გაშრობა მოგიწევთ.
მსგავსი ვარცხნილობის შერჩევისას მის სიმსუბუქეს და სიმარტივეს ყურადღება მიაქციეთ. ახლა მოდაშია მარტივი ხაზები, ბუნებრივი დავარცხნა ყოველგვარი სირთულეების გარეშე.
დალაქი თმის სტრუქტურას, ზრდის და მისი დავარდნის მიმართულებას შეისწავლის. აქედან გამომდინარე შესაფერის ვარცხნილობას გაგიკეთებთ.
ტექნიკას, სადაც მცირე დეტალების გათვალისწინებაც ხდება, გეომეტრიულს უწოდებენ. ამ ხრიკის გამოყენებით ვარცხნილობას დამოუკიდებლად, დამატებითი ძალისხმევის გარეშე გაიკეთებთ.
ამასთან, თმა ისე მუშავდება, რომ თხელი და უსიცოცხლო თმაც ვიზუალურად ლამაზი და მოცულობითი ხდება.
თუ თქვენთვის თავის დაბანა, გაშრობა და საქმეზე წასვლა საკმარისია, გამოდის თმა იდეალურად შეგჭრეს. ამასთან ვარცხნილობაში ცვლილებები დასაშვებია. თმის გაშრობაც ხომ სხვადასხვანაირად შეგვიძლია.ზოგჯერ შეგიძლიათ ქაოსურად გაიშროთ, ზოგჯერ თმის ზრდის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვარცხნილობები მხოლოდ მოკლედ თმაზე კეთდება. გრძელ თმაზე ასეთი ჯადოქრობა არ ხდება.
ვიმედოვნებთ, რომ გარეგნობის უკეთესობისკენ შეცვლა შთაგაგონეთ. ვარცხნილობის არჩევისას არა მხოლოდ სილამაზეს, არამედ კომფორტულ ვარიანტებს ყურადღება მიაქციეთ.